ბრიუსელის ვარდკაჭაჭა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბრიუსელის ვარდკაჭაჭა
Witlof en wortel.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
სახეობა:  ბრიუსელის ვარდკაჭაჭა
ლათინური სახელი
Cichorium intybus var. foliosum

ბრიუსელის ვარდკაჭაჭა (ლათ. Cichorium intybus var. foliosum) — ფოთლოვანი ბოსტნეული, რომელიც სიბნელეში მოჰყავთ. მზის შუქზე ქლოროფილის წამოქმნის შედეგად ბოსტნეულის თავი ხდება მწვანე. ბრიუსელის ვარდკაჭაჭას მოჭრილი (მოწყვეტილი) თავი გამოიყენება საკვების დასამზადებლად, როგორც მოხარშული, ასევე ნედლი სახით.

მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახის ვარდკაჭაჭას გვარს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალხური გადმოცემით ბრიუსელის ვარდკაჭაჭა შემთხვევით იქნა აღმოჩენილი ნიდერლანდების წინააღმდეგ 1830 წელს მომხდარი ბელგიის აჯანყების პერიოდში ბრიუსელის ახლოს მდებარე პატარა ქალაქ სხაარბეიკში. ადგილობრივმა გლეხმა, ვინმე იან ლამერსმა სარდაფში ჩვეულებრივი ვარდკაჭაჭას ძირები ჩაფლა ქვიშის ფენაში. რბილი ზამთრის რამდენიმე კვირის შემდეგ ნახა, რომ მწარე ფესვებზე ფოთლები ამოვიდა, რომელიც გემოთი მოტკბო, ხოლო შეხებით ნაზი იყო. ლამერსმა გადაწყვიტა ახალი ბოსტნეულის თავი, როგორც ნედლი ბოსტნეული ბაზარზე გასაყიდად გაეტანა. ომის გამო, იმ დროს საზღვარი ნიდერლანდებთან ჩაკეტილი იყო, ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე საკვები პროდუქტის დეფიციტი აღინიშნებოდა [1]. სპეციალისტები ამ ამბავს სერიოზულად არ განიხილვენ და უბრალო ლეგენდად მიიჩნევენ.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსტნეულის ოფიციალური ლათინური სახელწოდებაა — Cichorium intybus var. Foliosum. ფრანგული — Chicorée de Bruxelles ანუ „ბრიუსელის ვარდკაჭაჭა“. ბელგიაში ბოსტნეულს ჰქვია — „ვიტლოოფი„ (Witloof), ნიდერლანდებში — „ვიტლოფი“ (Witlof), გერმანიაში — „შიკორეი“ (გერმ. Chicorée).

გამომდინარე, ლათინურის და ბერძნულის შემდეგ მსოფლიოში გარცელებული საერთაშორისო ტერმინოლოგიის დიდი უმეტესობა ფრანგულზე მოდის, სავარაუდოდ ქართულად ბოსტნეულის სახელი ფრანგულიდან ითარგმნება.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

100 გრ. ნედლი ვარდკაჭაჭა შეიცავს:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]