შინაარსზე გადასვლა

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“

ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი
ქვეყანა კოლუმბია
ენა ესპანური ენა
მთარგმნელი ელზა ახვლედიანი
ქართულად გამოიცა 1991

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ესპ. Crónica de una muerte anunciada) — კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის, რომანი. იგი პირველად 1981 წელს ესპანურ ენაზე გამოვიდა, ხოლო ქართულ ენაზე — 1991 წელს. თარგმანი ეკუთვნის ელზა ახვლედიანს. რომანი მოგვითხრობს საზოგადოებაზე, რომელმაც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნაწარმოების მთავარი გმირი წინასწარ დაგეგმილი მკვლელობისგან გადაერჩინა.

პერსონაჟი სახელად სანტიაგო ნასარი ეფუძნება მარკესის ბავშვობის კარგ მეგობარს, კაეტანი ხენტილე ჩიმენტოს.[1] ლიტერატურის კრიტიკოსი რუბენ პალეიო ამ რომანს აკლასიფიცირებს როგორც ჟურნალიზმის, რეალიზმისა და დეტექტივის კომბინაციას.[2] მთხრობელი მოქმედებს როგორც დეტეტქივი და მკვლელობის დეტალებს წამი-წამში ხსნის.[3] როგორც პაელიო შენიშნავს, ეს ამბავი აცოცხლებს გარდასულ მოდას. წინ წაწევის ნაცვლად... სიუჟეტი უკუღმა ვითარდება“.[4] პირველ თავში მთხრობელი მკითხველს დაწვრილებით უყვება ვინ მოკლა სანტიაგო ნასარი და მთელს დარჩენილ წიგნში არ ჩანს, რატომ. „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ 1981 წელს გამოქვეყნდა, ერთი წლით ადრე, სანამ 1982 წელს მარკესს ნობელის პრემიით დააჯილდოვებდნენ ლიტარატურის დარგში.[1] 1987 წელს რომანის მიხედვით იტალიელმა რეჟისორმა ფრანჩესკო როზიმ ფილმი გადაიღო.[3]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანი აღწერს მკვლელობას, რომელიც კოლუმბიაში, სუკრეს დეპარტამენტში მოხდა 1951 წელს. ანხელა ვიკარიოს ცოლად შერთვა გადაწყვიტა ბაიარდო სან რომანმა, რომელიც შეძლებული ოჯახიდან იყო. ქორწილის ღამეს ანხელა ბაიარდომ სახლში მიუყვანა მშობლებს, შერცხვენილმა ოჯახმა ანხელას მოსთხოვეს დაესახელებინა ის, ვინც მისი ღირსება შელახა. ანხელამ სანტიაგო ნასარი დაასახელა, ძმებმა შერცხვენილი სახელის აღსადგენად მისი მოკვლა განიზრახეს. დანით ხელში მოსიარულე ძმებს არავინ აჩერებდა, ძმები თითქოს ითხოვდნენ ვინმეს ხელი შეეშალა. ყველამ იცოდა რომ ნასარს მოსაკლავად მოსდევდნენ ძმები, მაგრამ არავის მოუძენია სანტაიგო და არ შეუჩერებია ისინი. ხალხის ბრბო საჯარო სასაკლაოზე შეკრებილიყო და სეირს უყურებდა.

  • Pelayo, Ruben, Gabriel García Márquez: A Critical Companion, Greenwood Press, 2001, ISBN 0-313-31260-5..

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Pelayo 2001, p. 111
  2. Pelayo 2001, p. 115
  3. 3.0 3.1 Pelayo 2001, p. 112
  4. Pelayo 2001, p. 113