ლაუტარო (ესპ.Volcán Lautaro) — მოქმედი სტრატოვულკანიჩილეში. სიმაღლე 3623 მ. მწვერვალი 1000 მ-ზე მაღლა არის ამოწეულია პლატოსმყინვარული გუმბათიდან.[1] მოქცეულია ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და წარმოადგენს ამ უკანასკნელის უმაღლეს პუნქტს. სიახლოვეს მდებარეობს ბრუგენის მყინვარი. ვულკანს სახელი ეწოდა 1952 წელს[2] მაპუჩეს სამხედრო ლიდერის ლაუტაროს პატივსაცემად. პირველი ასვლა განხორციელდა 1964 წლის 29 იანვარს სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან. მთამსვლელებს მძიმე პირობებში მოუწიათ სვლა, გზა და გზა გადალახეს ნაპრალები, ყინულის ციცაბო ფერდობები და სხვ. ამასთანავე გამოავლინეს მოქმედი ვულკანური კრატერი და გოგირდოვანი ამონთხევები მწვერვალის სიახლოვეს.[3] ვულკანზე მეორეჯერ ავიდნენ 1973 წლის 2 მარტს. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1979 წელს.[4]
↑Vojslav Arko and Peter Skvarca, "Cerro Gorra Blanca and Volcán Lautaro", American Alpine Journal, 1964, p. 223.
↑Leo Dickinson, "Lautaro", American Alpine Journal, 1974, p. 200-201. Available at AAJ Onlineდაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. (PDF). See the accompanying note by H. Adams Carter.