ვიკიპედია:კენჭისყრა/ქართული საბჭოთა ენციკლოპედია და ვიკიპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კანონპროექტი:

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილების შექმნის დღიდან, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე) მისთვის ერთადერთ და ხშირად უალტერნატივო, ეჭვშეუტანელ წყაროდ ითვლება; თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად, 2020 წელს, ქართული ვიკიპედია არის 50-70 წლის წინ შედგენილი ენციკლოპედიის მძევალი. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ მომხმარებელთა ნაწილს გააზრებული არ აქვს, რას ნიშნავს ენციკლოპედიაზე მუშაობა, ჩამოაყალიბეს სტერეოტიპი, რომ შენ ხარ უბრალოდ რობოტი, ტექსტების გადმომკოპირებელ-მთარგმნელ-ამწყობი და არა ადამიანი, რომელიც ენციკლოპედიაზე მუშაობს, არ გაქვს ქსე-ის გაკრიტიკების უფლება, რადგან მასზე მეცნიერები მუშაობდნენ და როგორ შეიძლება, რამე შეშლოდათ? შენ ვინ ხარ, რომ მათ არ დაუჯერო და რამე შეუსწორო? ასეთი მიდგომით, ქართული ვიკიპედია ფერხდება, შესულია ჩიხში, ვერ მიდის წინ და რჩება ნახევარსაუკუნოვანი საბჭოთა ენციკლოპედიის ტყვეობაში. ამას მოსდევს გაუთავებელი დავა-კამათი, დაპირისპირება, რესურსების უაზროდ ხარჯვა და დავიდარაბა; მაგალითების მოყვანა ძალიან შორს წაგვიყვანს, წლებია, ეს ყველაფერი გრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია საგანგაშოა. ამ დროს კი მთლიანად ქსე-ზე დამოკიდებულებს არ ახსენდებათ ის ეპოქა, ის რეჟიმი და იდეოლოგია, რომელშიც ეს ენციკლოპედია შეიქმნა. მათი არგუმენტი ის არის, რომ დღეს არ გვაქვს ქსე-ზე ყოვლისმომცველი, აკადემიურობით მისი ტოლი და სწორი ენციკლოპედიური წყარო. ქსე-ზე ასეთი მიჯაჭვულობის გამო, ქართული ვიკიპედია ხშირად გამხდარა ფართო საზოგადოების კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი, რაც სამწუხაროა, მაგრამ ობიექტური რეალობა. სწორედ ასეთი დასკვნა გამოვიტანე ჩემი ათწლიანი ვიკიპედიელობის განმავლობაში მე, როგორც ვიკიპედიის რიგითმა მომხმარებელმა და ბიოროკრატმა.

ამ ყველაფრის კარგი მაგალითია საკითხზე ცოტა ხნის წინ დაწებული რიგითი ასეთი განხილვა. მომხმარებელთა აზრები აქაც რა თქმა უნდა, ორად გაიყო, დაიწყო შეურაცხყოფითა და ურთიერთბრალდებით სავსე, უზარმაზარი უსარგებლო განხილვა.

გამომდინარე აქედან, საჭიროდ ვთვლი, ამ საკითხზე გაიმართოს კენჭისყრა და ამ გზით საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ მივიდეთ კონსენსუსამდე. პირადად მე, კენჭისყრა ვიკიპედიაში ყველაზე ცუდი, მაგრამ უკანასკნელი გამოსავალი მგონია. თუმცა, ამ შემთხვევაში სხვა გზა არ რჩება. ვითვალისწინებ რა ზემოთ ხსენებულ დისკუსიაში გამოთქმულ ყველა პოზიციას, კენჭისყრას ექნება საკმაოდ მარტივი ფორმულირება.— Mikheil მიწერა 17:44, 10 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრაში მონაწილეობის წესები: ხმის მიცემისას, თქვენი არჩევანის შესაბამის განოფილებაში, უბრალოდ დააფიქსირეთ ხელმოწერა # — ~~~~ კოდის გამოყენებით; პოზიცია, რომელიც მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას, იქცევა კანონად და გავრცელდება როგორც ძველ, ისე ახალ სტატიებზე. კანონი ძალაში შევა კენჭისყრის დასრულებისთანავე. კენჭისყრა გაგრძელდება სამ დღეს და დასრულდება 13 ივნისს, თბილისის დროით 21:45 საათზე.

აღარ მოხდეს ქართულ ვიკიპედიაში ქსე-ის, როგორც ერთადერთი და უალტერნატივო წყაროდ გამოყენება, არც ინფორმაციის, არც სტატიის სახელების მართლწერისა და არც გრამატიკის (რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ამის პრეცედენტიც გვაქვს) თვალსაზრისით, როდესაც გვაქვს მასზე ახალი, აკადემიური წყაროები; ამ უკანასკნელთა გამოყენება კი მოხდეს ვიკიპედიაში წყაროების მითითების პოლიტიკის შესაბამისად. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ყველა სტატია, რომელიც ამჟამად ქსე-დან გვაქვს გადმოკოპირებული, ნებისმიერ დროს, რაიმე განსაზღვრული, კონკრეტული ვადების გარეშე, დაექვემდებაროს გადახედვას, განახლებას და უფრო ახალ წყაროებთან შესაბამისობაში მოყვანას, თუნდაც ინგლისური ვიკიპედიიდან გადმოთარგმნას. ასეთ შემთხვევაში, ამოღებულ იქნას წყაროდ მითითებული ქსე-ც.

მომხრე[წყაროს რედაქტირება]

  1. დათო1010 17:52, 10 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
  2. Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 17:58, 10 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
  3. Mehman 97 19:40, 10 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
  4. Vano 3333 05:44, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
  5. Melberg მიწერა 06:22, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
  6. Wiki - ჯაბა 06:30, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
  7. — --Valois 08:35, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
  8. OTOGI Messages 17:14, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
  9. Leodevbro განხილვაწვლილი 14:01, 13 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

მოწინააღმდეგე[წყაროს რედაქტირება]

მოსაზრებები[წყაროს რედაქტირება]

დროა დასრულდეს ამ ერთ წიგნზე მიჯაჭვულობის დრო--დათო1010 17:53, 10 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაოგნებული ვარ რომ ეს საკითხი კენჭისყრაზე გასატანი გაგვიხდა 2020 წელს, ქართულ ვიკიპედიაში, მაგრამ თუ ასეთი ზომაა საჭირო, კი ბატონო. -- Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 18:05, 10 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
იხ. ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#ქსე-ს ჩანაცვლება, სადაც მომხმარებელი:M.-მა და მომხმარებელი:Island-მა ბრწყინვალედ ჩამოაყალიბეს. ხოლო მე დავამეტებ იმას, რომ ქართული ვიკიპედია ვინმეს კერძო საკუთრება არ არის, რომ აუკრძალოთ ლიტერატურის მითითება, თუნდაც ეს ქსე იყოს. უსუსურობას იჩენთ. --ცანგალა 18:16, 10 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი რა ვთქვა. ჩემთვის ქსეზე ჩაციკლვაც და მისგან კარდინალურად გამიჯვნა ორი უკიდურესობაა. კი ბატონო განავრცეთ ქსეთი შექმნილი სტატიები, მაგრამ ისეც ნუ ვიზამთ რომ ქსეზე დაყრდნობით სტატია ვერ შევქმნათ.-Surprizi განხილვაწვლილი 18:47, 10 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ამ ფორმით კენჭისყრის წინააღმდეგი ვარ. წესი მკაფიოდ არაა ჩამოყალიბებული და ტოვებს უამრავ კითხვას.
