ბორის გურგულია
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პიროვნებას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული ვიკიპედიის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოვლენების აღწერა საჭიროა აკადემიური/სამეცნიერო მიზნებიდან და ვიკიპედიის მისიიდან - შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია - გამომდინარე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მქონე ტერიტორიული ერთეულია, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედის, რასაც იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებული ზონის ტერიტორიაზეა ფორმირებული არის არალეგიტიმური და არაღიარებული საქართველოს ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. |
ბორის გურგულია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 ივლისი, 1935 |
დაბადების ადგილი | კუტოლი |
გარდაცვალების თარიღი | 1 მარტი, 2012 (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ტამიში |
საქმიანობა | მწერალი და პოეტი |
მოქალაქეობა |
აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველო |
ალმა-მატერი | მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი |
ბორის გურგულია (აფხ. Борис Гәыргәлиа; დ. 20 ივლისი, 1935, კუტოლი, ოჩამჩირის რაიონი — გ. 1 მარტი, 2012, ტამიში) — მწერალი, პროზაიკოსი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბორის გურგულია 1935 წლის 20 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლში დაიბადა.
1948 წელს დაამთავრა კულოტის რვაწლიანი სკოლა. 1953 წელს დაამთავრა ტამიშის საშუალო სკოლა. 1953 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ბორის გურგულია ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაამთავრა 1958 წელს. თბილისში სწავლის დროს ბორის გურგულია დაუახლოვდა ქართულ კულტურას, ლიტერატურას, შეიძინა არაერთი მეგობარი. 1958-1964 წლებში ბორის გურგულია საბავშვო ჟურნალის „ამცაბზ“-ის ლიტერატურული წარმომადგენელი იყო. 1964 წლიდან 1967 წალმდე სწავლობდა ალექსეი გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერალურის უნივერსიტეტში, ასპირანტურაზე, სადაც მან დაიცვა დისერტაცია თემაზე „პოემის ჟანრი აფხაზურ ლიტერატურაში“.
1964 წელს ბორის გურგულიამ დაიწყო ლექციების კითხვა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუში. ის კითხულობდა ლექციებს აფხაზური, ქართული და რუსული ლიტერატურის შესახებ. 1973 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსეთის და უცხოური ლიტერატურის ისტორიის კათედრის დოცენტი იყო. 1972-1974 წლებში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსეთის და უცხოური ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგეა.
1978 წლის აპრილში ბორის გურგულია სიტყვით გამოვიდა ბოროვიკოვის, ედუარდ შევარდნაძის და საბჭოთა კავშირის პერიოდის მმართველების წინაშე . თავის სიტყვაში გურგულიამ აღწერა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები.
ბორის გურგულიას ჰყავდა მეუღლე ნელი ჩაჩბა, ორი ვაჟი - აბზაგი, ახრა და ქალიშვილი ადა. ომის შემდეგ ნელი და ბორისი სოხუმიდან საცხოვრებლად სოფელ კუტოლში გადავიდნენ, სადაც დაკრძალეს მათი ვაჟი აბზაგი, რომელიც გარდაიცვალა აფხაზეთის ომში.[1] გურგულია განაგრძობდა აქტიურ მოღვაწეობას, ყოველ დღე სოფლიდან დაიოდა ქალაქში ლექციების წასაკითხად. პოეტი ცხოვრების უკანასკნელ წლებში ეწეოდა სასოფლო სამეურნეო საქმიანობას.
ბორის გურგულიასთვის მნიშვნელოვანი იყო შვილების აღზრდის საკითხი. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეზო, სადაც ჩვენ ვიზრდებოდით სოხუმში „აფხაზურ ეზოდ“ იწოდებოდა, ცხოვრობდნენ იქ სხვადასხვა ეროვნების ბავშვები, ამიტომ ეზოში ყველანი რუსულად საუბრობდნენ. მაგრამ გადავაბიჯებდით თუ არა ზღურბლს აფხაზურად ვიწყებდით საუბარს.“- იხსენებს ბორისის ქალიშვილი ადა.[1]
ბორის გურგულიას ასევე იხსენებს ცნობილი აფხაზი მწერალი ტერენტი ჩანია.
