გადრეკილი
იერსახე
| გადრეკილი | |
|---|---|
გადრეკილი | |
| კოორდინატები: 41°50′59″ ჩ. გ. 42°22′04″ ა. გ. / 41.84972° ჩ. გ. 42.36778° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2505 მ |
| ქედი | ლეჩქისსერი |
| უმარტივესი მარშრუტი | ბახმაროდან |
გადრეკილი, ლეჩქის სერი — მთა საქართველოში, გურიის მხარეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოება ლეჩქისსერზე, მდინარე ბახვისწყლის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2505 მ. კალთები შემოსილია წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებით, თხემი და მწვერვალები — სუბალპური მდელოებით. გადრეკილი აღმართულია კურორტ ბახმაროს აღმოსავლეთით და მის ირგვლივ ერთ-ერთ უმაღლეს მთას წარმოადგენს. დამსვენებლებში მთა ცნობილია „მზის ამოსავალი გორის“ სახელწოდებით, რადგანაც გადრეკილიდან კარგად ჩანს მზის ამოსვლა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაყელი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 531–532.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: გადრეკილი- მარშრუტი ბახმაროდან