  1. . რა ხდება როდესაც ქსე ერთადერთი წყაროა? სტატია წყაროს გარეშე რჩება? რჩება რა ელის სტატიებს მაგ. ჩხიკვთა, ან ჩოლოქის ბრძოლა (1854)
  2. . რა ხდება როცა მხოლოდ ქსე და ქე არის წყაროები, რა ლოგიკით უნდა წაიშალოს ქსე და დარჩეს ქე, როცა ქე ქსეს ასლია? მაგ. ალამბარი.

რჩება მხოლოდ ის ვერსია, რომ კენჭისყრის მიზანი არის, ვინც ქსე-ს უთითებს ლიტერატურაში, მათ აეკრძალოს ლიტერატურის სექციაში ქსე-ს მითითება. ჩემი პოზიციაა, რომ ვიკიპედიაში მაქსიმალურად ბევრი შესაძლებელი ლიტერატურა და წყარო უნდა მივუთითოთ, მაგ სტატიებში, როგორიცაა ექვთიმე თაყაიშვილი, სოჭი (ქალაქი) ან თუნდაც სურატი ქსე შესაძლოა თანაარსებობდეს სხვა უფრო ახალ და თანამედროვე ლიტერატურასთან, რომლის მითითებას, დამატებას და გამდიდრებას მივესალმები, მაგრამ წიგნის აკრძალვას ვერა (ასევე საინტერესოა, რომელიმე ვიკიში, თუ არსებობს მსგავსი წესი, კონკრეტული წიგნის, ენციკლოპედიის მითითების აკრძლავაზე?)
აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ქსე-დან ტექსტების დაკოპირებას არ ვითხოვ და არც არავინ ითხოვს, ცხადია, არც ძველი და არასწორი ინფოს ჩაწერას სტატიებში. საუბარია ქსე-ს როგორც ლიტერატურის მითითებაზე ლიტერატურის სექციაში, რაც მომხამრებელს მიაწვდის ინფორმაციას, რომ ამ თემაზე არსებობს სტატია ქსეში.
განხილვაში ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#ქსე-ს ჩანაცვლება ცალსახად ჩანს, რომ ამ საკითხზე კონსესუსი არ არის, ვართ საკმარისი რაოდენობის მოხმარებლები, რომლებსაც ქსე-ს აკრძალვა არ მიგვაჩნია სწორად. ასეთი საკითხები ხმების რაოდენობით არ წყდება, საერთო თანხმობა (კონსესუსი) კი არ არსებობს. არ შეიძლება, რომ კენჭსისყრით მომხარებლების ერთმა ნაწილმა, თუნდაც უმრავლესობამ მეორე ნაწილს, უმცირესობას, აუკრძალოს ვიკიპედიაში, თავისუფალ ენციკლოპედიაში, ლიტერატურის სექციაში ენციკლოპედიური გამოცემის მითითება აგრეთვე იხილეთ მომხმარებლის განხილვა:M.#ისევ ქსე --M. განხილვაწვლილი 03:36, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ქსე-სთან მიმართებაში გავრცობილად უკვე დავწერე, ამიტომ თეზისურად განვმეორდები.
  1. ქსე მოძველებულია. 2020 წელს ქსე-ს გამოყენება მთავარ წყაროდ არასწორია, რადგანაც მასში უამრავი ფაქტობრივი შეცდომაა.
  2. ქსე იდეოლოგიზებულია. 2020 წელს ტოტალიტარული იდეოლოგიით სავსე წიგნის გამოყენება მთავარ წყაროდ არასწორია.
  3. ქსე არის ენციკლოპედია საქართველოს წინამორბედი. ძველი გამოცემის (ქსე-ს) გამოყენება მთავარ წყაროდ ახალი გამოცემის არსებობის დროს არასწორია.--Melberg მიწერა 06:22, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ქსე, რომ იდეოლოგიზებულია — ამას არავინ დავობს. ლიტერატურაში ქსე-ს ჩაწერა ამის აკრძალვა ეს არ გამიგია. და თქვენ იძახით, რომ ქართული ვიკიპედია — თავისუფალი ენციკლოპედიაა? კატეგორია:სსრკ-ის ორდენები — ეს ინფორმაცია ქსე-შია. ხოლო რაც შეეხება მოძველებულია — რას ეძახი? ზოგს ის ძველი ინფორმაცია აინტერესებს. ზუსტად 2020 წელს ტოტალიტარიზმი ქსე-დან ქართულ ვიკიპედიაში გადმოინაცვლა. სამწუხაროდ მომხმარებელი:M. შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. --ცანგალა 06:51, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
კატეგორია:სსრკ-ის ორდენები-ს შესახებ ქსე-ს გარდა არსებობს ზღვა მასალა, რუსულ ან ინგლისურ ვიკიპედიაში საკმარისია ამავე კატეგორიის დათვალიერება. მოძველებულია - არავის არ აინტერესებს ის ძველი ინფორმაცია - ქვეყნების დედაქალაქებიდან დაწყებული, მოსახლეობის ციფრებით დამთავრებული - ყველგან არასწორი, მოძველებული, იდეოლოგიზებული და [დღეს] ფაქტობრივი შეცდომების მქონე ინფორმაცია არის. 2020 წელთან შედარებით ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში - ზუსტად ამას ვეძახი მოძველებულს, რასაც ემატება ამავე ენციკლოპედიის ახალი გამოცემა - ენციკლოპედია საქართველოს არსებობა. რეტორიკულ შეკითხვასა და აპაგოგიაზე პასუხს არ გაგცემ. :)--Melberg მიწერა 07:24, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
რატომ უნდა მივუთითო რუსული (Большая советская энциклопедия) ან ინგლისური ლიტერატურა (რომელიც თარგმნის რუსულიდან), როდესაც არსებობს ქართული. ე. ი. გამოდის ქართულის წინააღმდეგიც ხართ. საქართველოს სსრ პერიოდიც ხომ არ წაგვეშალა საქართველოს ისტორიიდან. რაც მე ამ ქართულ ვიკიპედიას და საქართველოში ცხოვრების ამ მოკლე პერიოდს ვუყურებ — სამწუხაროდ, საქართველოს სსრ-დან, ქსე-დან შორს არ არის წასული ქართული საზოგადოება. თუ სსრ ან ქსე არ მიუთითებ — ეს არ ნიშნავს რომ ტოტალიტარიზმი არ დარჩა. ნუ გვატყუებთ. --ცანგალა 07:46, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
