ლიკანკაბური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიკანკაბური

ლიკანკაბური — სიმეტრიული სტრატოვულკანი სამხრეთ ამერიკაში, ჩილესა და ბოლივიის საზღვარზე. მდებარეობს ლაგუნა-ვერდეს ტბის სამხრეთ-დასავლეთით. ვულკანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი და 5.400 მ სიმაღლის მწვერვალი ეკუთვნის ბოლივიას, ხოლო დანარჩენი, მისი უდიდესი ნაწილი, 5.920 მ სიმაღლის მწვერვალი და კრატერი ჩილეს.[1][2]

ასევე ჩილეს საზღვრებშია ვულკანთან მდებარე კრატერის ტბა ლიკანკაბური, რომელიც წელიწადის უმეტეს დროს ყინულითაა დაფარული. მისი ტემპერატურა ხშირად -30 °C -მდე ეცემა. შეიცავს პლანქტონურ ფაუნას.

მწვერვალზე მდებარეობს ინკების მიერ აშენებული ძეგლების ნანგრევები, რომლებიც ამტკიცებს, რომ მისი ამოფრქვევა მინიმუმ ბოლო 500 - 1.000 წლის მანძილზე არ მომხდარა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]