ასოკა ტანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ასოკა ტანო
ვარსკვლავური ომები - პერსონაჟი
Ahsoka Tano.png
ასოკა ტანო კლონების ომების სატელევიზიო სერიალში
პირველი გამოჩენა კლონების ომები (2008)
შემქმნელი
მსახიობი როზარიო დოუსონი
ახმოვანებს ეშლი ეკსტაინი
ინფორმაცია
ზედმეტსახელ(ებ)ი სნიპსი
სხვა სახელები
  • ფულკრუმი
  • აშლა
სახეობა ტოგრუტა
სქესი მდედრობითი
საქმიანობა
წევრობა
ოსტატი ანაკინ სკაიუოკერი
სამშობლო შილი

ასოკა ტანოვარსკვლავური ომების ფრენჩაიზის პერსონაჟი. ის ანაკინ სკაიოკლერის ჯედაი პადავანის სახელით არის წარმოდგენილი და 2008 წლის ანიმაციური ფილმის „ვარსკვლავური ომები: კლონური ომები“ და შემდგომი სატელევიზიო სერიალის მთავარი გმირია. ასოკა კვლავ ჩნდება ვარსკვლავური ომები: აჯანყებულების სატელევიზიო ანიმაციურ სერიალში, სადაც ის იყენებს კოდურ სახელს ფულკრუმს და გვხვდება ხმოვანი კამოოს სახით ვარსკვალავური ომები: სკაიუოკერის აღზევება. ასოკას ამ გამოჩნებში ეშლი ეკსტაინი ახმოვანებს. ასოკა ასევე არის ამავე სახელწოდების რომანის „ვარსკვლავური ომები: ასოკას“ მთავარი პერსონაჟი, რომელის აუდიოწიგნს ეკსტაინი კითხულობს. ასოკას ლაივ – ექშენ დებიუტი შედგა მანდალორელის მეორე სეზონში, რომელშიც ასოკას როლს როზარიო დოუსონი თამაშობდა. დოუსონი დაუბრუნდება ასოკას როლს საკუთარ სერიალში ასოკა, იგი დისნეი + ზე, 2022 წელს გამოვა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პერსონაჟი გულშემატკივრებმაც და კრიტიკოსებმაც დაიწუნეს, საბოლოოდ ასოკა ცამოყალიბდა კომპლექსურ, სრულყოფილ პერსონაჟად და საბოლოოდ გულშემატკივრების ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟი გახდა. ასოკა გამოჩენილია როგორც ფრენჩაიზის ძლიერი ქალი პერსონაჟი.

შექმნა და განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონცეფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასოკა შეიქმნა იმის საილუსტრაციოდ, თუ რა გზას გადის ვითარდება ანაკინ სკაიუოკერი მამაცი, უდისციპლინო პადავან შეგირდიდან (ეპიზოდი II - კლონების თავდასხმა) უფრო თავშეკავებული ჯედაი რაინდამდე (III ეპიზოდში - სითების შურისძიება).[2] „ვარსკვლავური ომების“ შემქმნელ ჯორჯ ლუკასს, რომელსაც ორი ქალიშვილი ჰყავს, ასევე სურდა პერსონაჟი გოგონებისთვის მიმზიდველი ყოფილიყო.[3] განვითარების ადრეულ ეტაპზე ასოკას სახელი იყო „აშლა“.[4] ლუკასმა მას დაარქვა ძველი ინდოეთის იმპერატორის აშოკას სახელი; შემდეგ კი მართლწერა შეცვალა სცენარისტმა ჰენრი გილროიმ.[5]

„კლონების ომების“ ზედამხედველმა რეჟისორმა და მწერალმა დეივ ფილონიმ დაწერა ფაბულა ასოკას ადრეულ ბავშვობაზე, რათა პერსონაჟის განვითარებისთვის ხელი შეეწყო.[6][7]

ანაკინისთვის პადავანზე პასუხისმგებლობის მინიჭება მიზნად ისახავდა პერსონაჟისთვის ისეთი როლის მიცემას, რომელიც მას აიძულებდა, უფრო ფრთხილი და პასუხისმგებლიანი გამხდარიყო. ეს მას ასევე საშუალებას მისცემდა, გაეცნობიერებინა ოსტატ ობი-ვან კენობისთან საკუთარი ურთიერთობა და დაენახა, თუ როგორ მომწიფდა იგი. ასოკასა და ანაკინის ურთიერთობა განიხილებოდა, როგორც ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მოიცავდა როგორც ანიმაციურ ფილმს, ასევე სატელევიზიო სერიალ „კლონების ომებს“. [8]

დაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილონის თავდაპირველად უჭირდა ასოკას პერსონაჟის შესახებ რამის დაწერა, რადგან მას ჰქონდა „ნულოვანი პერსპექტივა“ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო 14 წლის გოგონა.[9] ამიტომ, მან ყურადღება გადაიტანა და ამის ნაცვლად ასოკა აღწერა, როგორც ჯედაი, რომელიც უბრალოდ მოზარდი ქალია. ფილონის თქმით, მას „ყოველთვის ჰქონდა ჩაფიქრებული გეგმა“ ასოკას საერთო განვითარების შესახებ.[10] დეივმა ასოკას და ვეიდერის საბოლოო დაპირისპირებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც თავად ასოკა შექმნა;[11] სხვადასხვა ვერსიას ჰქონდა სხვადასხვა დაბოლოებები,[12] მათ შორის — ერთ-ერთი, რომელშიც ვეიდერი კლავს ასოკას, რომელიც მის ჩაფხუტს ანაკინის სახის გამოსაჩენად ნაწილობრივ ხსნის.[13]

ეშლი ეკსტაინმა, რომელიც ასოკას ახმოვანებდა, თქვა, რომ მან და სცენარისტებმა იცოდნენ, რომ მაყურებელმა თავდაპირველად პერსონაჟი არასასიამოვნოდ მიიჩნია და რომ არსებობდა „მკვეთრი ხაზი“ ასოკას უღირსად ყოფნასა და საყვარელ პერსონაჟად გადაქცევას შორის.[14] იმის გამო, რომ წარმოება ერთი წლით უსწრებდა გამოშვებას, ასოკა ამ პერიოდში ვითარდებოდა, ეკსტაინი კი გულშემატკივრებს სთხოვდა, მოთმინებით მოჰკიდებოდნენ პერსონაჟის ზრდას.

მიუხედავად იმისა, რომ ასოკა კლონთა ომების მიწურულს ტოვებს ჯედაების ორდენს, თავდაპირველი სცენარის მიხედვით ის კვლავ უკან უნდა დაბრუნებულიყო.[15] ფილონიმ თქვა, რომ ეს იქნებოდა „ნორმალური“ სიუჟეტური განვითარება და ლუკას შესთავაზა, რომ იგი გაძევებული დარჩენილიყო; ლუკასი მას დათანხმდა. მას სჯეროდა, რომ ასოკა გადაურჩა ბრძანება 66-ს, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკის კლონების არმიას ჯედაების ორდენის ყველა წევრი უნდა დაეხოცა.[12]

ანიმაციური ტელესერიალ „აჯანყებულების“ ადრეულ ეპიზოდებში შემოღებული ფულკრუმის პერსონაჟი ყოველთვის იყო ასოკა.[16] ფილონი, რომელიც იყო „აჯანყებულების“ აღმასრულებელი პროდიუსერი და თანაავტორი, ლუკასთან მუშაობდა იმის იდენტიფიცირებაზე, თუ რა იცოდა ასოკამ ანაკინის შესახებ.[12] ასოკას, როგორც მეამბოხე აგენტის როლის შემუშავებისას ფილონი ასევე თანამშრომლობდა აღმასრულებელ პროდიუსერ სიმონ კინბერგთან და პირველი სეზონის აღმასრულებელ პროდიუსერ გრეგ უაისმენთან.

შოუს ავტორები აღფრთოვანებული იყვნენ ასოკას მეორე სეზონში დაბრუნებით და ფილონი შეშფოთებული იყო იმით, რომ „აჯანყებულები“ შეიძლება გამხდარიყო „ასოკა ტანოს შოუ“.[12] შესაბამისად, ფილონის დასჭირდა, რომ ასოკას ეთამაშა მხარდამჭერის როლი „აჯანყებულების“ მთავარი გმირების, ეზრა ბრიჯერის და კენან ჯარუსისათვის;[17] მან ასოკას ახალი როლში დაინახა მსგავსება ვარსკვლავურ ომების ობი-ვან კენობისთან.[18] მიუხედავად იმისა, რომ ასოკა მეამბოხეებში უფრო მომწიფებულად წარმოდგა, ფილონის სურდა „იმ ბავშვის ასპექტები, რომლებიც იქ იყვნენ, რათა თავი გამოეჩინათ“.[19] მან თავდაპირველად ასოკა წარმოიდგინა, როგორც უფრო „პასიური მოთამაშე“, რომელიც არ იყო დაკავებული საბრძოლო მოქმედებებით, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ უფრო მიზანშეწონილი იყო მთავარი პერსონაჟებისათვის რთულ დროში მებრძოლი როლის მიცემა. ასოკას ყოფნა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დართ ვეიდერი შეხვედროდა შოუს წამყვან პერსონაჟებს, ამ უკანასკნელის განადგურების გარეშე; ასოკას აქვს საკმარისი ძალა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ვეიდერს.[20]