Zangala - თუნდაც ორდენებზე არსებობს უზარმაზარი მასივი თანამედროვე ლიტერატურისა, რომელიც არ არის შემოფარგლული არც ქსე-თი, არც ბსე-თი. საჭიროა კარგად გამოხედვა და ამ ყველაფრის დანახვა და ქსე/ბსე ჩარჩოდან გამოსვლა. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდი საქართველოს ისტორიაში რომ არ ყოფილიყო გაცილებით უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით დღეს. საქართველოს თანამედროვე სიტუაციის შენეული შეფასება ბუნებრივია მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ ეს ენციკლოპედიისა და ამ კონკრეტული განხილვის ამოცანებს სცდება და სხვა პლატფორმა ჯობია, რომ გამოიყენო. რაც შეეხება ტყუილს - ვინ რას გატყუებს? :) --Melberg მიწერა 08:34, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
საბჭოთა ცენზურა გამოვლილი წიგნი არ შეიძლება დღეს იყოს უპირატესი წყარო. დროა ქსე საბჭოთა იდეოლოგიასთან ერთად მოუსავლეთში გავისტუმროთ.--დათო1010 09:02, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
გულახდილად რომ ვთქვა ბოლომდე ვერ გავიგე კენჭისყრის არსი. თუ საკითხი დგას ისე, რომ "აღარ მოხდეს ქართულ ვიკიპედიაში ქსე-ის, როგორც ერთადერთი და უალტერნატივო წყაროდ გამოყენება", ვეთანხმები ორივე ხელით. ასევე ვეთანხმები იმას, რომ უფრო თანამედროვე წონადი აკადემიური წყაროები გადაწონის ქსე-ს, რომელსაც, სხვათა შორის, ფაქტობრივი შინაარსის ხარვეზებიც აქვს. ამის ერთი მარტივი მაგალითია რუსტამ რაზა, რომლის შესახებ ქსე-ის სტატიის ავტორმა თაობები დააჯერა, რომ ეს კაცი ქართველი როსტომ რაზმაძე იყო, თუმცა მთელი მსოფლიო თბილისელ სომეხად იცნობა. ბოლო წლებში ამერიკაში მოღვაწე ისტორიკოსმა ალეკო მიქაბერიძემ თარგმნა რუსტამის მემუარები (სადაც რუსტამი პირდაპირ წერს საკუთარ თავზე, რომ თბილისელი სომეხი იყო) და სცადა უაზრო მითის გაფანტვა. ახლა კითხვა: ვის ვენდოთ ვიკიპედიაში? ქსე-ს თუ თავად რუსტამს და მისი ბიოგრაფიის მკვლევარ თანამედროვე აღიარებულ მეცნიერს? ამავდროულად, ქსე-ის ციტირების აკრძალვის წინადადებას არ ვიზიარებ (თუ ასეთი არსებობს საერთოდ) და არც ამ მოტივით მომხმარებლებზე სანქციების (შესაძლო) დაწესებას დავეთანხმები. კამათი ნორმალურია და თითოეულ სტატიას უნდა მივუდგეთ ინდივიდუალურად. ქსე კიდევ დიდხანს იქნება ერთადერთი ქართული ბეჭდური უნივერსალური ენციკლოპედია (ენციკლოპედია საქართველო თემატურია და არა უნივერსალური) და მისი გამოყენება გონივრული ზღვრების ფარგლებში აბსოლუტურად მისაღებია. ანუ რომ შევაჯამო, ჩემი აზრია: ქსე-ს ვიყენებთ, მაგრამ ვუდგებით კრიტიკულად case-by-case პრინციპით და არ ვთვლით უპირობო ავტორიტეტად.--Kober განხილვაწვლილი 09:23, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
კენჭისყრის მიზეზი დიახ, ეგ სამწუხარო რეალობაა, რომ ქსე-ს აქ უპირობო ავტორიტეტად თვლიან, რაც კატასტროფულად აისახება ჩვენზე. ზოგიერთი მომხმარებლისთვის შეუძლებელია case-by-case-ის გააზრება — ქსე ასე წერს და მორჩა. შედეგად, სარგებელს, რასაც ქსე უნდა გვაძლევდეს, წონის მავნებლობა, რაც მისგან მოდის და ასეთი ფაქტებით გამოტენილი გვაქვს ქართული ვიკი. — Mikheil მიწერა 09:29, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
მიხეილ, მართალია, მაგრამ მაშინ კენჭისყრის ტექსტში კარგი იქნება თუ განიმარტება, რომ ეს არ ნიშნავს ქსე-ს სრულ აკრძალვას და აუტოდაფეს. ანუ ისევ იქამდე მივდივართ, რომ ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო და არა დოგმატიზება: იქ სადაც ჩანაცვლებადია, უნდა ჩანაცვლდეს; იქ, სადაც ერთადერთი ან ერთ-ერთი გამოყენებული წყაროა, უნდა დარჩეს; იქ, სადაც აშკარად ფაქტობრივად მცდარია უნდა გაქრეს და ა.შ. ჩემი აზრით ყველაზე პრობლემური ამ მხრივ მაინც სტატიების სათაურებია, მაგრამ დრო იცვლება და ქსე-ც ვერ დარჩება შეუცვლელი. მაგალითად, თუ ქსე-ს ვენდობით ოჩამჩირა ყოფილა და არა ოჩამჩირე, ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლია და არა მუსიკალური ჯგუფი და ა.შ. --Kober განხილვაწვლილი 09:46, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
თუ რაიმე წესის შემუშავება გვინდა, წესი უნდა იყოს მკაფიო და არ იწვევდეს ათასგვარ ინტერპრეტაციებს. ეს პროექტი ასეთ მკაფიო წესს არ გვთავაზობს. რაც შეეხება შინაარს.
  1. რას ნიშნავს "აღარ მოხდეს ქართულ ვიკიპედიაში ქსე-ის, როგორც ერთადერთი და უალტერნატივო წყაროდ გამოყენება" ქსე ერთადერთი წყაროა სტატიაში ჩოლოქის ბრძოლა (1854), ამ წესის შემთხვევაში ვიღებთ ქსე-ს და სტატია რჩება წყაროს გარეშე? შემოთავაზებულ პროექტს ამაზე პასუხი არ აქვს.
  2. სტატიაში ალამბარი ვიღებთ ქსე-ს და ვტოვებთ ქე-ს, რომელიც ქსე-ს აკოპირებს? აზრი? (და ნუ მიპასუხებთ, რომ ქე ქსე-ს ახალი გამოცემაა, არ არის, ამას თავად ქე-ს გამომცემლებიც დაადასტურებენ, ეს ორი სხვადასხვა ენციკლოპედიაა). სტატიაში არის ინფორმაცია, რაც მხოლოდ ქსე-შია, ის რომ ალამბარი მუხაესტატესთან ერთად ქმნიდა ერთ ად. ერთეულს. ვკარგავთ ამ ინფორმაციას? ვშლით? სქოლიოში გადაგვაქვს? შემოთავაზებულ პროექტს ამაზე პასუხი არ აქვს.
  3. სტატიაში აბუდელაურის მყინვარი ქსე-დან ქე-მდე რაიმე შეიცვალა? ქსე-ში იდეოლოგიზირებული ტექსტია? რატომ არ შეიძლება ორივეს მითითება? შემოთავაზებულ პროექტს ამაზე პასუხი არ აქვს.
