ბურნეტ ო'კონორის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ბურნეტ ო'კონორის პროვინცია
Provincia Burdet O'Connor
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
კოორდინატები 21°30′00″ ს. გ. 64°05′00″ დ. გ. / 21.50000° ს. გ. 64.08333° დ. გ. / -21.50000; -64.08333
ფართობი 6 043 კმ²
მოსახლეობა 19 339 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 3.2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCBOT (UTC-4)

ბურნეტ ო'კონორი — პროვინცია ბოლივიაში, ტარიხას დეპარტამენტის ჩრდილოეთ ნაწილში. სახელი ეწოდა სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ომის ჟამთააღმწერლის - ბურნეტ ო'კონორის პატივსაცემად.

პროვინციას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩუკისაკის დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 140 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთით 100 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 6 043 კმ²-ია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 19 339 ადამიანს შეადგენდა.

  • მოსახლეობის 47.5 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა.
  • პროვინციის ძირითადი ენა ესპანურია. მასზე მოსახლეობის 98.4 % ლაპარაკობს; 10.3 % გუარანზე, 1.8 % კეჩუაზე, 0.3 % აიმარაზე.
  • მოსახლეობის 89.5 %-ს არ აქვს ელექტროენერგია, 84.5 %-ს სასმელი წყალი. (1992)
  • მოსახლეობის 51.6 % დაკავებულია სოფლის მეურნეობაში, 14.6 % მაღაროებში, 7.0 % მრეწველობაში, 26.8 % მომსახურების სფეროში. (2001)
  • მორწმუნეთა 89.9 % კათოლიკეა, 4.0 % პროტესტანტი. (1992)

დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია შედგება მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტისაგან, რემელიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა. დედაქალაქია ენტრე-რიოსი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]