ორიონის თანავარსკვლავედი

ორიონის თანავარსკვლავედი (ლათ. Orion) — ცის ეკვატორთან მდებარე თანავარსკვლავედი. მისი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავები 0,1; 0,3-1,2;1,6;1,7; 1,8;2,0 და 2,2 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. ორიონშია განლაგებული ორიონის დიდი ნისლეული, ასევე O და B სპექტრული კლასების ბევრი ვარსკვლავი, რომლებიც ვარსკვლავთა ასოციაციას ქმნიან. დაკვირვებისათვის საუკეთესო პირობებია ნოემბერ-იანვარში. ჩანს საქართველოდანაც.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 576.