ფილონი ფანების მიერ ასოკას სიყვარულს ასახელებს „კლონების ომების“ და „აჯანყებულების“ წარმატების ერთ-ერთ მიზეზად. [10]

გახმოვანება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკსტაინმა თქვა, რომ ფილონის სურდა, მას საკუთარი პიროვნება ჩართო ასოკას პერსონაჟში.[14] მას შემდეგ, რაც კლონების ომებზე დაიწყო წარმოება, დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდა ეკსტაინს და მწერლებს ასოკას პერსონაჟის კარგად გაგებისათვის; შესაბამისად, პირველი სეზონის პირველი ნახევრის დიალოგის დიდი ნაწილი გადაიწერა, რომ პერსონაჟი უკეთესად ყოფილიყო წარმოჩენილი. ეკსტაინი ასევე მიიჩნევს რომ მატ ლანტერმა ,ანაკინის გამხმოვანბელმა, ხელი შეუწყო ასოკას პერსონაჟის გამყარებას.

ეკსტაინი ასოკას როლს „აჯანყებულებისთვის“ დაუბრუნდა, თუმცა მან არ შეასრულა ფოლკრამის ხმოვანი სამუშაოები.[16] მან ასოკას დაბრუნების შესახებ შეიტყო პირველი სეზონის ფინალის ეთერში გასვლამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე და თქვა, რომ ამის საიდუმლოდ შენახვა ძნელი იყო.[21] ეკსტაინმა თქვა, რომ ასოკას ჰქონდა მშვიდი თვითდაჯერებულობა და მშვიდი ძალა, რომელსაც ახალგაზრდა პერსონაჟი არ ფლობს, ზოგჯერ ის ზედმეტად სერიოზულად თამაშობდა ასოკას; მან აღნიშნა, რომ „სინატიფე“ და დიდი ნებისყოფა კვლავ ასოკას პიროვნების ნაწილია.[14] ეკსტაინმა ოდნავ დაწია ხმის ტონი მაგრამ, რადგან ის და ასოკა ასაკში უფრო ახლოს იყვნენ, ზოგადად საკუთარი ხმით საუბრობდა.

ასოკას გამოცდილების არ ცოდნა „კლონების ომებსა“ და „აჯანყებულებს“ შორის, ზოგჯერ გამოწვევებს იწვევდა ეკსტაინისთვის.[14] ფილონი ერიდება მსახიობებისთვის ისეთი დეტალების მიცემას, რომლებიც შესაძლოა შეუსაბამოდ აისახოს მათ შესრულებაზე; მაგალითად, მან არ უთხრა ეკსტაინს, გადაურჩა თუ არა ასოკამ დართ ვეიდერთან დუელში, რომ ეკსტაინმა არ გამოეთქვა რამე ინფორმაცია მის პერსონაჟში. [6]

გარეგნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასოკა ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებში. ასოკას აცვია „ფსევდო სამურაის“ აბჯარი, და მისი სინათლის მახვილის უფერულობა მიუნიშნებს რომ, ის არც ჯედაია და არც სითი.[16] ასევე შეცვლილია ნიშნები მის სახეზე, რაც ასაკის ზრდაზე მიუთითებს.[18]

ასოკას დიზაინი განვითარდა კლონების ომების ფილმში მის წარდგენამდე სამი წლით ადრე.[22] მისი გარეგნობა შთაგონებული იყო სან-ის მიერ პრინცესა მონონოკეში.[23] კლონების ომების მეშვიდე და ბოლო სეზონისთვის, ასოკასს დიზაინი შეცვალა ანიმაციის ტექნოლოგიის გაუმჯობესების გამო. მისი კოსტუმი ასევე შეიცვალა უფრო მონაცრისფრო-მოლურჯო ფერით, მისი გარეგნობის მსგავსად „აჯანყებულებში“, რომელიც ეთერში გავიდა ბოლო სეზონის დაწყებამდე.[24][25]

ასოკა ხშირად იყენებს ორ სინათლის მახვილს, რომელიც საპირისპირო მიმართულებებით უჭირავს, როგორც იაპონურ კინო პერსონაჟ ზატოიჩის.[26] „კლონების ომების“ მესამე სეზონში კოსტიუმების შეცვლასთან ერთად, ასოკამ მიიღო მეორე სინათლის მახვილიც.[23] მეშვიდე და ბოლო სეზონში მან ახალი ლურჯი სინათლის მახვილები მიიღო. [25]