„მაშინ, როდესაც პირველად წერა დავიწყე ბორისმა დამიჭირა კუტოლის სკოლასთან და მეკითხება: „გავიგე, რომ შენ წერ“. ამ დროს ბორის გურგულია მერვე კლასში იყო და თითქმის ცნობილი მწერალი იყო იმიტომ,რომ მისი ლექსები ქვეყნდებოდა გაზეთში. მან მთხოვა ჩემი ნაწერები მეჩვენებებინა. ამ ლექსებზე მას არაფერი უპასუხია, ამოიღო თავისი ნაშრომები და წამიკითხა. მომეჩვენა, რომ ამით ის მეუბნებოდა: „შენ წერ სხვა საკითხზე და უნდა წერდე სხვანაირად.[2]“
|
ბორის გურგულია საჯაროდ აფიქსირებდა, რომ ეთნიკური თვითმყოფადობა გაცილებით ღრმა და რთული ფენომენია:
„აფხაზი ერი გაერთიანებულია „აფსუარას“, აფხაზების ქცევების დაუწერელი კოდექსის ქვეშ, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იკრიბებოდა. სწორედ „აფსუარას“ წესების დაცვა აძლევს საშუალებას აფხაზ ერს შეინარჩუნოს თვითმყოფადობა და ერთიანობა.[3]“
|
1997 წელს ბორის გურგულიამ და ოლეგ შაშბამ ერთობლივად დაიწყეს აფხაზეთის სამეცნიერო აკადემიის წესდების შედგენაზე მუშაობა, რომელიც საბოლოოდ ამავე წელს სრულად შეიმუშავეს.[4]
მესამე ქართულ-აფხაზეური შეხვედრა, რომელიც ნდობის გამყარებას ემსახურებოდა, შედგა ქალაქ იალტაში 2001 წლის 15-16 მარტს უკრაინის მთავრობის მოწვევითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დიტერ ბოდენის თანამონაწილეობით. შეხვედრა მიმდინარეობდა ჟენევის ფორმატის ფარგლებში. ამ შეხვედრების ფარგლებში ჩატარდა ქართული და აფხაზური ინტელიგენციის შეხვედრებიც, რომლებსაც ბორის გურგულია ესწრებოდა. პოეტმა გააჟღერა თავისი დამოკიდებულება ქართულ-აფხაზურის ურთიერთობის შესახებ. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბორის გურგულიამ ქართულ დელიგაციას განუცხადა: „ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ვიმოძრავოთ წინ ერთიან სივრცეში...“[5]
აფხაზი მწერალი, პოეტი და მეცნიერი ბორის გურგულია გარდაიცვალა 2012 წლის 1 მარტს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, რომელიც მოხდა სოხუმი-ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ტამიშთან.[6][7]
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბორის გურგულიას ლექსების პირველი კრებული „კეთილი ხელები“ („Добрые руки“) აფხაზურმა გამომცემლობამ 1961 წელს დაბეჭდა. გურგულიას ეკუთვნის ლექსები „მშობლიური ენა“ („Родной язык“), „სად ხართ, ძმებო, მუჰაჯირებო?“ („Где вы, братья, махаджиры?“), „უბიხები“ („Убыхи“), „სამშიტი“ („Самшит“), „იმედი“ («Надежда»), „დავიბადე აფხაზის სახლში“ («Родился я в доме абхазца»), „რთულია უცხოვრო ლამაზ მიწაზე“ („Трудно жить на красивой земле...“) და სხვა.
ლექსში „მთაწმინდა“ ბორის გურგულია სიყვარულით იხსენებს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალული წინაპრების სახელებს და სიყვარულით მოიხსენიებს მათ. ბორის გურგულიას საუკეთესო ლექსები და თარგმანები შესულია ორტომეულ გამოცემაში „მე-20 საუკუნის აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“. ბორის გურგულიას ლექსები, სტატიები და პუბლიკაციები გამოცემული იყო ჟურნალებში „ალაშარა“, „აკუა-სუხუმ“, გაზეთში „აფხსნი“, „ეიცვადჟა“ („თანავარსკვლავედი“), „აფხაზეთის უნივერსიტეტი“ და სხვები.
