კატეგორიის განხილვა:დანიის ეროვნული სიმბოლოები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არსებობს ერთიდაიგივე ადამიანის მიერ შექმნილი კატეგორია:ეთიოპიის ეროვნული სიმბოლოები და კატეგორია:დანიის სახელმწიფო სიმბოლოები. იხ. ასევე სანდროს მიერ შექმნილი კატეგორია:ეროვნული სიმბოლოები ქვეყნების მიხედვით და გიგას მიერ შექმნილი კატეგორია:სახელმწიფო სიმბოლოები. მოდით შევთანხმდეთ ეროვნული თუ სახელმწიფო? --ჯაბა ლაბაძე 05:14, 30 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

შემოიხედეთ, უწყინარი განხილვაა. --ჯაბა ლაბაძე 13:16, 30 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მაშ ასე:ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, თბ. 1990 წელი

გვ., 483: - ეროვნულ-ი ერთან დაკავშირებული, ერის დამახასიათებელი. ერისათვის განკუთვილი.

იქვე, გვ., 880: - სახელმწიფო - 2. იგივეა რაც სახელმწიფოებრივი

იქვე გვ., 880: - სახელმწიფოებრივ-ი - სახელმწიფოს კუთვნილი, სახელმწიფოს დამახასიათებელი, სახელმწიფოსთან დაკავშირებული.

როგორც ცანს არცერთი შეცდომა არაა, მაგრამ თავად ლექსიკონი სახელმწიფოდან მინიშნებას აკეთებს სახელმწიფოებრივზე და სავარაუდოდ უპრიანეია გამოიყენებოდეს სახელმწიფოებრივი სიმბოლოები. ანუ ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი: ან უნდა დავწეროთ ეროვნული, ან სახელმწიფოებრივი. --ჯაბა ლაბაძე 13:33, 30 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მოდით ამჟამად როგორც ინგლ. ეროვნული დავწეროთ. --ცანგალა () 13:53, 30 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ ცანგალა, მეც მასე ვფიქრობ, თუმცა დაველოდოთ სხვებს (იმედი არ დავკარგოთ) თუ არადა 3 დღის ვადა თავისას იზამს. --ჯაბა ლაბაძე 13:55, 30 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

რადგან საკუთარი აზრი სხვებს არ გამოუთქვამს ვწერთ ეროვნულს. --ჯაბა ლაბაძე 05:52, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, თუ სახელმწიფოებრივია უპრიანი, ეროვნულს რატომ ვწერთ? — BruTe () 13:48, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
მეც იგივე კითხვა მაქვს. ეროვნულ-ი ერთან დაკავშირებული, ერის დამახასიათებელი. ერისათვის განკუთვილი“. ანუ გამოდის, საქართველოს დროშა ქვეყანაში მცხოვრები მხოლოდ ქართველების დროშაა? --მიხეილ მიწერა 13:50, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

სანდრო სახელმწიფოებრივმა სახელმწიფო საერთოდ გამორიცხა. მე როდესაც ვთქვი ან უნდა დავწეროთ ეროვნული, ან სახელმწიფოებრივი. ცანგალამ დამიწერა ჯობს დავწეროთ ეროვნულიო. ერთი კვირის განმავლობაში არავინ დაინტერესებულა ამ საკითხით და დუმილი თანხმობის ნიშნად ჩაითვალა. მიშას კითხვას რაც შეეხება მინდა კითხვითვე ვუპასუხო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში მარტო ქართველებს აქვთ თამაშის უფლება? --ჯაბა ლაბაძე 14:56, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

შენი კონტრ-შეკითხვა აბსოლუტურად დემაგოგიურია. national-ის თარგმანი ნახე ნებისმიერ ლექსიკონში, გთხოვ. --მიხეილ მიწერა 15:35, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

მიშა გთხოვ განხილვა კონფლიქტისკენ ნუ მიგყავს და სიტყვები შეარჩიე. ეს განხილვა არ დამიმალავს არსად და თავის დროზე უნდა გეპასუხა. თუ ეგ კითხვა დემაგოგია გგონია მაშინ ნახე ეს და ეს რჩეული სტატია როგორ იწყება (თუმცა როდესაც ამ სტატიის რჩეულობას ხმას აძლევდნენ შენ ხმა არ მიგიცია, რადგან მაგ სტატიის ავტორიც გაღიზიანებდა იმ მომენტში). შენ ძალიან კარგად იცი რომ ყველა დროშა ეროვნულია, ერის ტრადიციებიდან მოდის და ნებისმიერ მის მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს, როგორც ქართველს, ისე მაგალითად სომეხს ან სხვა ერის წარმომადგენელს. აქ დაწერილი ეროვნული სულაც არ ნიშნავს რომ იზღუდება სომხების, ან სხვა ერების უფლებები. გარდა ამისა ვნახე თარგმანი (national - 1) noun, plural თანამემამულე, თანამოქამაქე; 2) adjective ეროვნული, ნაციონალური; სახალხო, ხალხური, ხალხის; სახელმწიფოს, სახელმწიფო, სახელმწიფოებრივი.) ნახე აქაც ეროვნული წერია პირველი. --ჯაბა ლაბაძე 15:55, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

შენი წერილის შემდეგ, კიდევ უფრო დავრწმუნდი ჩემს სიტყვებში. პირდაპირ გეტყვი — აღარ მაინტერესებს. — მიხეილ მიწერა 16:02, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგი. --ჯაბა ლაბაძე 16:03, 7 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]