ამპატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ამპატო (სავარაუდოდ კეჩუურიდან ჰამპატუ ან აიმარულიდან ხამპატუ, ორივე ნიშნავს ბაყაყს) არის წყნარი სტრატოვულკანი სამხრეთ პერუს ანდებში. ის მდებარეობსარეკიპის ჩრდილო-დასავლეთით 70-75 კილომეტრის მოშორებით  და არის ზღვის დონიდან 6288 მეტრზე. ის მიეკუთვნება ჩრდილო სამხრეთის მთათა სისტემას რომელიც ასევე შეიცავს ამპატოს მსგავსს ვულკანებს, ეს ვულკანებია მაგალითად: უალკა უალკა და საბანკაია. რომელთაგანაც ჩამონათვალში ბოლო, აქტიური იყო ისტორიულ პერიოდში.

ამპატო შედგება სამი ვულკანური კონუსისაგან რომლებიც განთავსებულია ვულკანის უფრო ძველ გამყარებულ საფუძველზე. მათი ფორმირება სისტემატიურად გამოყოფილი ლავის დინებების მეშვეობით მოხდა, მაგრამ ამპატოს ასევე ჰქონდა უფრო ფეთქებადი ამოფრქვევებიც რომლებიც ატმოსფეროში ფერფლის, ლაპილისა და პემზის მტვრის მასებს გამოყოფდა. ერთ-ერთი ახალი ლავის დინება თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით 17,000 ± 6,000 წელს, მაგრამ მწვერვალის ზედა ნაწილი კიდევ უფრო ახალგაზრდაა.ფერფლის ფენები ტორფის ჩანთებში შეიძლება ბოლო ამოფრქვევებით ყოფილიყო გამოწვეული.

თანამედროვე ვულკანი დაფარულია ყინულის თავით, ბოლო მყინვარული მაქსიმუმის დროს კი მყინვარები დაბალ  სიმაღლეებსაც წვდებოდნენ. 1995 წელს ინკური მუმია ცნობილი როგორც მუმია ხუანიტა იქნა ნაპოვნი ამპატოზე ჯოან რეინარდის მიერ; მუმიას მსხვერპლობის სურვილი დაახლოებით 600 წლის წინ დაუკმაყოფილეს.

გეოგრაფია

   ამპატო დგას კოლკას კანიონის სამხრეთით, სამხრეთ ბოლოში ქედის ფორმირებული საბანკაიას და უალკა უალკას მიერ. საათის ისრის მიმართულებით ჩრდილო აღმოსავლეთიდან დაწყებული, ამპატოს გარშემო არის ქალაქები: კოლიუირი, კახამარკანა, სალალი, ხაპო, ბაილილასი, კორინტა და კოლპა.

ამპატო ეკუთვნის ცენტრალურ ვულკანურ ზონას ანდებში რომელშიც შედის რამდენიმე ათეული ვულკანი, არის ასევე ვულკანები რომლებიც ამოიფრქვნენ ისტორიულ დროში როგორიცაა: საბანკაია, უბინასი და ჰუაიენაპუტინა.რომელთაგანაც ბოლოს ამოფრქვევა ისტორიულ დროში,ანდებში  უდიდესი იყო.

ვულკანი შედგება სამი ინდივიდუალური ციცაბო მხრიანი კონუსისგან რომლებიც აღიმართება მყინვარულად შექმნილი ძირიდან. ამპატო არის ერთ-ერთი უმაღლესი ვულკანი ცენტრალურ ვულკანურ ზონაში და სიმაღლით 35-ე მწვერვალი ანდებში.

   გეოლოგია

  სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროდან ნაზკას ფილა ეხახუნება სამხრეთ ამრიკულ ფილას და შედის მის ქვეშ დაახლოებით 5-6 სანტიმეტრით წელიწადში.

კომპოზიცია

ამპატოს მიერ ამოფრქვეული ქვების შემცველობა განსხვავდებოდა მისი არსებობის სხვადასხვა ეტაპებზე , ყველაზე ადრინდელი ქვები შეიცავდა დიდი რაოდენობით ანდეზიტსა და დაციტს. ქვები ასევე შეიცავენ დიდი რაოდენობით ბიოტიტს, რკინის ოქსიდს, პიროქსინს, ოლივინს, პლაგიოკლასს, ისევე როგორც ტიტანიუმის ოქსიდს.

დასავლეთ კორდილერა შეიცავს მრავალ განსხვავებულ კლიმატურ ზონას მათ შორის არის კეჩუურიც და სინის განსხვავებული ზონებიც. სიცოცხლე რაც ამ სიმაღლეებზე გვხვდება, რომელიც საკმაოდ ცოტაა, დომინირებულია პიონერული მცენარეების მიერ და მთავარი ეკოლოგიური ცენტრები მდებარეობს წყლის მასებთან ახლოს როგორიცაა გუბეები.

ადამიანების ისტორია

ამპატო იყო მსხვერლშეწირვის ადგი ინკების დროს, დაახლოებით 1466 წელს მუმია ხუანიტას შესთავაზეს თავის თავის მსხვერპლად შეწირვა ორ გოგონასთან და ერთ ბიჭთან ერთად. მსხვერპლშეწირვა მოხდა პლატფორმაზე რომელიც ვულკანის წვერზე მდებარეობდა და იყო ნავარაუდები, რომ მსხვერპლის შეწირვით დაამშვიდებდნენ ვულკანის სულებს.მუმიები აღმოჩენილი იყვნენ 1995 წელს მთის მწვერვალზე ჯოან რეინარდის და მისი კოლეგების მიერ.