მომხმარებლის განხილვა:Giorgi Mechurchle

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

--ჯაბა ლაბაძე (აქ მკითხე) 08:14, 23 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, უკვე არსებობს სტატია გუსტავ მანერჰაიმი, ამიტომ შენი სტატია კარლ გუსტავ ემილ მანერჰეიმი მასზე გადავამისამართე --ბრუტ () 11:17, 23 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

სტატიებს სათაურში წინ სახელი თარგი არ ეწერებათ, ეს სხვა რამისათვის არის განკუთვნილი --ბრუტ () 14:57, 23 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში როდესაც სურათს დებ , რედაქტირებაში უნდა დაწერო ასე

[[სურათი:"სურათის სახელი"|thumb|right|"სურათის წარწერა"]]

--Nika 243 05:55, 24 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

იხ. ვიკიპედია:შპარგალკა. უნდა გააკეთო შიდა ბმულები - მაგ. უსტაშები. ამისთვის სიტყვა სახელობით ბრუნვაში ამგვარ ფრჩხილებში უნდა იყოს - [[ ]]. თუ სიტყვის სახელობითი და სხვა ბრუნვები განსხვავდება, ესე გააკეთე - [[უსტაშები|უსტაშების]]--იორგი(საუბარი) 12:42, 24 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]


გამარჯობა გიორგი. ვიკიპედიაში უკვე არსებობს სტატია აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტი (1992-93). ასეთი წესი გვაქვს, რომ ორი ერთნაირი შინაარსის და განსხვავებული სათაურის მქონე სტატიები არ შეიძლება არსებობდეს. თუკი რაიმე საინტერესო ცნობებს ფლობ, ჩაამატე უკვე არსებულ სტატიაში, ახლის შექმნა საჭირო არაა :). გირჩევ, გადახედე ვიკიპედიის წესებსა და მასწავლებელს, რაც გაგიადვილებს ჩვენთან მუშაობას. გისურვებ წარმატებებს! — დათო პასუხი 20:06, 15 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში :) თარიღებს არ დავხედე, მე შემეშალა. — დათო პასუხი 11:55, 17 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, სტატიაში <br />–ის გამოყენების მაგივრად უბრალოდ ხაზი გამოტოვეთ – ბრუტ () 13:09, 18 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

განხილვის გვერდებზე ხელს ვაწერთ შემდეგნაირად: ~~~~ – ბრუტ () 13:23, 18 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ავხსნი. საზღვარი 1896 წლამდე შავი ზღვის გუბერნიას და სოხუმის ოკრუგს შორის გადიოდა მზიმთამდე, მერე რუსებმა საზღვარი გამოსწიეს ფსოუზე, ხოლო 1904 წელს ბზიფზე. აი რაშია საქმე. ჩვენ ფსოუზე დავბრუნდით, მაგრამ ვერ დავბრუნდით მზიმთაზე, ხოლო მაკოფსეზე საუბარიც აღარაა. რანაირი გამარჯვებაა ეს აბა ამიხსენი? ჩვენი მიზანი იყო სოპჭი და ტუაფსე, რაც ვერ მივიღეთ. ესაა გამარჯვება?

მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მაგ გრაფას საერთოდ ამოვაგდებ. აღარ გამოჩნდება ვინ წააგო და ვინ მოიგო. ტექსტის წამკითხავმა თავად გამოიტანოს დასკვნა. Achiko-84 (განხილვა) 10:09, 27 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]


უკვე ვთქვი, რომ მაგ გრაფას საერთოდ ამოვიღებ. — Achiko-84 (განხილვა) 09:45, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

გრაფის ამოღებას ვარჩიე რამდენადმე კომპრომისული რედაქციული ხასიათის ცვლილება შემეტანა. შეგიძლიათ ნახოთ. Achiko-84 (განხილვა) 09:55, 28 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

საერთაშორისო ბმულების შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გაეცანი ვიკიპედია:ენათშორისი ბმულებიცანგალა () 18:05, 13 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჰუსიტური ომები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა სტატიას ჰუსიტური ომები განვრცობა სჭირდება. ასეთი მინიმალური სტატიები იშლება. გაეცანი ვიკიპედიის წესებს.— ცანგალა () 12:21, 14 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

ისწავლე სტატიებში ბმულები კეთება და სრულად წერა მაგ. წ.წ. - წლები. იხ. მაგალითისთვის ნაპოლეონის ომები ცანგალა () 12:25, 14 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]
ამჟამად რომ სწავლობ ვიცი, ამიტომ პარალელურად გეუბნები. საერთაშორისო ბმულები მე უკვე ჩავსვი გადახედე ვიკიპედია:ტექსტის რედაქტირება (მარტივი) სტატიებში თუ როგორ კეთდება ბმულები - ეს აუცილებელია და აკეთე პარალელურად.— ცანგალა () 12:39, 14 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