ასოკას ჯავშანი „აჯანყებულებში“ დაფუძნებულია "ფსევდო- სამურაის იერსახეზე", რომელსზეც გავლენა სამურაი ქალების ფოტომასალა მოახდინა.[6][16] აბჯარი ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოს მან იგი იპოვა ძველ ჯედაიების ტაძარში და მისი სინათლის მახვილისუფერო პირები მიანიშნებს, რომ ის არც ჯედაია და არც სითი. ფილონის თქმით, თეთრი სინათლის მახვილები გაცილებით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ის ელოდა ელოდა.[19] მისი სახის ნიშნები შეიცვალა იმის აღსანიშნად, რომ იგი გაზრდილია.[18] ეს იყო „ახალი საფუძველი“, რომ საპროდიუსერო ჯგუფს შეეცვალა ასოკას ანიმაციის სტილი, რათა ასახოს მისი ხანდაზმული ასაკი. [15]

გამოსახვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლონების ომები (2008)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასოკა ტანოს დებიუტი 2008 წლის „კლონების ომების“ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმში შედგა, როგორც 14 წლის[27] პადაწანი, რომელიც ანაკინ სკაიოკერს ჩაააბარეს. იოდამ ის ანაკინს მიამაგრა, რომ ანაკინმა უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა შეიძინოს. ანაკინი თავდაპირველად იმედგაცრუებულია ამ გადაწყვეტილებით. მათი ადრეული ურთიერთობები „სადავოა“, ანაკინი მას „სნიპსს“ უწოდებს მისი „ცბიერი“ დამოკიდებულების გამო, ხოლო ასოკა ანაკინს „Skyguy“-ს უწოდებს, მისი გვარიდან გამომდინარე. სახიფათო მისიაში ანაკინის პატივისცემის მიღების შემდეგ, ასოკა ანაკინს შეუერთდა ჯაბა ჰუტის ჩვილი შვილის გადარჩენის მიისაზე. მისი იმპულსური ბუნება მას აბრაზებს და ამავედროს ანებივრებს მას მასწავლებელს, ფილმის ბოლოს, ანაკინი ამჟღავნებს ახალ პადავანთან დადებით ურთიერთობას.

სკაიუოკერის აღზევება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასოკა იღებს ვოკალურ კამეოს ფილმში ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება. როგორც წარსულის ჯედაი, რომელიც ეხმარება რეის გაცოცხლებული დართ სიდიუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეშლი ეკსტაინი ამ ფილმისთვის პერსონაჟის გასახმოვანებლად დაბრუნდა.[28]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„კლონების ომები“ (2008–2020)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასოკა არის „კლონების ომების“ შვიდი სეზონიდან ექვსი წამყვანი პერსონაჟი. ის არის რესპუბლიკის დიდი არმიის 501-ე ლეგიონის პადავანი-მეთაური და განაგრძობს ჯედაის გზების სწავლას, როგორც ანაკინის შეგირდი. ორივე ურთიერთდამოკიდებულებას განიცდის. ისინი ზოგჯერ დიდ რისკზე მიდიან ერთმანეთის დასაცავად ან გადასარჩენად. ანაკინის ზოგიერთმა ქმედებამ, რომელიც ასოკას დასაცავად განახორციელა, აშკარად გამოხატავს მის ბნელ ტენდენციებს, როგორიცაა პატიმრების წამება, რომლებმაც შეიძლება იცოდნენ ასოკას ადგილმდებარეობა გაუჩინარების დროს.[29] ასოკა ეუფლება ცოდნას კაპიტანი რექსისგან, კლონირებული ჯარისკაცისგან, რომლებთან ერთად იგი და ანაკინი მსახურებდნენ 501-ე ლეგიონში მთელი კლონების ომის განმავლობაში. მეხუთე სეზონის ბოლო სიუჟეტური განვითარების დროს, ასოკა არის და ციხეში სასიკვდილო განაჩენს ელოდება. აფეთქებისა და შემდგომი მკვლელობისათვის, რომელიც ჩაიდინა მისმა მეგობარმა ბარის ოფიმ. მიუხედავად იმისა, რომ ასოკა საბოლოოდ გაამართლეს, ის ჯედაების საბჭოთი იმედგაცრუებულია და სეზონის ფინალში ტოვებს ჯედაების ორდენს.[30] ანაკინზე ეს მოვლენა დიდ გავლენას ახდენს და ეს ჯედაების საბჭოს მიმართ მისი ნდობის შერყევას იწყებს.

