ბორის ციბაძე
იერსახე
ბორის ციბაძე (დ. 9 სექტემბერი, 1931, ქუთაისი — გ. 2 თებერვალი, 1992, თბილისი) — ქართველი მოქანდაკე და მხატვარი.
1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1957 წელს მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე („ქალიშვილის პორტრეტი“, მარმარილო, საქართველოს სურათების გალერეა). ნამუშევრები: ნიკოლოზ ბარათაშვილის (ბრინჯაო, 1976, თბილისი), ნიკო ფიროსმანაშვილის (1961, შავი ქვა, ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი, მირზაანი), ვაჟა-ფშაველას (ხე, 1963, საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისი) ძეგლები, „მშვიდობის სადარაჯოზე“ (1965, ტონირებული თაბაშირი, საქართველოს სურათების გალერეა) და სხვა.