განხილვა:ალხას კვიცინია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ალხას კვიწნია)

ვფიქრობ ქართველი პოლიტიკოსის კატეგორია ზედმეტია. @ჯეო: შენ რას იტყვი? გიო ოქრო 11:46, 10 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: ყველა ამის მსგავს სტატიაში ჩავსი ეგ კატეგორია--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 14:53, 10 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ხოდა რამდენად სწორია მათი ქართველებად „გასაღება“. ისინი არც ეთნიკურად არიან ქათველები და არც საქართველოს მოქალაქეები. გიო ოქრო 15:21, 10 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
აფხაზეთის ყველა მოქალაქე (ეთნიკურობის განუსაზღვრელად) არის საქართველოს მოქალაქე, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფო არაა და არის საქართველოს სუბიექტი (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად). --Mehman 97 14:45, 10 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
პ.ს. თუ მარტო რუსული პასპორტი არ გააჩნია, მაშინ გამოდის რუსეთის მოქალაქე. კატეგორიებზე, შეიძლება ცალკე კატეგორია შეიქმნას, მაგ.: „აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის პოლიტიკოსები“ ან მაგდაგვარი რაღაც. --Mehman 97 14:49, 10 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ქართულად კვიწნიაა სწორი თუ კვიცინია?გიო ოქრო 14:33, 10 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: ბატონო მიხეილ დაგვეხმარეთ, კვიწნია თუ კვიცნია?--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 14:50, 10 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

იხ. სტატია Ҵ. --Wiki - ჯაბა 14:52, 10 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ზოგადად ეგ ასო არის წ. თუმცა ჩემის აზრით გვარის ორივე ფორმა მისაღებია. აი რომელს მივანიჭოთ უპირატესობა, ეგ სხვა საკითხია. შევეცდები გაბარკვიო.-Surprizi განხილვაწვლილი 16:56, 10 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

მოდით დავიწყოთ იმით რომ აფხაზურად ეგ გვარი ჟღერს როგოც "კ°იწნია", ანუ კუიწნია/კვიწნია. ც ჰორიზონტზე გამოჩნდა რუსული ანბანის გამო რადგანაც რუსულდ წ-ს ჩაწერა შეუძლებელია წერენ მის მაგივრად ც-ს. აქ მეორე სხვა მომენტიცაა. რუსები არ წერენ კვიცნიას არამედ კვიცინიას. თუ ენციკლოედიაში მაგ გვარის წარმოების პრაქტიკა ესეთი სადმე გვაქვს, მაშინ შეგვიძლია ვწეროთ კვიცინია, თუმცა ისევ და ისევ ჟღერს როგორც კვიწნია.-Surprizi განხილვაწვლილი 17:08, 10 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: ფაქტია, რომ ამჟამინდელი ფორმით საერთოდ არ გვხვდება. ან კვიწინია უნდა იყოს ან კვიცინია. მაგ., კვიწინია. თუმცა დანამდვილებით არსებობს გვარი კვიციანიაც. - OTOGI Messages 07:42, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

მესმის თქვენი. ისე ვფიქრობ რომ ეგ არაა გამორიცხული რომ სახეცვლილი მეგრული გვარიც იყოს. თუ არსებობს მსგავსი მეგრული გვარები ვგონებ ურიგო არ იქნება რომ ორიენტირი მასზე აგვეღო. ეხლა გადავხედე და აღმოჩნდა რომ ბიოგრაფიულ ლექსიკონში იძებნება გვარი კვიწინია. გამოდის რომ აფხაზურად სახეუცვალეს კვიწნიამდე, ხოლო რუსულში კვიცინიამდე. რავი მგონი რაღაც ლოგიკურ დასკვნამდე მივედით. ანუ ჩემი აზრით კვიწინიაა მეგრული გვარის მართებული ფორმა. მადლობა ყველას.-Surprizi განხილვაწვლილი 09:07, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: გეთანხმებით, მეც მასე ვფიქრობ. - OTOGI Messages 09:10, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ეხლა ჩვენს ერთერთ მეგრელ ვიკიპედიელს ველაპარაკე და მითხრა ასეთი რამე რომ, ეგ გვარი კოდორიდანააო და მომდინარეობს გვარი კვიციანიდანო. ხოდა მაგ რეგიონში გვხვდება მაგ გვარის რამოდენიმე ვარიაციაო. ასე რომ ცოტა დავიბენისავით. იდეაში თუ არიან ზოგი ვინც ისე იწერს გვარს და ზოგი ასეო, მგონი უპრიანია კვიწნიათი მოვიხსენიოთო.-Surprizi განხილვაწვლილი 09:17, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: კი, ეგ გასაგებია, ვარიაციები ნამდვილად არსებობს, მაგ., კვიცინია/კვიწინია. შესაძლოა მათივე ფორმაა კვიწნია ან/და კვიცნია (სრულიად შესაძლებელია). მხოლოდ ერთი პრობლემაა, რომ ქართულ მედია-სივრცეში თუ სხვაგან მოიხსენიება როგორც კვიწინია ან კვიცინია. კვიწნია თითქოს ობლად არის-ო. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში ?. - OTOGI Messages 09:22, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

რავი, გვარი რადგანაც სვანური გვარი კვიციანიდან მოდის და არა არარსებული მეგრული გვარი (როგორც მეგონა) კვიწინიადან, მგონი ც-ს დატოვება რაღაც სამართლიანი იქნებოდა.-Surprizi განხილვაწვლილი 09:27, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: არა. კვიწინია მეგრულში დაკარგული გვარია როგორც ჩანს. მისი აფხაზური ფორმაა კუწნია. თუკი დასტურდება, რომ კვიწნია მომდინარეობს კვიციანიდან მაშინ კი ბატონო. და ასევე მაინტერესებს, რაიმე კავშირი შემთხვევით ხომ არ არსებობს კუწნიასა და კვიწნიას შორის ?. ერთი და იგივე ხომ არ არის ?. - OTOGI Messages 10:10, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ანუ წაკითხვა/გამოთქმის ამბავში რა თქმა უნდა. - OTOGI Messages 10:12, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

იდეაში ეგ კვლევის საგანია. შესაძლოა რომელიმე ლიტერატურაშიცაა რამე მინიშნება. ამ ეტაპზე ვხვდები რომ უმეტესად არაკომპეტენტური ვარ აღნიშნულ საკითხში.-Surprizi განხილვაწვლილი 10:18, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: მაშინ თუ არავინ არ იქნება წინააღმდეგი გადავიტანოთ ალხას კვიცინიაზე. - OTOGI Messages 10:34, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე თანახმა ვარ.--Surprizi განხილვაწვლილი 06:22, 14 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) გიო ოქრო 07:59, 14 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]