ფილონის თქმით, „კლონების ომების“ საწყისი საბოლოო კონცეფცია იქნებოდა, რომ რექსი არ უნდა დამორჩილებულიყო ბრძანება 66-ს და მისი და ასოკას სხვაგან ყოფნით აიხსნებოდა ორივე პერსონაჟის არყოფნა „სითების შურისძიებაში“.[12] ასოკა ბრუნდება მეშვიდე და ბოლო სეზონში, რომელიც 2020 წელს გავიდა Disney+-ზე.[31] ასოკა მთავარი გმირი სამიდან ორ სიუჟეტურ განვითარებაშია. მეორე სიუჟეტური განვითარება „სითების შურისძეიბის“ მოვლენების პარალელურად მიმდინარეობს. ამ დროს ასოკა მცირე ხნით ხვდება ანაკინს და იკავებს კაპიტანი რექსის — 501-ე ლეგიონის 332-ე რაზმის მეთაურის — მრჩევლის პოზიციას მანდალორის ალყისას, როდესაც უპირისპირდება ყოფილ სით ლორდ და მანდალორის მმართველ დართ მოლს, დაპირისპირებისას მოლი ასოკას უამბობს დართ სიდიუსის გეგმის შესახებ, და გალაქტიკური იმპერიის ჩამოყალიბების თავიდან ასარიდებლად ძალების გაერთიანებას სთავაზობს. ასოკა არ იჯერებს მოლის ნათქვანს და მასთან ბრძოლას განაგრძობს. იგი ამარცხებს და ტყვედ იგდებს მოლს, მაგრამ კორუსანტზე გამგზავრებამდე გრძნობს ყოფილი მასწავლებლის უბედურებას, თუმცა სინამდვილეში არ იცის, რომ იგი ბნელ მხარეზე გადავიდა და მეის უინდუს მოკვლას შეუწყო ხელი. ამ დროს გაიცემა ბრძანება 66 , რის გამოც ასოკას ჰღალატობენ კლონთა შეიარაღებული ძალები, მათ შორის — რექსიც. იგი გარბის და შეძლებს, ამოიღოს რექსის ჩიპი, რომელიც კლონის გონებას აკონტროლებს, ხოლო მოლს ათავისუფლებს კლონებისთვის დამატებითი დაბრკოლების შესაქმნელად. როდესაც „ვენატორის“ კლასის ვარსკვლავურ გამანადგურებელ „ტრიბუნალზე“ პატარა მთვარეზე ჩამოვარდებიან, ასოკა და რექსი გადარჩებიან და გარდაცვლილ კლონ ჯარისკაცებს ასოკას სინათლის მახვილთან ერთად მარხავენ. სერიალის ბოლო სცენაში ვხედავთ დართ ვეიდერს (ანაკინ სკაიუოკერს), რომელიც ამ მთვარეზე საძიებო სამსახურს ხელმძღვანელობს. ვეიდერმა პოულობს ასოკას დამარხულ სინათლის მახვილს და აამოქმედებს მას.

„აჯანყებულები“ (2014–2018)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასოკა არის ფარული მეამბოხე „აგენტი“ ვარსკვლავური ომები: აჯანყებულების პირველ სეზონში, რომლის მოვლენები ვითარდება კლონების ომების დასრულებიდან 14 წლის შემდეგ.[32] ოპერაციული კოდური სახელწოდებით „ფულკრუმი“, იგი უზრუნველყოფს მეამბოხეებს ინფორაციითა და აღჭურვილობით. სანამ მისი ვინაობა გამოვლინდება სეზონის ფინალში, იგი შენიღბავს თავის გარეგნობას შეცვლილი ხმის გამოყენებით და კაპიუშონის ჰოლოგრამის სახით გამოცხადდება.

ის მეორე სეზონში ხდება განმეორებადი პერსონაჟი, აგრძელებს მეამბოხე ძალების ჯგუფის ხელმძღვანელობას და მუშაობს მოჩვენების ეკიპაჟთან. მას შემდეგ, რაც ჩათვალა, რომ ანაკინი გარდაიცვალა, როგორც სხვა ჯედაები კლონების ომების ბოლოს, იგი გრძნობს მის მენტორს დართ ვეიდერში „სიძულვილის ფენის ქვეშ“.[12] შემდეგ სეზონში, ანაკინის ხედვა ადანაშაულებს ასოკას, რადგან მან მიატოვა ანაკინი მიატოვა და საშუალება მისცა ბნელი მხარეზე დაეცემულიყო. სეზონის ფინალში, ასოკა ებრძვის დართ ვეიდერს მალეკორ V-ზე, სითების ტაძარში და მის მეგობრებს აძლევს საშუალებას გაექცნენ დართ ვეიდერს და ტაძრის ნგრევას. ეპიზოდის ბოლოს, დართ ვეიდერი ნაჩვენებია დაზიანებული და ტოვებს ტაძარს, მას მწვანე და თეთრი ბუ უყურებს. ბუ, ადრე შოუში ასოკას კომპანიონი და მორტის ქალიშვილის ავატარი იყო, შემდეგ ისევ ტაძარში მიფრინავს, და ნახავს რომ ასოკა მისი კედლების სიღრმეში უფრო ღრმად დადის. ფილონის თქმით, ასოკას ბედი ბუნდოვანია და „ცოტათი ღია“ დასასრულის მქონეა, თუმცა ეკსტაინს სჯეროდა, რომ პერსონაჟი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.[6][33][34][35]