  4. სტატიაში ექვთიმე თაყაიშვილი ან აკაკი ჩხენკელი (შეგნებულად მომოაქვს ისეთი სტატიები, სადაც ქსე-ს მკვეთრად იდეოლოგიზირებული ტექსტი აქვს) ქსე არათუ მთავარ წყაროდ არ არის გამოყენებული, არამედ საერთოდ არ არის ქსე გამოყენებული, მაგრამ მკითხველს ეძლევა საშუალება, ნახოს, რომ მასზეც არის ქსე-ში სტატია. ანუ ამ სტატიებში ქსე არც ერთადერთ და არც უალტერნატივო წყაროდ არ არის გამოყენებული, საერთოდ არ არის წყაროდ გამოყენებული. ანუ აღნიშნული წესი მათ არ ეხება? შემოთავაზებულ პროექტს ამაზე პასუხი არ აქვს. საბოლოოდ: მე ვეთანხმები, რომ ქსე არ იყოს გამოყენებული სტატიის მთავარ წყაროდ (იქ სადაც ეს შესაძლებელია). მაგრამ ეს კენჭისყრა ამას არ გვთავაზობს. ამის ნაცვლად გვთავაზობს ქსეს მითითების აკრძალვას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. --M. განხილვაწვლილი 11:57, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
„აღარ“ რას ნიშნავს, ასე რთული გასაგებია? ან სად წერია, რომ სტატიებიდან ქსე-ს ამოყრა და უწყაროოდ დატოვება მოხდება? გარკვევით წერია, რომ თუ გამოინახება უფრო ახალი წყაროს პოვნა, უნდა მოხდეს მასთან შესაბამისობაში მოყვანა, გადაწერა და თუ ქსე-დან ამოკოპირებული ტექსტიდან აღარაფერი დარჩა, მისი ამოღებაც. იქვე წერია ისიც, რომ ეს პროცესი სავალდებულო და რაიმე კონკრეტულ დროში შეზღუდული არ არის. სავალდებულოა მხოლოდ იმ სტატიებისთვის, რომლებიც მომავალში შეიქმნება. არ მეგონა, თუ ეს მარტივი წინადადება ასე რთულად გასაგები იქნებოდა. — Mikheil მიწერა 12:12, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
აი, მყინვარი კი სწორედაც იმის ყველაზე ნათელი მაგალითია, სადაც ქსე აღარ უნდა გამოიყენო დღეს, კლიმატის ცვლილების პირობებში. მადლობა, რომ შენდაუნებურად მოიყვანე ქსე-ს საწინააღმდეგო გადასარევი მაგალითი. — Mikheil მიწერა 12:15, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
შინაარსობრივად არა, მაგრამ ლიტერატურის მითითებას ვემხრობი, თუნდაც როგორც მომხმარებელი:Kober აღნიშნა „რუსტამ რაზა, რომლის შესახებ ქსე-ის სტატიის ავტორმა თაობები დააჯერა, რომ ეს კაცი ქართველი როსტომ რაზმაძე იყო, თუმცა მთელი მსოფლიო თბილისელ სომეხად იცნობა. ბოლო წლებში ამერიკაში მოღვაწე ისტორიკოსმა ალეკო მიქაბერიძემ თარგმნა რუსტამის მემუარები (სადაც რუსტამი პირდაპირ წერს საკუთარ თავზე, რომ თბილისელი სომეხი იყო) და სცადა უაზრო მითის გაფანტვა“. მე პირადად ამ წინადადებასაც ჩავწერდი სტატიაში და მომხმარებელს, რომელსაც ქსე-ში აქვს წაკითხული ან გ. ჟორდანიას მიერ კვლევები. და არა ისე, როგორც მომხმარებელი:Melberg-მა ჩამოწერა სამი პუნქტი. იცი რა მომაგონა, როდესაც საბჭოეთი ეკლესიებს უსწორდებოდა და ახლა პირიქით. მომხმარებელი:David1010-მა დღეს გაიგო, რომ „საბჭოთა ცენზურა გამოვლილი წიგნი არ შეიძლება დღეს იყოს უპირატესი წყარო. დროა ქსე საბჭოთა იდეოლოგიასთან ერთად მოუსავლეთში გავისტუმროთ.“ — და ეს დღეს გაიგო? ახლა ქართულ ვიკიპედიას — თავისუფალ ენციკლოპედიას ატარებთ ცენზურაში. ცენზურა უნდა საბჭოთა იდეოლოგიასთან ერთად მოუსავლეთში გავისტუმროთ. ვეთანხმები მომხმარებელი:Kober „ქსე კიდევ დიდხანს იქნება ერთადერთი ქართული ბეჭდური უნივერსალური ენციკლოპედია (ენციკლოპედია საქართველო თემატურია და არა უნივერსალური) და მისი გამოყენება გონივრული ზღვრების ფარგლებში აბსოლუტურად მისაღებია“. ვეთანხმები მომხმარებელი:M., მომხმარებელი:Island, რომლებსაც არ გინდათ მოუსმინოთ. თქვენ სხვებს არ უსმენთ. --ცანგალა 13:40, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
იმედია ეს კენჭისყრა არ მიიღებს ისეთ სახეს როგორც ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში მიიღო. --ცანგალა 13:46, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
როგორც ჩანს ყველა ერთს ვამბობთ, მხოლოდ სხვადასხვა სიტყვებით. ხომ არ აჯობებს, რომ შევთანხმდეთ ქსე-ს გამოყენების გაიდლაინზე? ბოლოსდაბოლოს იოანე ოქროპირს თუ რომელიღაც ეკლესიის მამას ჰქონდა მსგავსი ნაშრომი: "როგორ ვიკითხოთ წარმართი ავტორები" :D. ამოსავალი პრინციპი იქნება ის, რომ ქსე-ის გამოყენება ვალდებულება არაა, მაგრამ მისი მითითებაც კრიმინალი არაა. მაგალითად, სახელმძღვანელო მითითებები იქნება ასეთი: 1. თუ ვიკისტატიის ტექსტი უპირატესად იყენებს ქსე-ს, წყაროდ ვტოვებთ ქსე-ს, 2. თუ შესაბამის წყარო-სტატიას ქსე-ში და ქე-ში ერთი და იგივე ავტორი ჰყავს, ვტოვებთ მხოლოდ ქე-ს, 3. თუ სტატიას ქსე-ში და ქე-ში სხვადასხვა ავტორი ჰყავს და ქე აშკარად იყენებს ქსე-ს ტექსტს, ვტოვებთ ორივეს, 4. თუ მომხმარებელმა ვიკისტატია შექმნა თავიდანვე ქე-ს გამოყენებით, ბუნებრივია, არანაირი ვალდებულება არ აქვს წყაროდ მოიყვანოს ქსე, 5. თუ ვიკისტატიას არანაირი საერთო არ აქვს ქსე-სთან, ბუნებრივია ქსე-ის მითითება მხოლოდ კერპთაყვანისმცელობა გამოდის, 6. თუ ქსე-ის მითითება მნიშვნელოვანია იმდროინდელი იდეოლოგიური პოზიციის დასაბუთებისთვის, რა თქმა უნდა, ქსე აუცილებელიცაა, 7. სტატიის სახელის შერჩევისას უარს ვამბობთ დოგმაზე: "ქსე-ში ასეა", მაგრამ ამ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება და ტექსტში შეიძლება ალტერნატიული სახელწოდების დასაბუთება ქსე-ის მითითებით, და ა.