დიდი სტატია (კონკრეტულად: საქართველო-რუსეთის ურთიერთობები) მარტივად და ინტერესით რომ იქნას წაკითხული, აჯობებს, რომ სექციებად იქნას დაყოფილი. წარმატებები. --Zolokin განხილვაწვლილი 11:31, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ ვიკიმოღვაწეობის 2 წლის იუბილეს. :) --ჯაბა ლაბა 17:25, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. საქართველო რუსეთის ურთიერთობებზე მუშაობას რომ დაამთავრებ, ამ სტატიით ხომ ვერ დაინტერესდებოდი? სერიოზულად არის დასამუშავებელი.--Ouzo განხილვაწვლილი 11:13, 27 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაგიმარჯოს.ჯერ ამ სტატიას დავამთავრებ და მერე წინაისტორიული საქართველოს სტატიის გაკეთებაშიც მივიღებ მონაწილეობას.უბრალოდ ეს სტატია რომელსაც ეხლა ვაკეთებ იმხელაა და ისე რთულია რომ დრო მჭირდება,მერე მაგაშიც მივიღებ მონაწილეობას.თუ რამე შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ მაგ სტატის დასამუშავებლადაც.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:26, 27 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მადლობა გამოხმაურებისთვის. წარმატებებს გისურვებ.--Ouzo განხილვაწვლილი 11:40, 27 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, რამდენიმე საკითხზე მინდა გავამახვილო შენი ყურადღება:

  1. წერტილებისა და მძიმეების შემდეგ, ასევე ფრჩხილების წინ და შემდეგ, გააკეთე პაუზა (ე.წ. "პრობელი").
  2. ბმულების გაკეთების დროს, მაგ. კახეთის მეფე ლევანი, ბმული გაუკეთე არა ლევანი-ზე, არამედ ლევანი (კახეთის მეფე)-ზე. მოძებნე, იქნებ არსებობს უკვე სტატია ამა თუ იმ პიროვნებაზე (ან მოვლენაზე) ქართულ ვიკიში
  3. სექციებში შეგიძლია მიუთითო მთავარი სტატია (თუ ასეთი არსებობს), მაგ. ისე, როგორც მე გავაკეთე რუსეთ-საქართველოს ომი (2008)-ის შემთხვევაში და სხვაგანაც
  4. ეცადე დიდი სექციები დაყო ქვესექციებად, რაც შენც გაგიადვილებს რედაქტირებას და მკითხველსაც - სტატიის აღქმას

წარმატებები.--Ouzo განხილვაწვლილი 13:31, 27 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვიტოლდ გომბროვიჩი[წყაროს რედაქტირება]

ვიტოლდ გომბროვიჩი — მინიმუმ სამი წინადადება.--ცანგალა () 10:17, 8 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ეთნიკური შემადგენლობა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, მაინტერესებს 2014 წლის აღწერის მონაცემებში სად წერია მხარეების მიხედვით ეთნიკური შემადგენლობის მონაცემები? შეგიძლია ბმული მიმითითო?--დათო1010 14:43, 3 მაისი 2016 (UTC) ბევრგანაა უკვე ატვირთული, რამდენიმე საიტზე დევს. მაგ. ვიკიპედიის რუსულ ვერსიაში უკვე ყველა მონაცემია შეყვანილი 2014 წლის აღწერის https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B5%D1%80%D0%B5%D0%BF%D0%B8%D1%81%D1%8C_%D0%BD%D0%B0%D1%81%D0%B5%D0%BB%D0%B5%D0%BD%D0%B8%D1%8F_%D0%93%D1%80%D1%83%D0%B7%D0%B8%D0%B8_2014#cite_note-5, რომელიც აქედან არის აღებული და ოფიციალური მონაცემებია http://census.ge/en/results/census --Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 12:32, 5 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიორგი. ამ ციხესიმაგრის სახელი ქართულად ჟღერს, როგორც:Բջնի - „ბჯნი“. შესაძლოა ვცდები და სწორია „ბიჯნისი“. თუ შეგიძლია დაასაბუთე შენი ცვლილება :). — გიო ოქრო განხილვაწვლილი 11:22, 7 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. თქვენ პირდაპირ თარგმნით სომხურიდან ქართულად, საქმე ისაა რომ ამ ციხეს საუკუნეების განმავლობაში ქართულად ერქვა და ქვია დღესაც ბიჯნისი(იხ.ჟათააღმწერელი), ამავე სახელით იხსენიებს მას თანამედროვე ქართული სამეცნიერო ლიტერატურა (იხ.ივანე ჯავახიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია და ა.შ. რომლებიც მე დავდე განხილვაში, შემიძლია დავასახელო 21-ე საუკუნის გამოცემებიც). სომხურად სომხეთს "ჰაიასტანი" ქვია, თუმცა ქართულად სომხეთია და სტატიასაც ქართულ ენაზე ქვია "სომხეთი" და არა ჰაიასტან, რაც ბუნებრივია. იგივეა ბიჯნისზეც, ამ ციხეს ქართულად ასე ერქვა და ქვია დღესაც, გაუგებარია ქართულენოვან ვიკიპედიაში რატომ უნდა იხსენიებოდეს ის სომხური სახელით, როცა გვაქვს საუკუნეების განმავლობაში არსებული ქართული.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 13:04, 7 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