მეოთხე სეზონის ეპიზოდ, „სამყარო სამყაროებს შორის“, ასოკას ბედი საბოლოოდ გაირკვა. ეზრა ბრიჯერი, რომელიც ლოტალში ჯედაის ტაძარში „სამყაროებსა და დროს შორის“ მოხვდა და ასოკას კოლონა მორაის ხელმძღვანელობით, უბიძგებს მას იმ მომენტში, როდესაც ვეიდერი შეძლებს სიკვდილო დარტყმას ამზადებდა ასოკასთვის და ამით ეზრამ ამით შეცვალა მისი ბედი. ასოკა აცნობებს იმას, რაც მოუვიდა მოჩვენების ეკიპაჟს, ხოლო ეზრას არწმუნებს, რომ არ დაუშვას კანანის ბედი, რადგან ის საფრთხეს შეუქმნის საკუთარ სიცოცხლეს. ამის შემდეგ პალპატინი ამჟღავნებს მის ყოფნას, როდესაც ის ცდილობს აიძულოს ეზრა, რომ მას სითების ჯადოქრობით გადმოიყვანოს მის განზომილებაში. ასოკა ეზრას ეხმარება გაქცევაში, როდესაც სითების ტაძრის დანგრევის შემდეგ, თავის დროზე ბრუნდება (მორაისთან ერთად) და პირობას დებს, რომ კვლავ იპოვის ეზრას და მოჩვენების ეკიპაჟს. ასოკა ბრუნდება სერიალის ფინალის ეპილოგში და ბრუნდება ლოტალში ენდორის ბრძოლის შემდეგ, რათა დაეხმაროს საბრინ უერენს ეზრას პოვნაში, რომელიც ლოტალის განთავისუფლების დროს გაუჩინარდა.

მანდალორელი (2020)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსარიო დოუსონმა ასოკა ტანოს თამაშში დაინტერესება ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში გამოხატა, გულშემატკივართა მხარდაჭერით.[36] როგორც ცნობილია, 2020 წლის მარტში დოუსონი გამოჩნდა როგორც მანდალორიანის მეორე სეზონის პერსონაჟი.[37] შემდეგ თვეში დოუსონმა თქვა, რომ კასტინგი ჯერ კიდევ დადასტურებული არ არის.[38] ოქტომბერში, გერმანიის Disney+-ის ინსტაგრამის ანგარიშმა გამოაქვეყნა სიუჟეტი, რომელშიც დასახელდა დოუსონი, როგორც მომავალი სეზონის მსახიობების ნაწილი. [39]

ასოკა გამოჩნდა სერიალის „თავი 13: ჯედაი“-ში, მეორე სეზონის მეორე სერია რომელიც გამოუშვეს გამოუშვეს Disney +-ზე, 27 ნოემბერს, 2020 წელს.[40] დიდი ადმირალის თრონის ძიების დროს, იგი ცდილობს გაათავისუფლოს ქალაქი კალიდანი კორვუსზე საიმპერატორო ოკუპაციისგან, სადაც შეხვდა ტიტულურ პერსონაჟის, რომელიც ბო-კატან კრიზემ გამოგზავნა ასოკას მოსაძებნად, რათა ასოკამ შეძლოს გროგუს მომზადება. მასთან ძალების მეშვეობით ურთიერთობისას, იგი გაიგებს, რომ გროგუ აღზრდილ იქნა ჯედაების ტაძარში კორუსანტზე, სანამ დიდ ჯედას წმენდის დროს გადაარჩინეს და საკუთარი უსაფრთხოებისათვის იმალებოდა, ამიტომ იგი თრგუნავს ძალების შესაძლებლობებს. ასოკა გრძნობდა დიდ შიშს გროგუში და ღრმა კავშირს მანდალორიანთან, ასოკამ უარი თქვა მის შეგირდად მიღებაზე, იმის შიშით, რომ მას შეეძლო იმავე ბნელი გზის გავლა, როგორც ანაკინმა. მას შემდეგ, რაც მანდალორი დაეხმარა მას კალიდანის განთავისუფლებაში, ასოკამ მას უთხრა, რომ გროგუ წაიყვანოს ტიდონში, ჯედაის ტაძარში, სადაც მას სხვა ჯედაიები დაუკავშირდებოდნენ.

ასოკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის დეკემბერში, lucasfilm-მა განაცხადა, რომ ასოკა მიიღებს საკუთარ შეზღუდულ სერიას Disney +-ზე, სახელწოდებით „ასოკა“. სერიალს იმუშავებენ ჯონ ფავრო და დეივ ფილონი[41][42] ასოკა ტანოს როლს კვალვ როზარიო დოუსონი ითამაშებს.[42]

სხვა მედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილონის თქმით, მას არ სურს ასოკა მოიაზროს როგორც ანიმაციური პერსონაჟი, არამედ როგორც ვარსკვლავური ომების პერსონაჟი, რომელსაც შეუძლია არსებობდეს „მედიის ყველა ფორმაში“. [6] ასოკა გამოჩნდება ვარსკვლავური ომები: ბედისწერის ძალების სერიალში,[43] კომიქსში მხები სიბნელე, და როგორც კოლექციონირებადი, სათამაშო პერსონაჟი ვიდეო თამაშში დისნეის უსასრულობა 3.0.[44] ვარსკვლავური ომების აღნიშვნა ევროპა 2016-ზე, ფილონიმ, ეკსტაინმა და Lucasfilm-ის სიუჟეტების ჯგუფის წევრმა, პაბლო იდალგომ გამართეს პანელი ასოკას „უცნობი ამბები“, რომელიც „კლონების ომებსა“ და „აჯანყებულებს“ შორის ხდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Best of the Jedi: Rosario Dawson on Bringing Ahsoka Tano to Live-Action and The Mandalorian. Lucasfilm. ციტირების თარიღი: December 4, 2020
  2. TV Guide Article August 11, 2008
  3. (2014) How Star Wars Conquered the Universe: The Past, Present, and Future of a Multibillion Dollar Franchise. Basic Books. 
  4. Legends of the Lasat Trivia Gallery. Lucasfilm. ციტირების თარიღი: May 20, 2016
  5. Henry Gilroy on Twitter. ციტირების თარიღი: 8 April 2019
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Ahsoka's Untold Tales Panel | Star Wars Celebration Europe 2016 (July 15, 2016). ციტირების თარიღი: July 15, 2016
  7. 'Star Wars: The Clone Wars': Dave Filoni on Ahsoka's fate, Master Yoda (March 7, 2014). ციტირების თარიღი: May 20, 2016
  8. When Clones Attack: Q&A with Clone Wars Director David Filoni. Springer Nature. ციტირების თარიღი: May 26, 2016
  9. Dave Filoni Speaks at the National Center for Women & Information Technology. May 24, 2016. https://www.youtube.com/watch?v=_GKUO2JWZW8?t=11m38s.
  10. 10.0 10.1 Ashley Eckstein and Dave Filoni Interview | Star Wars Celebration Europe 2016 (July 15, 2016). ციტირების თარიღი: July 15, 2016
  11. "From Apprentice to Adversary: Vader vs.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 Fates Fulfilled: Dave Filoni Reflects on Star Wars Rebels Season Two, Part 1 (August 30, 2016). ციტირების თარიღი: September 16, 2016
  13. The Art That Inspired Ahsoka and Darth Vader's Epic Duel in Star Wars Rebels (September 14, 2016). ციტირების თარიღი: September 16, 2016
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 From The Clone Wars to Rebels: Ashley Eckstein on Ahsoka Tano's Journey. Lucasfilm. ციტირების თარიღი: May 20, 2016
  15. 15.0 15.1 Brooks, Dan. (March 5, 2015) Interview: Dave Filoni on Star Wars Rebels, Part 3. Lucasfilm. ციტირების თარიღი: May 19, 2016
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Rebels Recon: Inside "Fire Across the Galaxy" - Star Wars Rebels. Lucasfilm. ციტირების თარიღი: May 19, 2016
  17. Siegel, Lucas. (February 20, 2017) Star Wars Rebels EP Reveals Why Obi-Wan Kenobi is Making an Appearance. ციტირების თარიღი: February 25, 2017
  18. 18.0 18.1 18.2 Truitt, Brian. (March 3, 2015) A Jedi returns in 'Star Wars Rebels' finale. Gannett Company. ციტირების თარიღი: May 19, 2016
  19. 19.0 19.1 Rebels Recon: Inside "The Siege of Lothal". ციტირების თარიღი: June 9, 2016
  20. Gross, Ed. (September 30, 2016) Star Wars: Dave Filoni talks Rebels as well as Rogue One connections. Bauer Consumer Media. ციტირების თარიღი: October 10, 2016