შ. ყველა ამ პუნქტზე შეიძლება შეთანხმება. --Kober განხილვაწვლილი 14:19, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Kober: მადლობა კონსტრუქციული მსჯელობითვის. ვერ დაგეთანხმები, რომ ერთსა და იმავეს ვამბობთ (ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომ აქ კონკრეტული წიგნის აკრძალვის მცდელობაა, მაგრამ ამას გვერდით გადავდებ), დაგეთანხმები რომ შეთანხმება შესაძლებელია. მთავარია, რომ ეს საკითი კენჭისყრით და უმრავლესობა/უმცირესობით არ გადაწყდეს და კონსენსუსის შედეგი იყოს. ამიტომ არ ვიღებ მონაწილეობას კენჭისყრაში. ახლა, სამწუხაროდ, არ მცალია, ხვალ-ზეგ დეტალურად ვუპასუხებ თქვენს პუნქტებს და ჩემს მოსაზრებას შემოგთავაზებთ --M. განხილვაწვლილი 16:37, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ქართულ ვიკიპედიაში, ქსე რაციონალურად რომ ყოფილიყო გამოყენებული კენჭისყრის დაწყების საჭიროება არ იარსებებდა!. როდესაც ქართული ვიკიპედიის გუნდის გარკვეული ნაწილი წერტილ-მძიმეს უყურებს ქსე-ში, ვიკიპედიისთვის ეს კატასტროფის ტოლფასია. განა არ არსებობს გრამატიკის ცალკეული სახელმძღვანელოები ?! ქართული ვიკიპედიის მთავარი არსი მის პროგრესში უნდა გამოიხატებოდეს და არა დრომოჭმული ლიტერატურის აცაბაცა ციტირებაში. @Kober: თქვენი შეკითხვა და ჩემი საპირისპირო შეკითხვა, რატომ მოხდა ისე, რომ ქსე-მ რუბლიოვს ანდრია დაარქვა, ფიოდორს თედორე, ხოლო კოპერნიკს ნიკოლოზი... ეს ნორმალურია ?! არ ფიქრობთ, რომ დროა ამ მავნე სტერეოტიპებისაგან განთავისუფლება ?. ამაზეა აქ საუბარი. რაც შეეხება სტატიებს, პატივცემული @M.: ფიქრობს, რომ ქსე-ში შეტანილი ყველა ქალაქი ლიტერატურის სახითაა მისათითებელი ვიკიპედიაში, მაგ., გვაქვს ასეთი ქალაქი [პროსტეიოვი] — ასეთი ლოგიკით ქსე აუცილებლადაა მისათითებელი, სადაც ხაზგასასმელია, რომ ჯერ კიდევ ჩეხოსლოვაკიაა ცოცხალი. ანუ ჩვენ ვუთითებთ ქალაქთან ქსე-ს, სადაც ჩეხოსლოვაკიაა, საბჭოთა კავშირია, იუგოსლავიაა და ა.შ. გვაქვს აბუდელაურის მყინვარი — ენციკლოპედია „საქართველო“ არ არის საკმარისი 1997 წ. ლიტერატურა ? რა საჭიროა საბჭოთა ენციკლოპედიის მითითება ? ჯანდაბა, ეს ჯიბრით ხდება, უგუნურობით თუ იდეოლოგიაზე ნოსტალგიით — არ ვიცი. გეკითხებით, ნორმალურია თუ არა, რომ სტატიაში ჩაგირი წერია 10-მდე სახეობიდან ყოფილ სსრკ-ში იზრდებოდა 6. ასეთია ათასობით. ეს ნორმალურია ? და თურმე მე არ მაქვს უფლება, რომ გადავწერო ასეთი სტატია ქსე-ის გარეშე ?. რაზე მელაპარაკებით საერთოდ! ეს არის კომიკური და სამარცხვინო სიტუაცია. ქსე დაუყონებლივ არის ამოსაღები სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს და მისი ჩაკვეხვა ყველა კუთხე-კუნჭულში არის დაუშვებელი. - OTOGI Messages 17:08, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ოთო, მაგ თედორეებზე და ნიკოლოზებზე მე არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი ვიკიპედიის გვერდებზე და ვფიქრობ, რომ სლავური სახელების ამგვარი თარგმნა დრომოჭმული ტრადიციაა და გამომდინარეობს იქიდან, რომ ოფიციალურ საბჭოთა დისკურსში "მოძმე ხალხების" შვილები უცხოებად არ აღიქმებოდა. არაერთი სტატია ჩამისწორებია, სადაც "მენშევიკების ბატონობა", "კონტრრევოლუციურ ელემენტები" და მსგავსი კლიშეები იყო კოპირებული ქსე-დან. ზუსტად იგივეს ვამბობ სულ რაღაც 2 აბზაცით ზემოთ. როგორც ჩანს კომუნიკაციის სერიოზული პრობლემაა აქ, თორემ მე ამ საკითხის რაციონალური გადაწყვეტის გზაზე ობიექტურ დაბრკოლებებს ვერ ვხედავ.--Kober განხილვაწვლილი 17:18, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
კობერ, დიახ, ზემოთაც გითხარი და კენჭისყრის დასაწყისშიც აღვნიშნე, ეს კენჭისყრა დაინიშნა იმიტომ, რომ უბრალოდ სხვა გზა არ რჩება, მომხმარებელთა ნაწილი სხვანაირად ვერ იგებს ამ ყველაფერს, ანუ, როგორც ოთომ აღნიშნა, არ იყენებს ქსე-ს რაციონალურად. შესაბამისად, ამ ეტაპზე ქსე-ს ასე უფრო მეტი ზიანო მოაქვს ვიკისთვის, ვიდრე სიკეთე. — Mikheil მიწერა 17:22, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
განხილვა:ნიკოლოზ გოგოლი, განხილვა:ვლადიმერ ლენინი, განხილვა:ვლადიმერ პუტინი, განხილვა:ვლადიმერ ზელენსკი — ამ გვერდების გულისთვის ვარ დაბლოკი. ამასაც ქსე-ეს დააბრალებთ?--ცანგალა 17:33, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
საერთოდ, ეს ე. წ. „კენჭისყრა“ რომ არ არის სრულად ჩამოყალიბებული სახის უკვე აღნიშნეს. „ყველა სტატია, რომელიც ამჟამად ქსე-დან გვაქვს გადმოკოპირებული, ნებისმიერ დროს, რაიმე განსაზღვრული, კონკრეტული ვადების გარეშე, დაექვემდებაროს გადახედვას, განახლებას და უფრო ახალ წყაროებთან შესაბამისობაში მოყვანას, თუნდაც ინგლისური ვიკიპედიიდან გადმოთარგმნას“ — ეს ისედაც ესე იყო. ვიკიში არცერთი სტატია არ არის „დასრულებული“ სახის და ნებისმიერი მათგანი მუდმივი განვრცობის საგანია. რაც შეეხება ზოგიერთ სხვა მოსაზრებას, რომ მაგ., „ქსე არის ენციკლოპედია საქართველოს წინამორბედი“ — ვისაც ალბათ არც ერთი და არც მეორე არ გადაუშლია, შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ეს ენციკლოპედიები ერთმანეთის წინამორბედი-მემკვიდრეები არ არიან. შეგიძლიათ უბრალოდ იკითხოთ მთავარ რედაქციაში. თუკი მე, რიგითმა რედაქტორმა, სტატია დავწერე ქსე-ს გამოყენებით და შემდეგ ვიღაც ადგება, ამოშლის და ქე-ს დაუწერს, ეს არასწორია, ერთ წყაროს აკნინებ და მეორეს უთითებ. თუკი რაიმეს ქე-დან, მაგალითად, დაამატებ, რათქმაუნდა ორივე წყარო შეიძლება მიეთითოს, რადგან ხშირად ერთი და იგივე სტატიებში გვხვდება განსხვავებული ტექსტები (არა მოძველებული, არამედ განსხვავებული, სხვა და სხვა). ლიტერატურიდან ქსე-ს ამოღება და უფრო ძველი, იგივე ავტორის ლიტერატურით ჩანაცვლება და ეს კენჭისყრა, რაღაც ერთმანეთში ვერ ჯდება. Kober-ის შემოთავაზებულ პუნქტებს ბევრს ვემხრობი და საჭიროდ ვთვლი მათ განვრცობა-განხილვას. სლავურ სახელებს რაც შეეხება, მათი გადმოქართულება არის აკადემიურ საქმიანობაში (მაგ., მეცნიერებათა აკადემიაში) მიღებული პრაქტიკა. მისი შეცვლა, რასაც, პირადად, მკაცრად არ ვეწინააღმდეგები, არ უნდა ხდებოდეს ვიკიპედიის საშუალებით. არსებობს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელიც ბოლო პერიოდში საგრძნობლად გამოცოცხლდა, და შეგვიძლია მივმართოთ, მაგალითად რეკომენდაციის მისაღებად, ანდა უკეთესი, ამ საკითხის მოწესრიგების დასაწყებად, მთავარია აქ ჩარეული იყვნენ სპეციალისტები და არა რიგითი მეცნიერი (სხვა დარგის), რომელსაც ენათმეცნიერებასთან კავშირი არ აქვს და რასაც უნდა იმას დაწერს ნაშრომში. ზოგიერთები კი ამას წყაროდ მოიყვანთ მერე. და ბოლოს, „აღარ მოხდეს ქართულ ვიკიპედიაში ქსე-ის, როგორც ერთადერთი და უალტერნატივო წყაროდ გამოყენება, არც ინფორმაციის, არც სტატიის სახელების მართლწერისა და არც გრამატიკის თვალსაზრისით“ — როდესაც მოგვყავს წყაროდ ქსე, ეს იმიტომ, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ზოგადი თემის ნაშრომია. არის მრავალი წიგნი (უმრავლესობა საბჭოთა დროის, ეს გასაკვირი არ არის), სადაც იგივეს დამადასტურებელს მივაგნებთ, უბრალოდ ეს მოითხოვს ბიბლიოთეკაში საათობიდ ჯდომას, ძებნას, ქექვას და ა.