შინაარსზე გადასვლა

ბუზის თანავარსკვლავედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარსკვლავები, ბუზის თანავარსკვლავედში

ბუზის თანავარსკვლავედი (ლათ. Musca, Mus) — თანავარსკვლავედი ცის სამხრეთ ნახევარსფეროში, რომელიც მდებარეობს ირმის ნახტომში სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედის სამხრეთით. ცაზე იკავებს 138,4 კვ. გრადუს ფართობს და შეიცავს შეუიარაღებელი თვალით ხილულ 60 ვარსკვლავს.

ბუზი ახალი თანავარსკვლავედია. პირველად შემოთავაზებულ იქნა პიტერ პლანციუსის მიერ 1598 წელს, მაგრამ ტრადიცია მიაწერს იოჰან ბაიერს (1603). თავიდან ერქვა „ფუტკარი“ — Apis, მაგრამ სამითხის ჩიტის თანავარსკვლავედთან მისი ლათინური სახელწოდების Apus მსგავსების გამო, სახელი ჯერ იმ დროს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული "ჩრდილოეთის ბუზის" თანავარსკვლავედის მსგავსად „სამხრეთის ბუზად“ შეეცვალა, ხოლო შემდგომ, როდესაც სახელწოდება „ჩრდილოეთის ბუზი“ გაუქმდა, ეწოდა უბრალოდ „ბუზი“.

იუდოკუს ჰონდიუსის (ლათ. Jodocus Hondius) გლობუსზე ქამელეონი ცდილობს ენით მისწვდეს ბუზს.

დღეს ის ერთადერთი თანავარსკვლავედია, რომლის პერსონაჟიც მწერია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]