კარგი, მაგრამ რედაქტირების მაგივრად ჯობია სტატია გადაიტანო გვერდზე „ბიჯნისის ციხე-სიმაგრე“-ზე, იმიტომ რომ ერთიდაიგივე ციხე, სათაურში და სტატიაში სხვადასხვანაირად არ უნდა მოიხსენიებოდეს. გიო ოქრო განხილვაწვლილი 13:08, 7 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

ერთსა და იმავე ციხეზე ორი სხვადასხვა სტატია ხომ არ იარსებებს? სათაუროც შესაცვლელია.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 13:11, 7 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

არა. გადატანის შემთხვევაში ბჯნის ციხე გადამისამართდება ბიჯნისის ციხეზე. გიო ოქრო განხილვაწვლილი 13:12, 7 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

გადაიტანეთ მაშინ. მე პირადად, რამდენი ვანდალიზმი/დილეტანტური სტატია/ცრუ რუკები და ცრუ ცნობებიც არ გავასწორე, იმდენჯერ გადააკეთეს ისევ იმავე უაზრობად. იქნებ თქვენ უკეთ გამოგივიდეთ. :) --Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 10:13, 8 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! იხ. ვიკიპედია:წყაროს მითითება. დიდი მოცულობის ტექსტებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ თითოეული წინადადების ბოლოს სქოლიოს მითითება სანდო და აკადემიური წყაროების სახით. გთხოვთ, მიუთითეთ ასეთი წყაროები. P. S. აგრეთვე, მექნება თხოვნა, რომ მანამ სანამ არ შედგება კონსენსუსი სტატიათა განხილვის გვერდზე აჯობებს თავი შეიკავოთ ცვლილებებისაგან. - OTOGI Messages 11:02, 10 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

თითოეული წინადადების ბოლოს სქოლიოს მითითება შესაძლებელია, თუმცა ეს დამატებით შრომას მოითხოვს. აქვთ თუ არა ამას აზრი როცა ვფიქრობ ობიექტური, სრულყოფილი, აკადემიური წყაროებით და სტატისტიკური ცნობებით გაჯერებული ცვლილებები შევიტანე სტატიაში და ის ჯერ არ გამოქვეყნებულა(რაიმე მიზეზი თუ რატომ არის ასე არავის დაუწერია). იმ დროს როცა გამოქვეყნებულია ვერსია რომელიც ვერც თავისი მოცულობით, ვერც შინაარსით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს., არც იმასთან მიახლოებული რაოდენობის წყაროებიც კი არ ახლავს რაც მე გამოვიყენე და მივუთითე.

თავს შევიკავებ,  :) ყველგან განხილვებში, მე მოვიყვანე აკადემიური წყაროები თუ რატომ და რის საფუძველზე შევიტანე ესა თუ ის ცვლილება. საწინააღმდეგო არგუმენტი მე არ მომისმენია. ამიტომ იმედია შედგება კონსესუსი და ამ კონსესუსს განუსაზღვრელი დრო არ დაჭირდება.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 14:25, 12 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

ქართველები — შეტანილ ინფორმაციას წყარო ესაჭიროება. გიო ოქრო 21:52, 8 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „ქართველები“ დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი.

--Melberg მიწერა 04:20, 9 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. 1,900 — ქართულად ასე არ იწერება, ეს ნიშნავს „1 მთელი და 900 მეათასედი“. სწორია 1900 (როდესაც მთელ რიცხვზეა ლაპარაკი). გიო ოქრო 18:37, 30 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]