ბრუნი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრუნი
მშობ. სახელი: ინგლ. Bruny Island

კუნძულ ბრუნის რუკა
გეოგრაფია
43°22′ ს. გ. 147°17′ ა. გ. / 43.367° ს. გ. 147.283° ა. გ. / -43.367; 147.283კოორდინატები: 43°22′ ს. გ. 147°17′ ა. გ. / 43.367° ს. გ. 147.283° ა. გ. / -43.367; 147.283
მდებარეობა ტასმანიის ზღვა
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 370,6 კმ²
უმაღლესი წერტილი 571 მ
შტატი ტასმანია (შტატი)
დემოგრაფია
მოსახლეობა 620
სიმჭიდროვე 1,673 ად. /კმ²

ბრუნი (ინგლ. Bruny Island) — კუნძული ტასმანიის ზღვაში კუნძულ ტასმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან, რომლისგანაც გამოყოფილია დ'ანტრკასტოს სრუტით. მდებარეობს მდინარე დერუენტის სამხრეთით. სახელი დაერქვა ფრანგი მკვლევარის ჟოზეფ ანტუან დე ბრუნი დ'ანტრკასტოს პატივსაცემად.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრუნის კუნძული შედგება ორი პატარა კუნძულისაგან (ჩრდილოეთი ბრუნი და სამხრეთი ბრუნი), რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია ვიწრო ქვიშოვანი ყელით. კუნძულის ფართობია — 370,6 კმ²[1]. ზღვისკენ მიმართული სანაპირო მკვეთრად დახრილი კლდეებიანია. ჩრდილოეთ ბრუნიდან აღმოსავლეთით მდებარეობს სტორმის ყურე.

მცენარეულობა: — მდელოები, ევკალიპტიანი ტყეები. ბრუნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ეროვნული პარკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპელების გამოჩენამდე კუნძულ ბრუნიზე ცხოვრობდა ადგილობრივი აბორიგენების დიდი რაოდენობა. 1642 წლის ნოემბერში კუნძულის შემოგარენში გადმოვიდა ნიდერლანდელი მოგზაური აბელ ტასმანი, ხოლო 1773 წელს ნაპირს მოადგა ტობიას ფიურნოს გემი, რომელიც ჯეიმზ კუკთან ერთად იკვლევდა კუნძულ ტასმანიას. 1777 წლის 23 იანვარს ადვენჩურის უბეში შემოვიდა ჯეიმზ კუკის ექსპედიციის გემი. 1792 წელს კუნძული გამოიკვლია ფრანგმა მოგზაურმა დ'ანტრკასტომ.

XIX საუკუნის ბოლოს კუნძულზე იმყოფებოდა ქვანახშირის საწყობი საზღვაო გემებისათვის, აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს დაბა კუკვილი (ინგლ. Cookville), ჩრდილო-დასავლეთით — შუქურა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 620 ადამიანს[2], რომლებიც ცხოვრობენ ოთხ პატარა დასახლებაში, რომელთაგან სამი მდებარეობს სამხრეთ ბრუნის კუნძულზე. ადმინისტრაციული ცენტრია — სოფელი ალონაჰი (ინგლ. Alonnah).

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განვითარებულია ტურიზმი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  2. Bruny Island Tasmania