  21. Ahsoka Tano Returns: Ashley Eckstein Talks 'Star Wars Rebels' Season 2. ციტირების თარიღი: May 20, 2016
  22. Baver, Kristin. (April 14, 2017) SWCO 2017: 11 things we learned from Dave Filoni and Pablo Hidalgo's "Animated Origins and Unexpected Fates" panel. starwars.com. Disney. ციტირების თარიღი: May 24, 2017
  23. 23.0 23.1 Thill, Scott. (November 16, 2010) Jedi Cover-Up: Clone Wars' Ahsoka Gets Less-Revealing Costume. Wired. Condé Nast. ციტირების თარიღი: May 20, 2016
  24. Keane, Sean. (April 14, 2019) Star Wars: The Clone Wars season 7 trailer, Siege of Mandalore reveals Ahsoka, Anakin, Maul and the Bad Batch will be the focus of the upcoming Disney Plus season. CNET. ციტირების თარიღი: December 4, 2020
  25. 25.0 25.1 Vargas, Alani. (December 25, 2019) Star Wars: The Clone Wars season 7 trailer, Siege of Mandalore reveals Ahsoka, Anakin, Maul and the Bad Batch will be the focus of the upcoming Disney Plus season. Showbiz Cheat Sheet. ციტირების თარიღი: December 4, 2020
  26. Clone Wars' Baby Jedi Scampers Like A Cartoon Animal. Gizmodo. ციტირების თარიღი: September 17, 2019
  27. Ahsoka Tano. ციტირების თარიღი: May 20, 2016
  28. Star Wars' Ahsoka Tano actor discusses Rise of Skywalker cameo. ციტირების თარიღი: 27 April 2020
  29. Why Ahsoka Tano Is the Best Thing to Happen to Star Wars in 20 Years (December 16, 2015). ციტირების თარიღი: May 20, 2016
  30. E-Mails Between Master & Padawan About Ahsoka's Decision (March 6, 2013). ციტირების თარიღი: May 20, 2016
  31. Breznican, Anthony. (January 3, 2019) Here are all the 'Star Wars' projects coming in 2019. ციტირების თარიღი: March 25, 2019
  32. Everything You Need To Know About Star Wars Rebels (October 2, 2014). ციტირების თარიღი: August 25, 2016
  33. Star Wars Rebels: Dave Filoni on Ahsoka's Fate, Maul's Return and Much More. Ziff Davis. ციტირების თარიღი: May 19, 2016
  34. Star Wars Rebels: Ashley Eckstein Reveals Her Theory on Ahsoka's Fate. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 12, 2016. ციტირების თარიღი: May 19, 2016
  35. Star Wars: Ahsoka Tano Actress Ashley Eckstein Teases a Future for the Character. ციტირების თარიღი: February 25, 2017
  36. Star Wars: Watch Rosario Dawson Campaign To Play Ahsoka In Live-Action (April 21, 2017). ციტირების თარიღი: April 21, 2017
  37. Star Wars Exclusive: 'The Mandalorian' Season 2 Casts Rosario Dawson as Ahsoka Tano (March 20, 2020). ციტირების თარიღი: March 20, 2020
  38. Rosario Dawson Addresses 'Mandalorian' Ahsoka Tano Casting, Talks Wanting to Play Q on 'Star Trek' (14 April 2020). ციტირების თარიღი: 27 April 2020
  39. The Mandalorian: Disney+ Finally Confirms Rosario Dawson & Timothy Olyphant For Season 2 Cast (2020-10-03). ციტირების თარიღი: 2020-10-04
  40. The Mandalorian season 2 episode 5 review: Ahsoka lives! (November 27, 2020). ციტირების თარიღი: November 27, 2020
  41. Anderton, Ethan. (December 10, 2020) Lucasfilm Announces ‘The Mandalorian’ Spin-Offs ‘Ahsoka’ and ‘Rangers of the New Republic’. /Film. ციტირების თარიღი: December 10, 2020
  42. 42.0 42.1 Gartenberg, Chaim. (December 10, 2020) Disney Plus is getting two new Mandalorian spinoffs: Rangers of the New Republic and Ahsoka. The Verge. ციტირების თარიღი: December 10, 2020
  43. Breznican, Anthony (April 13, 2017). „Star Wars highlights female heroes in Forces of Destiny — first look“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: April 13, 2017.
  44. Robertson, Andy. (May 8, 2015) Everything We Know About 'Disney Infinity 3.0' 'Star Wars'. ციტირების თარიღი: March 22, 2020