ბორის ჩხეიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხეიძე.

ბორის ჩხეიძე (დ. 1 იანვარი, 1902, წაღვლი — გ. 22 აპრილი, 1979, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1927 წლიდან. მისი თხზულებებია მოთხრობების კრებული „დღეები“ (1931), რომანი „ფერო“ (1932), „ომგადახდილი“ (1945), 1905 წლის რევოლუციის ამსახველი რომანი „ლიხავის პირას“ (1947), „ხოხბის წყაროსთან“ (1960), „მწვანე ხოდაბუნი“ (1960). მოთხრობების კრებული გამოსცა 1934, 1940, 1950, 1954, 1964, 1967 წლებში. მისი მოთხრობები და რომანები თარგმნილია რუსულ ენაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]