ანისეტო-არსეს პროვინცია
პროვინცია | |
---|---|
ანისეტო-არსეს პროვინცია Provincia Aniceto Arce | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | Q328276? |
კოორდინატები | 21°15′00″ ს. გ. 64°35′00″ დ. გ. / 21.25000° ს. გ. 64.58333° დ. გ. |
ფართობი | 4 910 კმ² |
მოსახლეობა | 52 570 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 10.7 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCBOT (UTC-4) |
![]() | |
ანიესტო-არსე — პროვინცია ბოლივიაში, ტარიხას დეპარტამენტის სამხრეთ ნაწილში. სახელი ეწოდა 1888 - 1892 წლებში ბოლივიის პრეზიდენტის, ანისეტო არსეს პატივსაცემად.
პროვინცია ერთ-ერთია ტარიხას დეპარტამენტის 6 პროვინციიდან. დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება არგენტინა. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 140 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთით 100 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 4 910 კმ²-ია.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2001 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 52 570 ადამიანს შეადგენდა.
- მოსახლეობის 42.9 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა.
- პროვინციის ძირითადი ენა ესპანურია. მასზე მოსახლეობის 80.7 % ლაპარაკობს, კეჩუაზე 8.6 %, 1.0 % აიმარაზე და 0.2 % გუარანზე.
- მოსახლეობის 55.4 %-ს არ აქვს ელექტროენერგია, 51.4 %-ს სასმელი წყალი.
- მოსახლეობის 42.1 % დაკავებულია სოფლის მეურნეობაში, 0.1 % მაღაროებში, 10.2 % მრეწველობაში, 47.6 % მომსახურების სფეროში.
- მორწმუნეთა 87.4 % კათოლიკეა, 8.9 % პროტესტანტი.
დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფიან. დედაქალაქია პადკაია.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პროვინციის რუკა დაარქივებული 2012-04-20 საიტზე Wayback Machine.
- ბოლივიის სტატისტიკის ეროვნული ისნტიტუტი
- ტარიხას დეპარტამენტის სოციალური მონაცემები დაარქივებული 2013-03-19 საიტზე Wayback Machine.