პირველი ორდენი (ვარსკვლავური ომები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველი ორდენი
ვარსკვლავური ომები

ემბლემა
ტიპი სამხედრო დიდტატურა, შექმნილი გალაქტიკური იმპერიის შთაგონებით
დაარსდა ენდორის ბრძოლის შემდეგ
ლიდერი უმაღლესი მეთაური სნოუკი
წამყვანი პიროვნებები კაილო რენი, გენერალი ჰაქსი
ოფიციალური ენა ძირითადი

პირველი ორდენი — სამხედრო ძალა ვარსკვლავური ომების გამოგონილ სამყაროში. პირველად ჩნდება 2015 წლის ფილმში ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება. ჩამოყალიბდა გალაქტიკური იმპერიის შთაგონებით, ფილმში ჯედაის დაბრუნება აღწერილი მოვლენების შემდეგ და სამი ათწლეულის განმავლობაში ძალები მოიკრიბა. ძალაში იგი პირველად იყენებს მძლავრ იარაღს და გალაქტიკის დაპყრობას ცდილობს. მის რიგებში აგრეთვე არიან იდუმალი პიროვნებები, რენის რაინდები.

ფილმის ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება რეჟისორ ჯეი ჯეი აბრამსის განმარტებით, პირველი ორდენის იდეა დაიბადა არგენტინაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაქცეული შუცშტაფელის ოფიცრების მიერ ჩამოყალიბებული ODESSA-ს შთაგონებით.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dyer, James. (August 25, 2015) JJ Abrams Spills Details On Kylo Ren. Empire Online. ციტირების თარიღი: December 18, 2015.