შ. ლიტერატურის აკრძალვა თავისუფალ ენციკლოპედიაში არ არის მისაღები, არც მისი ზედმეტად გამოყენება, ყველაფერს ზომიერი მიდგომა უნდა. გიო ოქრო 17:47, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ზედა მახუნცეთი — მაგალითი იმისა, რომ სტატიიდან ქსე-ს ამოღება მისი გაუმჯობესების მიზნით კი არ კეთდება ანდა რაიმე მსგავსი, არამედ უბრალოდ საბჭოთა ენციკლოპედიის მოშორებაა ზოგიერთის მიზანი. რომ ჩახედოთ ორივე სტატიას, ზღვის დონიდან მდებარეობა ერთგან 300-ია, მეორეგან 350. ახლანდელ სტატიაში ზოგი წინადადება უწყაროდაა დარჩენილი, ვისაც გაქვთ სურვილი, გადაამოწმეთ ქსე-ც და ქე-ც. ნათლად ჩანს ამ კენჭისყრის მიზანი. გიო ოქრო 17:56, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: ეგ დიდი ხანია ვიცი, უბრალოდ დღეს ქსე-ს კუბოში ბოლო ლურსმანი ჩავაჭედე და 2 დღეში მიწასაც მივაყრით--დათო1010 17:58, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@David1010: იხ. განხილვა:კიევ-პეჩერის ლავრა, განხილვა:ალექსი ერმოლოვი და განხილვა:მარგარეტ ტეტჩერი — ქსე-ეს იყენებ წყაროდ. ისე ბოლო ლურსმნის მიჭედებაზე ფრთხილად იყავი ქვეშ არ მოჰყვე. პრაქტიკა იყო. --ცანგალა 18:15, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: ქსე-ს წყაროდ ვიყენებ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მაგრამ თქვენსავით არ ვაფანატებ და არ ვარ ერთ წიგნზე ჩაციკლული. დროა ქსე-ს კოპირების გარდა ნამდვილი სტატიების წერაც ისწავლოთ--დათო1010 19:01, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
წიგნზე არც არავინ აფანატებს და არც ერთ წიგნზე ჩაციკლული არ არის. თქვენ ხართ ამჟამად მის წინააღმდეგ ჩაციკლურები. გადახედე განხილვას და ვინ დაიწყო. ახლა ქსე-დან ქე-ზე დაფანატდით — ქსე-ეს კოპიოზე. სასაცილოა. და შემდეგ გადახედეთ რამდენი დაკოპირებული სტატიები შემოდის საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა წიგნიდან — ეს დაკოპირებული არ გაღელვებთ? თუ მხოლოდ ქსე-დან დაკოპირებული სოფლები, ცხოველები, მცენარეები, მდინარეები გაღელვებთ? --ცანგალა 19:17, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჩემი პოზიციები კობერის შემოთავაზებულ 8 პუნქტზე.

  1. „თუ ვიკისტატიის ტექსტი უპირატესად იყენებს ქსე-ს, წყაროდ ვტოვებთ ქსე-ს“. ვეთანხმები.
  2. „თუ შესაბამის წყარო-სტატიას ქსე-ში და ქე-ში ერთი და იგივე ავტორი ჰყავს, ვტოვებთ მხოლოდ ქე-ს.“ ამ დებულებას იდეაში არ ვეთანხმები, თუმცა კომპრომისის მიღწევის მიზნით მზად ვარ დავეთანხმო ერთი პირობით, რომ ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქსე-ს და ქე-ს ტექსტი სრულიად იდენტურია. საქართველოს (და არამხოლოდ საქართველოს) სოფლების, მუნიციპალიტეტების, ქალაქების და ა.შ. შესახებ ქსე-ს სტატიებში არის ინფორმაცია რაც ქე-ში არ არის და რაც ენციკლოპედიურად მნიშვნელოვანია. აქ საუბარია ორი ტიპის ინფორმაციაზე. 1. ეკონომიკური ისტორიის ნაწილი, რა მოჰყავდათ, რას მისდევდნენ ამა თუ იმ დასახლებაში. მე შემომაქვს როგორც რუსეთის იმპერიის პერიოდის მონაცემები შესაბამისი წყაროებიდან, აგრეთვე საბჭოთა პერიოდის ქალაქების და სოფლების ეკ. პროფილები, რა თვალსაზრისითავ ქსე მნიშვნელოვანი წყაროა. მაგ. ფოთი#ფოთი საბჭოთა კავშირში. 2. ასეთი საკითხია ადმ. მოწყობის ისტორია, ამ მხრივაც ქსე ლამის ერთადერთი წყაროა თუ რომელი სოფლები ქმნიდნენ სასოფლო საბჭოებს და როგორი ადმ. მოწყობა იყო და მე ასეთი ინფორმაციები შემომაქვს სადაც შესაძლებელია რუსეთის იმპერიის და ოსმალეთის იმპერიის პერიოდის ადმ. მოწყობაზეც იხ. მაგ. ჭანიეთი, მუხაესტატე, გონიო ასეთ სტატიებში ქე-სთან ერთად უნდა იყოს ქსე-ც.
  3. „თუ სტატიას ქსე-ში და ქე-ში სხვადასხვა ავტორი ჰყავს და ქე აშკარად იყენებს ქსე-ს ტექსტს, ვტოვებთ ორივეს“ ასეთი შემთხვევა მე პირადად არ ვიცი. აქ მაქვს კითხვა, რა ხდება, როდესაც ავტორი მითთებული არაა და ქე იყენებს ქსე-ს ტექსტს? მაგ. აქ ნახსენები აბუდელაურის მყინვარი (სადაც ვიკისტატიის ტექსტი სრულად ქსე-სია, ხოლო ლიტ სექციაში ქსე ქე-თი ჩანაცვლდა ისე, რომ ქსე ტექსტი იყო სრულად)?
  4. „თუ მომხმარებელმა ვიკისტატია შექმნა თავიდანვე ქე-ს გამოყენებით, ბუნებრივია, არანაირი ვალდებულება არ აქვს წყაროდ მოიყვანოს ქსე“ ვეთანხმები, ცხადია, არ აქვს ვალდებულება. მაგრამ მაქვს კითხვა, სხვა მომხმარებელს აქვს თუ არა უფლება დაამატოს ქსე? და აქ შესაძლოა იყოს რამდნეიმე ვარიანტი ა) აქვს ბ) აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქსედანაც ამატებს რელევანტურ ინფოს გ) არ აქვს.
  5. „თუ ვიკისტატიას არანაირი საერთო არ აქვს ქსე-სთან, ბუნებრივია ქსე-ის მითითება მხოლოდ კერპთაყვანისმცელობა გამოდის“ იდეაში არ ვეთანხმები (ჩემი პოზიციაა რომ ლიტერატურის სექცია ასახავს სტატიასთან დაკავშირებულ ლიტერტურას და არა წყაროებს რომლითაც მომზადდა), მაგრამ აქაც კომპრომისის გამო მზად ვარ დავეთანხმო.
  6. „თუ ქსე-ის მითითება მნიშვნელოვანია იმდროინდელი იდეოლოგიური პოზიციის დასაბუთებისთვის, რა თქმა უნდა, ქსე აუცილებელიცაა“ ვეთანხმები.