ბორის გურგულიას ასევე ეკუთვნის 2003 წელს გამოცემული კრებული „სად ქრის მშობლიური ქარი“. პოემა „უკვდავებაში გადაბიჯებული“ კი ეძღვნება აფხაზ გენერალს სერგეი დბარს.
ლექსების წერა ბორის გურგულიამ დაიწყო სკოლის წლებში. პოეტის პირველი ნამუშევრები გამოქვეყნდა 1952 წელს. მისი შემოქმედება იბეჭდებოდა ჟურნალებში: „ალაშარა“ („სინათლე“), „ამცაბზ“ („ცეცხლი“), გაზეთებში: „აფსნი კაფშ“ („წითელი აფხაზეთი“), „აფსნი“, „ეცვადჟაა“ („თანავარსკვლავედი“), „საბჭოთა აფხაზეთი“. „აფხაზეთის ექო“ და სხვა.
ბორის გურგულიას ეკუთვნის ლექსების, პოემებისა და მოთხრობების 10 კრებულზე მეტი. მისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი მიძღვნილია აფხაზეთის ისტორიას და ასევე დიმიტრი გულიას, მ. ახაშბას, ა. ლასურიას, ბ.შინკუბას, გ.გულიას, ტ.აჯბას, მიხეილ ლასურიას, კ.გერხელიას, შ. ბასარიას და სხვა აფხაზი მწერლების შემოქმედებას. 2008 წელს აფხაზურ ენაზე გამოიცა ბორის გურგულიას ლექციების კურსი „XIX საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორია“.
ბორის გურგულიას მიერ გამოქვეყნებულია ასევე არაერთი ფოლკლორული მასალა, რომელიც ჩაიწერა აფხაზეთსა და თურქეთში. 2000 წელს აფხაზურ ენაზე გამოიცა წიგნი „ თურქეთსა და აფხაზეთში მცხოვრები აფხაზების შემოქმდება“.
- 1961 წელს სოხუმში გამოიცა ბორის გურგულიას ლექსების კრებული „კეთილი ხელები. ლექსები“.
- 1964 და 1983 წლებში ბორის გურგულიამ ქართულიდან აფხაზურ ენაზე თარგმნა გიორგი ჩაჩბა-შერვაშიძეს ნაწარმოებები. ასევე გურგულიას მიერ აფხაზურ ენაზე ითარგმნა საითნოვას (იგივე არუთიუნსაიათიანი), იოსებ ნონეშვილის,მორის ფოცხიშვილის, კირიმიზე ჟანეს და სხვათა ნამუშევრები.
- 1966 წელს სოხუმში გამოიცა კრებული სახელწოდებით „მზე და ხალხი. ლექსები“.
- 1970 წელს სოხუმში აფხაზურ ენაზე გამოიცა ბორის გურგულიას მოთხრობათა კრებული „ხელის ანაბეჭდი. მოთხრობები.“;
- 1974 წელს სოხუმში გამოიცა კრებული „ ვესნიანკა. ლექსები“(რუსულ ენაზე);
- 1974 წელს სოხუმში გამოვიდა ბორის გურგულიას ლექსების კრებული „ვესნიანკა. ლექსები“ (აფხაზურ ენაზე);
- 1978 წელს სოხუმში გამოიცა ბორის გურგულიას კრებული „კლდები. ლექსები“(აფხაზურ ენაზე);
- 1979 წელს აფხაზურ ენაზე გამოიცა „სიტყვა შობს სიტყვას“ (სტატიების, რეცენზიები, მოგონებები;
- 1980 წელს სოხუმში აფხაზურ ენაზე გამოიცა ბორის გურგულიას წიგნი „მშობლიური მიწა. ლექსები“;
- 1983 წელს აფზახურ ენაზე გამოიცა გიორგი შარვაშიძე-ჩაჩბასწიგნი „ნაწარმოებები“, რომელიც ქართულიდან თარგმნა, შესავალი და ჩანიშვნები კი ეკუთვნის ბორის გურგულიას. ამავე წელს სოხუმში რუსულ ენაზე გამოვიდა ბორის გურგულიას ლექსების კრებული „სამშიტის კორომი. ლექსები“ (Самшитовая роща).
