კასიოპეას თანავარსკვლავედი
იერსახე

კასიოპეას თანავარსკვლავედი (ლათ. Cassiopeia) — ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი. მისი 5 ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი, რომელთა ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდეებია 3,4; 2,7; 2,4; 2,2 და 2,3 ქმნიან W ფიგურას. ამ თანავარსკვლავედში 1572 წელს აენთო ზეახალი ვარსკვლავი; კასიოპეას თანავარსკვლავედშია რადიოგამოსხივების ყველაზე ძლიერი წყარო. სახელწოდება მომდინარეობს ძველი ბერძნული მითოლოგიიდან — ანდრომედეს დედის, კასიოპეას სახელიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 424.