განხილვა:ბუზდიაკი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოფ. ბუზდიაი იხ. ბაშკირეთის რუკა ქსე, ტ. 2, გვ. 249, თბ. 1977. --ცანგალა/ 17:33, 3 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

ქსე ცდება აშკარად და ვერ ვენდობი მაგ ქსე-ს, რადგან ძალიან არასწორად და არათანამიმდევრულად აქვს შემოტანილი ბაშკირული სახელები თავად რესპუბლიკის სახელში კ შემოაქვს და სოფლებში ქ? ვინაიდან არ არსებობს სანდო წყარო და არც ამ ენიდან ქართულში ბგერების გადმოცემის არანაირი სახელმძღვანელო არ არსებობს, მანამდე ასე უნდა დარჩეს ეს და სხვა სტატიებიც სადაც კ-ქ გვხვდება. --Wiki - ჯაბა 17:50, 3 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

მითითებულ გვერდზე Башҡортостан შემოტანილია როგორც ბაშორთოსტანი. ბაშკირების საკუთარი სახელწოდება ბაშორთ. ამიტომ ქსე-ს ვერ ვენდობით. --Wiki - ჯაბა 18:02, 3 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

ვწერ მხოლოდ ინფორმაციისთვის, რომ მომავალში გაითვალისწინოს ქართველმა მომხმარებელმა, სპეციალისტებმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა. იქნებ ვინმემ დაწეროს ქსე-ზე უკეთესი ენციკლოპედია ან ყოფილი საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი გაანახლოს. ქსე-ს ვიცი, რომ ქართული ვიკიპედია არ ენდობა (ვიკიპედია:კენჭისყრა/ქართული საბჭოთა ენციკლოპედია და ვიკიპედია), სამაგიეროდ დიდი საბჭოთა ენციკლოპედია ქართულ ვიკიპედიაში წყაროდ მისაღებია.--ცანგალა/ 18:16, 3 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

და კიდევ ბაშკ. Бүздәк; რუს. Буздяк როგორც რაიონის დასახელება ასევე სოფლის დასახელებები შემოგვაქვს რუსული ენიდან, ხოლო რუსულში არის მხოლოდ ერთი К. ბაშკირული ენიდან, რომ იყოს შემოტანილი იქნებოდა ბუზდაკი, რადგანაც რუსულიდან შემოდის ამიტომ გვაქვს Я (ია) ბუზდიაკი. ru:Башкирская письменность#Современный алфавит , სადაც წერია Ҡ ҡ (ҡы) [q] არის. რაც შეეხება ბაშკორთოსტანი - ქსე-შიც ასევე წერია.--ცანგალა/ 20:26, 3 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

ხოდა სწორედ ეგაა მტკიცებულება, რომ ცდება ქსე: თუ Ҡ ҡ (ҡы) [q] არის მაშინ Башҡортостан რატომაა ბაშორთოსტანი? ამიტომ რუსულიდან შემოდის სახელები როგორც ჩანს და ამ სტატიის სახელია ბუზდიაკი, რადგან შენც ამბობ, რომ რუსულში არის ერთი К. --Wiki - ჯაბა 04:27, 4 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]