- 1985 წელს აფზახურ ენაზე გამოიცა ბორის გურგულიას ლექსების კრებული სახელწოდებით „დრო. ლექსები“. ამავე წელს მოსკოვში გამოიცა აფხაზური ენიდან რუსულზე ნათარგმნი კრებული: „კლდეები. ლექსები“.
- 1985 წელს მონოგრაფია და კრეტბული სტატიების: აფხაზური პოემა“ აფხაზურ ენაზე;
- 1989 წელს ლიტეერატურული კრიტიკული სტატიები აფხაზურ ენაზე;
- 1996 წელს ლექსების, მოთხრობებისა და სტატიების კრებული „ტკივილი“.
- 2003 წელს „სად ქრის მშობლიური მიწის ქარი“.
- 2004 წელს აფხაზურ ენაზე გამოიცა სასწავლო სახელმძღვანელო „შემოქმედებითი პორტრეტები“, რომელიც ბორის გურგულიას მიერ არის რედაქტიურებული.
- 2005 და 2012 წლებში- სამტომეული „ნაწარმოებების კრებული“.
ბორის გურგულიას ხსოვნის პატივსაცემად გამოიცა წიგნი სახელწოდებით „ბორის გურგულია“. ბორის გურგულია და ოლეგ შაშბა ერთად ამზადებდნენ გამოსაცემად თურქეთში მცხოვრები ფოლკროლისტი ჯემალ ხარანიას წიგნს „ეიბაპშაუაზ“, „აფხაზეთში მცხოვრები აფხაზების ანდაზები“ და საბოლოო ჯამში „აფხაზური ანდაზების“ კრებულს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Борис Гургулиа: судьба Абхазии как лейтмотив поэзии
- СЕГОДНЯ НА ДОМЕ, В КОТОРОМ ЖИЛ ПИСАТЕЛЬ БОРИС ГУРГУЛИЯ, БУДЕТ УСТАНОВЛЕНА МЕМОРИАЛЬНАЯ ДОСКА
- Терентий Чаниа: «На абхазском языке мы говорили только дома»
- ПРЕДЛАГАЕТ ГРАЖДАНСТВО ПРЕДСТАВИТЕЛЯМ ДИАСПОРЫ[მკვდარი ბმული]
- Программа действий по укреплению доверия между Грузинской и Абхазской сторонами
- «Ялта 2001» «Оу варайда, си варайда» и благодарственная Сергея Шамба[მკვდარი ბმული]
- Поэту Борису Гургулия 20 июля исполнилось бы 80 лет
- В результате ДТП погиб абхазский писатель Борис Гургулия დაარქივებული 2020-09-06 საიტზე Wayback Machine.
- Георгий Чачба: наследник престола, писатель и изгнанник დაარქივებული 2021-01-27 საიტზე Wayback Machine.
- Гургулия Борис Алмасханович
- ПРЕРВАННЫЙ ПОЛЕТ, ИЛИ ВОСПОМИНАНИЯ О ДРУГЕ
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Борис Гургулиа: судьба Абхазии как лейтмотив поэзии
- ↑ Терентий Чаниа: «На абхазском языке мы говорили только дома»
- ↑ АБХАЗИЯ ПРЕДЛАГАЕТ ГРАЖДАНСТВО ПРЕДСТАВИТЕЛЯМ ДИАСПОРЫ
- ↑ ПРЕРВАННЫЙ ПОЛЕТ, ИЛИ ВОСПОМИНАНИЯ О ДРУГЕ
- ↑ «Ялта 2001» «Оу варайда, си варайда» и благодарственная Сергея Шамба[მკვდარი ბმული]
- ↑ В результате ДТП погиб абхазский писатель Борис Гургулия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-06. ციტირების თარიღი: 2021-03-07.
- ↑ Поэту Борису Гургулия 20 июля исполнилось бы 80 лет