განხილვა:გუგუნაყათი (მარნის თემი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოორდინატებისთვის რუკაზე მაპოვნინეთ ვისაც შეგიძლიათ... — GIO→13 07:49, 2 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით მარნის თემში სამი სოფელია: მარანი, მარანჭალა და გუგუნაყათი. ხოლო 2014 წლის აღწერის მონაცემებისა და 2016 წლის აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიხედვით ამავე თემში მარტო ორი სოფელია: მარანი და მარანჭალა. რადგან მარანჭალის მოსახლეობის რაოდენობა დიდად არის გაზრდილი, ვვარაუდობ, გუგუნაყათი მარანჭალას შეუერთდა. - Island (გ) 06:31, 3 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

Google Map-ზე კარგად ჩანს, რომ გუგუნაყათი არის ერთი სოფელი, ერთი დასახლება და მოქცეულია ორ სოფელს, მარანჭალასა და ქოლობანს შორის. აქაც გვაქვს იგივე სიტუაცია, რაც სხვა შემთხვევებში, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების დროს მინიჭებული სტატუსები ა(ღა)რ ასახავს რეალობას. ანუ ჩვენ უნდა მივყვეთ 1. ბიუროკრატიულ რეალობას (ანუ ქსე-ს) რადგან საბჭოთა პერიოდის შემდეგ ამ დასახლებებისთვის სტატუსი არავის შეცვლია (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, სადაც შესაბამისი იურიდიული აქტების მოძიებაა შესაძლებელი) [ასეთ შემთხვევაში დაგვრჩება გუგუნაყათის შესახებ ორი სტატია] 2. მივყვეთ რეალობას და სოფლები ავსახოთ ისე, როგორც ეს მართლაც არსებობს [ასეთ შემთხვევაში გვექნება გუგუნაყათის შესახებ ერთი სტატია ისტორიის შესახებ შესაბამისი სექციით] მაგრამ ჩემი აზრით უნდა შევიმუშავოთ ერთიანი მიდგომა და არ მივიღოთ ყოველ სოფელზე ცალკე გადაწყვეტილებები. შედარებით მარტივი იქნება ეს იმ სოფლებზე, რომლებიც ორადაა გაყოფილი ერთი მუნიციპალიტეტის შიგნით, გუგუნაყათი, ოქროსქედი, შედარებით რთული იმ სოფლებზე, რომლებიც ორადაა გაყოფილი და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საზღვრებშია აჭი (მრავალმნიშვნელოვანი), თხილაგანი, ორმეთი და ა. შ. --M. განხილვაწვლილი 11:16, 12 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]
მგონი ეს სოფელი თარგიდან უნდა ამოვიღოთ, რამეთუ 2014 წლის მონაცემების მიხედვით იქ 0 ადამიანი ცხოვრობდა 2002 წლის 265-ის საპირწონედ!--Surprizi განხილვაწვლილი 11:41, 14 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ამ დადგენილების მიხედვით ეს სტატია უნდა წაიშალოს. სავარაუდოდ, 2002 წლის აღწერაში შეცდომის გამო ეს სოფელი დაფიქსირდა როგორც მარნის თემის, ასევე ქოლობნის თემის სოფლად. — GIO→13 16:33, 10 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

სოფლის შექმნას, გაუქმებას ან სოფლების გაერთიანებას სჭირდება პარლამენტის დადგენილება. ასეთი არც აქ, არც სხვაგან არ გვაქვს. გვაქვს ასეთი მოცემულობა რომ ზოგან (მათ შორის აქაც) რეალობა და საკანონდებლო „რეალობა“ აცდენილია ერთმანეთს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ენციკლოპედიამ რეალობა უნდა ასახოს, მაგრამ აღწერა ან მუნიციპალური აქტები საკმარისი საფუძველი არაა სტატიის წაშლისთვის, თუმცა რეალობას უკეთ ასახავენ. არც აღწერაა უშეცდომო, მაგ. ნახეთ ლიხაურის და ნიაბაურის მოსახლეობის ცვლილება 200-2014 წლებში. 2002-ში ნიაბაურზე მიწერილები 2014-ში ლიხაურად აღწერეს. შემდგომმა აღწერამ შესაძლოა რაღაცაები სხვანაირად აღწეროს. ამიტომ რადიკალურ ცვლილებებს ნუ მივმართავთ და ასეთი ინფორმაცია ავსახოთ უშუალოდ ტექსტში: „2014 წლის აღწერით სოფ X ცალკე აღწერილი არ არის" ან „2014 წლის აღწერით სოფ. X აღწერილია სოფ. Y-თან ერთად“ და ა.შ. --M. განხილვაწვლილი 05:31, 11 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე ვემხრობი მომხმარებელ M.-ის წინადადებას. --Wiki - ჯაბა 05:48, 11 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) --გიო ოქრო 07:28, 11 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

წაშლის მომხრე მეც არ ვარ. ამ შემთხვევაში, აბაშის რუკაზე, რომელიც დანართის სახით აქვს დადგენილებას, მხოლოდ ერთი სოფელი გუგუნაყათი არის ასახული. — GIO→13 11:01, 11 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]