გალერასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალერასი
გალერასი, 2005 წლის დეკემბერს
გალერასი, 2005 წლის დეკემბერს
კოორდინატები: 01°13′00″ ჩ. გ. 77°22′00″ დ. გ. / 1.21667° ჩ. გ. 77.36667° დ. გ. / 1.21667; -77.36667
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
სიმაღლე 4276 
ბოლო ამოფრქვევა 2009 წლის 15 თებერვალი
გალერასი — კოლუმბია
გალერასი

გალერასი (ესპ. Galeras, ასევე ურსუნინა XVI საუკუნის ადგილობრივ ინდიელთა ენაზე) — მოქმედი სტრატოვულკანი კოლუმბიის ნარინიოს დეპარტამენტში, ადმინისტრაციულ ცენტრ სან-ხუან-დე-პასტოსთან. მისი მწვერვალი ზღვის დონიდან 4276 მ-ს აღწევს. არემარის ესპანელების მიერ დაპყრობიდან ვულკანი რამდენიმეჯერ ამოიფრქვა, რომელთაგან პირველი დაფიქსირდა 1580 წლის 7 დეკემბერს.[1]

1993 წლის ამოფრქვევამ 9 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 6 მეცნიერი, რომლებიც ვულკანის კრატერში იყვნენ ჩასული ამონაფრქვევი აირების ნიმუშების ასაღებად.[2] ამჟამად გალერასი ყველაზე აქტიური ვულკანია კოლუმბიაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]