  7. სტატიის სახელის შერჩევისას უარს ვამბობთ დოგმაზე: "ქსე-ში ასეა" მაგრამ ამ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება და ტექსტში შეიძლება ალტერნატიული სახელწოდების დასაბუთება ქსე-ის მითითებით“. ვეთანხმები

შეჯამება: კობერის 8 პუნქტიდან ვეთანხმები 1, 5, 6, 7. შესაჯერებელია 2, 3 და 4. ამასთან, ვფიქრობ, რომ ამ კენჭისყრის ინიციატორებსა და მომხრეებს 1,5,6 და 7 პუნქტებზეც ჩვენგან განსხვავებული პოზიციები აქვთ, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ამ პუნქტების მიხედვით ჩამოაყალიბებენ მოსაზრებებს, რათა გასაგები გახდეს, თუ რა იგულისხმება ამ კანონპროექტში, რომელზეც ამდენი კითხვა დავსვი კონკრეტული სტატიების მაგალითებით და პასუხები ვერ მივიღე.--M. განხილვაწვლილი 06:39, 12 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

  • არსებობს ძალიან შეზღუდული ტიპის და შინაარსის სტატიები, რომლებშიც ქსე შეიძლება იყოს უალტერნატივო და ერთადერთი წყარო. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ლოკალური თემები, როგორიცაა ზემოთ მოყვანილი რამდენიმე სტატია საქართველოს გეოგრაფიულ ობიექტებზე. თუ ასეთი სტატიები უკვე არის კოპირებული ქსედან ქე-ში, პოლიტიკური და რეპუტაციული მოსაზრებით, უნდა გამოვიყენოთ ქე და არა ქსე, რადგან, სხვა მიზეზებთან ერთად, მომხმარებელმა უნდა ნახოს, რომ ქართული ვიკიპედია, იმ შემთხვევაში, თუ არის საერთაშორისო წყაროების ნაკლებობა, ენდობა და ეყრდნობა არა საბჭოთა გამოცემებს, არამედ დამოუკიდებელ საქართველოში გამოსულ ლიტერატურას. ეს არის ამ საკითხის ერთი, შეიძლება არც მთლად ენციკლოპედიური მხარე, მაგრამ ის არის უმნიშვნელოვანესი ქართული ვიკიპედიის ავტორიტეტისთვის, რადგან საბჭოთა და თავისუფალი ერთად ვერ თავსდება.
  • ყველა სხვა შემთხვევაში, არც ქსედან და არც ქე-დან დაკოპირებული სტატია არ შეიძლება ჩაითვალოს სტატიის მისაღებ, დამაკმაყოფილებელ და სტანდარტულ ფორმად. ეს არის მავნე პრაქტიკა, რომლის მიმდევრებიც იქმნიან თვითილუზიას, რომ ვიკიპედიის რედაქტორები არიან და სტატიებს ქმნიან, მაშინ, როცა რეალურად მხოლოდ copy-paste-ით არიან დაკავებული. მაგალითად, ლელიანის კატა. ფაქტი, რომ ამ სტატიის ქვეშ არ არის ესკიზის თარგი, ვიკიპედიის მომხმარებელს აძლევს ძალიან ცუდ მინიშნებას, რომ ქართული ვიკიპედიის რედაქტორები კმაყოფილდებიან მსგავსი უსარგებლო და შინაარსისგან დაცლილი სტატიით და მას, როგორც სტანდარტულ და დამაკმაყოფილებელი ფორმის სტატიად იღებენ. ამ ე.წ. „სტატიაში“ მოცემულ ინფორმაციაზე მეტი რამ წერია მისი ინგლისური ვერსიის შესავალში, ანუ თუ კონკრეტულ რედაქტორს მართლაც სურდა, ქართულ ვიკიპედიაში ყოფილიყო სტატია ამ ცხოველზე, მისგან ადეკვატური ქცევა იქნებოდა, ეთარგმნა ამ სტატიის შესავალი ნაწილი და ის ჩაესვა, ესკიზის თარგთან ერთად. („ინგლისური არ ვიცი“ არგუმენტი არ მიიღება). მაგრამ ეს, განსხვავებით ქსედან (ან თუნდაც, ქე-დან) კოპირებისა, ითხოვს მუშაობას, რაც, როგორც დიდი ხანია ჩანს, რედაქტორების ნაწილს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურად ესმით.
  • ინგლისური ვიკიპედიიდან თარგმნა არაა საბოლოო პანაცეა, არც ინგლისური ვიკიპედიის სტატიებია საბოლოო მიზანი, მაგრამ არის კარგი ალტერნატივა ქსედან კოპირებისა. სტატიაში ნიბელუნგის ბეჭედი გამოყენებულია მასალა გერმანული და ფრანგული ვიკიპედიიდან, ხოლო სტატიაში გეორგ შოლტი ერთი სექცია მთლიანად უნგრული სტატიიდანაა ამოღებული. საბოლოო შედეგად, რაც უნდა გასაოცრად ჟღერდეს, ეს ორი სტატია დღეს ქართულ ვიკიპედიაში უკეთესია, ვიდრე ინგლისურში, ამის სხვა მაგალითებიც არის. ასე რომ, ქსედან ან საიდანმე კოპირების ნაცვლად, მთარგმნელობითი საქმიანობის წახალისება კარგი გამოსავალია. მისაღებია დაყრდნობა წიგნებზეც, თუნდაც ეს ტექსტის დიდი ნაწილის კოპირებას უდრიდეს. წიგნებში სტატიები არ წერია და რაც უნდა აკოპირო, მაინც საჭიროა სტატიის აწყობა. თუ მარტივად ვიტყვით, ენციკლოპედიის სტატიაზე მუშაობა სხვა არაფერია, თუ არა სწორი ადგილიდან სწორ ადგილას სწორი კონტენტის კოპირება და შემდეგ, მიღებული ტექსტის ვიკის სტანდარტებით გამართვა. ეს პასუხად კითხვაზე, თუ „რა ვქნათ, რა გვეშველება, თუ ქსეს ვეღარ გამოვიყენებთ?“
  • იმავე, ზემოთაღნიშნული სტატიის და მისი ინგლისური (ან სხვა ენების) სტატიების შედარების მაგალითზე, შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ ქსეს და ვიკიპედიის სტანდარტები, ანუ როგორი სტატიაა კარგი სტატია ვიკისთვის და როგორია ის ქსესთვის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბეჭდური ენციკლოპედიის შემქმნელებს ვიკიპედიას მსგავსი დიდი და ყოვლისმომცველი სტატიების შექმნა მოეთხოვებოდათ, მათი შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, მაგრამ ასევე გაუგებარია ჩემთვის, რატომ უნდა მივიჩნიოთ ქსე უპირატესად თუნდაც ინგლისურ ვიკიპედიასთან, მაშინ, როცა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, მასში ასეთი დაბალი სტანდარტებია.
  • ქართულ ვიკიპედიაში ზოგადად არის ადრე შექმნილი ლიტერატურის და მიღებული წესების მიმართ მონური მორჩილების პრობლემა, რაც, ყველაზე გასაოცარია, უფრო ზოგადი ხასიათის ლიტერატურასა და წესებს ეხება. ამის მაგალითია იგივე ქსე და ასევე, უცხოური სიტყვების გადმოტანის სრულიად არაკომპეტენტური, არაპროფესიონალური და თითიდან გამოწოვილი წესები, რომლებსაც, იძულებული ვართ, დავემორჩილოთ. მეტიც, ასეთი არბიტრარული წესები, ზოგიერთი მომხმარებლის მიერ, უპირატესად მიიჩნევა კონკრეტული სფეროს პროფესიონალების მიერ შექმნილ ნაშრომებთან მიმართებაში, მაშინ, როცა ვიკიპედია წარმოადგენს თავისუფალ, დამოუკიდებელ ენციკლოპედიას და არა რომელიმე ენციკლოპედიის ელექტრონულ ვერსიას ან მის გაგრძელებას და აქედან გამომდინარე, წყაროებში უპირატესობა სწორედ კონკრეტულ სფეროში შექმნილ აკადემიურ მასალას უნდა ეძლეოდეს და არა სხვა ენციკლოპედიას.
