განხილვა:აარგაუს კანტონი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „შვეიცარიის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

არგაუს კანტონი გერმანულენოვანი კანტონია და შესაძლებელი ხომ არაა მისი სახელიც Aargau გერმანულად იკითხებოდეს როგორც აარგაუ ისევე როგორც Aare (აარე)? წყარო: დახმარების გვერდი. --ჯაბა ლაბაძე 20:01, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს დათომ გადაამოწმა ქსე-ში. ქალაქი არაუ, იგივენაირად იწერება. --მიხეილ მიწერა 20:17, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ანუ ქსე-ში ერთის მხრივ გვაქვს აარე (Aare), მეორეს მხრივ არაუ (Aarau)? მაგრამ როგორ იწეება ქართულად Aargau საიდან ვასკვნით? --ჯაბა ლაბაძე 20:27, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

გადაამოწმე. --მიხეილ მიწერა 20:28, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

მიშა მე გკითხე თუ წერია ქსე-ში, არგაუს (თუ აარგაუს) შესახებ და თუ წერია ვიკიპედიის წესების თანახმად უნდა დამიწერო ტომი და გვერდი. რომ მქონდეს გადამოწმების საშუალება არც შეგეკითხებოდი. --ჯაბა ლაბაძე 20:34, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

გადავამოწმე სადაც შემეძლო. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაგფიული ლექსიკონი, თბ. 1989 წ. გვ. 33 ბადენი – ქ.; აარგაუს კანტონი, შვეიცარია. --ჯაბა ლაბაძე 20:37, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
შეგეძლო პირდაპირ მასე გექნა. ქსე-ზე ახალია ეგ მგონი. — მიხეილ მიწერა 20:38, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

შენც შეგეძლო ჯერ გადაგემოწმებინა და მერე შეგეტანა ცვლილება ამ თარგშიც. გადაგვაქვს? --ჯაბა ლაბაძე 20:42, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

მადლობა დარიგებისთვის. შენ მიხედე :) — მიხეილ მიწერა 20:45, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ ვეღარ გცნობ, წესით რომც გარიგებდე არ უნდა გწყინდეს, კარგად მახსოვს უარესს გარიგებდი მაშინ როდესაც პირველ ვიკიპედიურ ნაბიჯებს დგამდი, მაგრამ ის არ გწყინდა. ახლა მთლად შეიცვალე. წესით შენ უნდა ასწორებდე შენსავე დაუკითხავად ჩასწორებულ თარგის ცვლილებას, მაგრამ მე ნამდვილად არ მეზარება. ჩემთვის უმთავრესია შეცდომა გასწორდეს ყველგან სადაც არის იგი, არა აქვს მნიშვნელობა მე შემეშალა თუ შენ. კიდევ ერთხელ დაგარიგებ ნუ გაღიზიანებს ის რომ ვინმე მიგითითებს შეცდომაზე. შეცდომა ყველას მოგვდის და არ უნდა გვეწყინოს როცა ჩაასწორებს სხვა. --ჯაბა ლაბაძე 20:51, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--ჯაბა ლაბაძე 20:53, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

მითითების ფორმას გააჩნია, ლექსიკონი გიდევს და მაინც კითხულობ როგორ იქნებაო. გადაამოწმე ბატონო, დაწერე და გადაიტანე, ვინმე შეგედავება? ამის მერე წყენაზე ლაპარაკობ. კარგი რა. — მიხეილ მიწერა 21:12, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ამ ლექსიკონში პირდაპირი ინფორმაცია არ იყო, რის გამოც შევედი ამ კატეგორიაში და სათითაოდ გადავამოწმე ყველა სტატია Baden, Switzerland-მდე, რის შემდეგაც დავწერე არაპირდაპირი ინფორმაცია (ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა და თანაც არ მეგონა ასეთ მარტივ საკიტხს თუ ამხელა განხილვას მიუძღნიდი). და კიდევ კაცურად მითხარი: სად დააფიქსირე ჩემი მიმართვის უხეში ფორმა ამ განხილვაში? გადაამოწმე; შეგეძლო პირდაპირ მასე გექნა; მადლობა დარიგებისთვის. შენ მიხედე ამათ მერე ჩემი მიმართვის ფორმაზე როგორ ლაპარაკობ? --ჯაბა ლაბაძე 21:22, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

კაი, კაი. მე ხომ შენ კაცურად ვერ გელაპარაკები. ასე რომ, შემეშვი. — მიხეილ მიწერა 21:39, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

შენ შემეშვი და ტყუილ ბაქიბუქს ნუღარ ატეხ ამისა და ამის მსგავსად. იმედია ეს სამი განხილვა დაგაფიქრებს რამეზე. --ჯაბა ლაბაძე 02:39, 8 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

აქეთ მე მთხოვ შეშვებას და სიტყვების შერჩევას არა? მართლა გჭირდება ხანგრძლივი შვებულება. — მიხეილ მიწერა 06:40, 8 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

რა დღეში გაქვს ნერვები. იქნებ სხვისი შვებულების მაგივრად საკუთარ ნერვებს მიხედო. --ჯაბა ლაბაძე 14:04, 8 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]