ბუბა (დოკუმენტური ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუბა — რეჟისორ ნუცა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც გადაიღო გერმანიაში 1930 წელს ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ. ფილმის სა­ხელ­წო­დე­ბა მყინ­ვარ ბუბას უკავ­შირ­დე­ბა. მასში აღწერილია რაჭველთა რო­გორც ყოფა-ცხოვ­რე­ბისა და ტრა­დი­ცი­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ეპი­ზო­დე­ბი, ისე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, ქვა­თაც­ვე­ნა, წყალდიდობა, ხე-ტყის მო­პო­ვე­ბა. ფილმი მოგვითხრობს ასევე იმაზე, თუ რო­გორ ყალიბდებოდა შოვი სა­კუ­რორ­ტო ზონად.

სიუჟეტის მიხედვით, რაჭა­ში ჩა­სუ­ლი მოგ­ზა­უ­რი იწყებს ამ კუ­თხის გაც­ნო­ბას. ფილმი ხუთი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა. ყო­ვე­ლ ნაწილს თან ახლავს შესაბამისი ეპიზოდის მოკლე შინაარსი.

ფილმის ოპე­რა­ტო­რია სერ­გეი ზა­ბოზ­ლა­ე­ვი, მხატ­ვა­რი - და­ვით კა­კა­ბა­ძე, ხან­გრძლი­ვო­ბა - 45 წუთი. ფილ­მი "სა­ხკინმრეწ­ვის“ პრო­დუქ­ტია.[1]

ნუცა ღო­ღო­ბე­რი­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი რე­ჟი­სო­რია, ხოლო "ბუბა" მისი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ე­ბამ­დე და გა­და­სახ­ლე­ბამ­დე გა­და­ი­ღო. დოკუმენტური ფილმი მა­შინ­ვე აიკ­რძა­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აკ­რძა­ლეს მისი 1933 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი "უჟ­მუ­რიც“.

ნუცა (ნინო) ხუციშვილი-ღოღობერიძე იყო ქართველი რეჟისორის ლანა ღოღობერიძის დედა. ლანა ღოღობერიძე იხსენებს:

ვიკიციტატა
„დედა 1937 წელს გა­და­ა­სახ­ლეს და კი­ნო­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტი იყო, ფილ­მე­ბი სა­ერ­თოდ და­ი­კარ­გა, ის­ტო­რი­ის­თვი­საც აღარ არ­სე­ბობ­და... დედა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი მე­პო­ვა, ბევ­რი წელი ვე­ძებ­დი, თა­ვი­დან ყვე­ლა მხრი­დან უარი იყო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ არ­სად არ იყო. სა­ბო­ლო­ოდ, მოს­კო­ვის ერთ-ერთ არ­ქივ­ში ვი­პო­ვეთ.“

ფილმის მოძიებაში ლანა ღოღობერიძეს ლაშა ბაქრაძე დაეხმარა. დოკუმენტური ფილმი 2016 წელს იპოვეს. "ბუბა" აჩვენეს ამე­რი­კაში­, სამ­ხრეთ კო­რე­აში­, საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­აში­.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]