  • საბოლოო ჯამში, როგორც რეპუტაციული, ისე ენციკლოპედიური თვალსაზრისით, ქსეზე ფორმალური უარის თქმა და შემდეგ, ამ უარის იმპლემენტაცია მეთოდური, არა ნაჩქარევი, რაც შეიძლება ნაკლებად დამაზიანებელი მეთოდებით, არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც, პირველ რიგში, უნდა იყოს სიგნალი მოქმედი და მომავალი რედაქტორებისათვის (რომელთა რიცხვის ზრდაც პირდაპირ კავშირშია ვიკის ხარისხთან და ავტორიტეტთან, 2x2=4), რომ აქ სტატიების კეთება არაა მარტო copy-paste იმ თვითმიზნით, რომ რომელიმე სტატიის სათაური შევსებული იყოს, არემედ ისეთივე სერიოზული სამუშაოა, როგორც ნებისმიერ სხვა ენციკლოპედიაზე მუშაობა. — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 15:18, 12 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
კოპირებას არც ქსე-დან და არც რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, გვ. 214, თბ., 2008 წელი წიგნიდან არის მისასალმებელი. მხოლოდ ქსე-ეს ნუ ხედავ. ცანგალას მეხუთე კლასის მოსწავლეები არ დაუსვია და დაკოპირება არ უსწავლებია და არც არავისთვის (ესეც ცნობილი ფაქტია ვიკიპედიაში). მაგრამ ჩვენ აქ საუბარი გვაქვს, რომ ლიტერატურაში იქნეს მითითებული ქსე და რატომ ხართ ამის წინააღმდეგი? იმიტომ რომ საბჭოთა წერია? რუსულ ვიკიპედიაში Большая советская энциклопедия, БСЭ წერენ და პრობლემაც არ აქვთ. ქე-ში ჩაგიხედავს? 26 მაისი — ეს დღე ჩვენია. ამას მთელი საქართველო გაიძახის. ამ დროს ქე-ში თუ ნახავთ იმათ ბიოგრაფიებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა მოუტანა საქართველოს, 1990-1991 წლებში იყვნენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები და ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს (1991 წლის 9 აპრილი). ქსე თუ გინდა რომ შეცვალო ქე-ზე კი არა, რომელიც უფრო უარესია, არამედ შინაარსობრივად უკეთესზე. ცანგალა ქსე-ს თუ აკოპირებდა — ქე-ც აკოპირებს ქსე-ს. მე სხვაობას ვერ ვხედავ. მხოლოდ გამოცემის წელს კი არ უნდა შეხედო. რაც შეეხება ლელიანის კატა — ცანგალამ ქსე-დან გადმოაკოპირა და არა მხოლოდ ცანგალა აკეთებდა ამას მრავალი მომხმარებელი. ცანგალას მიზანი იყო, როდესაც ენათშორისო ბმულებს აკეთებდა ქართველ მომხმარებელი უფრო მეტ ინფორმაციას წაიკითხავდა ენათშორისო ბმულებზე გადასვლით. ქე — ჯერჯერობით კ-თი არის დასრულებული და დარწმუნებული ვარ ლელიანის კატა იქ არც იქნება. ინგლ. Jungle cat იცოდი, რომ ქართულად ლელიანის კატაა? დარწმუნებული ვარ, რომ არ იცოდი.--ცანგალა 15:55, 12 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
მაგ. იხ. ზაალ კახიანი ქე-ში (ტ. 4, გვ.599-600, თბ. 2018 ) არც ის უწერია, რომ 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და არც ის, რომ ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს (1991 წლის 9 აპრილი). --ცანგალა 16:16, 12 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
Kober-ის მიერ შემოთავაზებულ და M.-ის მიერ გაშლილ პუნქტებს დიდწილად ვემხრობი. აი, ზოგიერთ რედაქტორს კი ვერ გაუგია, რომ ადამიანი, რომელმაც დაასრულა, ვთქვათ, კონსერვატორია და მუსიკის დარგში წერს ნაშრომებს, უპირობო წყაროდ ვერ ჩაითვლება, მაგალითად, უცხოურ სახელთა ქართულში გადმოტანაში და ამ დარგს ცალკე სპეციალისტები ჰყავთ. თან ამ წესების შეცვლას თვითნებურად ცდილობენ და თან ვიკის პრინციპებს იცავენ, ვითომ. და თუკი საბჭოთა პერიოდის ლიტერატურა არ შეიძლება ვიკიპედიაში წყაროდ გამოვიყენოთ (სრული უაზრობა), მაშინ უამრავი მეცნიერის ნაშრომებზე ვამბობთ უარს, არ ეხება მხოლოდ ქსე-ს. და მცირე ზომის სტატიები თავის დროზე რატომ შემოჰქონდათ ვიკიში ეგ თუ ვერ გაგიგიათ, ამ კომენტარებს მაინც ნუ დაწერთ. შეგიძლიათ ნახოთ სომხური ვიკიპედია, სადაც, მაგალითისათვის, სომხური ენციკლოპედიიდან ჩვენნაირად არ გადმოიტანეს ცხოველთა და მცენარეთა სტატიების დიდი ნაწილი (თუმცა, მრავალი სტატია მათაც გადმოტანილი აქვთ, სხვა თემატიკისა) და უამრავი მნიშვნელოვანი თემა დღესაც არ უწერით, ჩვენ ყაპყაპისნაირნი — მცირე ზომის მაინც გვაქვს. და ასეთი სტატიები რათქმაუნდა გასაფართოვებელია, ამაზე არავინ დაობს. და ეს ვებერთელა კომენტარები განხილვის თემას — ზოგადად კი, მაგრამ კონკრეტულად განხილვას არ ეხება (დიდი ნაწილი) ვიღიმი. გიო ოქრო 17:28, 12 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
იცით რა მიკვირს საქართველო, რომელიც დამოუკიდებელია და კვლავ მრავალ საკითხში საქართველოს სსრ კანონმდებლობა არ არის შეცვლილი და ეს არ გაწუხებთ — ეს არის თქვენი უსუსურობა. და არა ის, რომ ქართული ვიკიპედიიდან ქსე ჩაანაცვლოთ ქე-თი (ქსე-ეს კოპიოთი) და თავი გამარჯვებულად იგრძნოდ ცენზურის დამყარებით. დამოუკიდებელ საქართველოში ლიტერატურა კი არ უნდა ჩაანაცვლოთ, არამედ საბჭოთა კანონმდებლობა.--ცანგალა 08:27, 13 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ოდესმე პარლამენტში თუ აგვირჩევენ, მაგასაც აუცილებლად ვიზამთ. მანამდე, რასც შეგვიძლია, აქ ვაკეთებთ. ვიღიმიAnry Kiknavelidze განხილვაწვლილი 11:08, 13 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
პარლამენტის სკამებზე ჯდომა აუცილებელი არ არის.--ცანგალა 11:14, 13 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ხმათა უმრავლესობით, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიას აღარ ექნება ერთადერთი და უალტერნატივო წყაროს სტატუსი არც ინფორმაციის, არც სტატიის სახელების მართლწერის და არც გრამატიკის თვალსაზრისით. დეტალურად იხილეთ აქ. — Mikheil მიწერა 05:42, 14 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]