ბორის ალექსანდროვი
ბორის ალექსანდრეს ძე ალექსანდროვი (რუს. Борис Александрович Александров; დ. 4 აგვისტო, 1905, ბოლოგიე — 17 ივნისი, 1994, მოსკოვი) — საბჭოელი რუსი კომპოზიტორი. 1946-1986 წლებში იყო მამის, ალექსანდრე ვასილის ძე ალექსადროვის დაარსებული ალექსანდროვის ანსამბლის მეორე ხელმძღვანელი. ალექსანდროვმა გენერალ-მაიორის თანამდებობამდე მიაღწია; მას მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის, ლენინის პრემია და სსრკ სახელმწიფო პრემია და დასახელდა სსრკ სახალხო ხელოვნად.[5] ალექსანდროვის მუსიკას იყენებენ „ტრანსნისტრიას“ ჰიმნში.
ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალექსანდროვმა მუსიკალური კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო; თავდაპირველად იგი იყო ბოლშოვის თეატრში არსებული ბავშვთა გუნდის მევიოინე; იგი გუნდში ისეთ მომღერლებთან ერთად იყო, როგორიცაა თედორე შალიაპინი. 1923-1919 წლებში სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში. 1929 - 1937 წლებში იგი მართავდა წითელი არმიის ახლად დაარსებული ცენტრალური თეატრის მუსიკალურ განყოფილებას, ხოლო 1933 - 1941 წლებში იყო მოსკოვის კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი. 1937 წელს გახდა ალექსანდროვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე. ის ასევე იყო კომპოზიტორი, წერდა სიმფონიური და კამერული ინსტრუმენტული მუსიკის სხვადასხვა ჟანრში.[6]
ანსამბლის ლიდერობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბორის ალექსანდროვი იყო კომპოზიტორი, ორგანიზატორი, დირიჟორი, მუსიკის კრიტიკოსი, მხატვარი და მასწავლებელი: XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა რუსეთის სამხედრო მუსიკაში. მან მოამზადა მრავალი შესანიშნავი სოლისტი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბორის ალექსანდროვის ხელმძღვანელობით ანსამბლმა სამოცდარვჯერ იმოგზაურა საზღვარგარეთ.[7] მან განაგრძო მამის ცენტრალური იდეა: რომ გუნდი უმთავრესი იყო ანსამბლისთვის, და რომ გუნდის გარეშე არ იქნებოდა ანსამბლი.[8]
გრძელი კარიერის დახურვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1985 წელს საჯაროდ აღინიშნა მისი 80 წლის დაბადების დღე. 1987 წელს ალექსანდროვი საბოლოოდ გავიდა პენსიაზე. მთავარ დირიჟორობას თავი დაანება 1994 წელს; ამავე წელს გარდაიცვალა; დაკრძალულია მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოში.[9]
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალექსანდროვიჩის ფოტოები და ფილმები აჩვენებს, რომ მას დიდი რაოდენობით მედალი აქვს მოპოვებული. გარდა ზემოხსენებულიდან, მას ანსამბლის ფორმირებაში დახმარების მიზნით შრომის მედალიც (1939) გადაეცა. გარდა ამისა არის და აქვს შემდეგი მედლები თუ ჯილდოები: რუსეთის საპატიო არტისტი (1944); ლეიტენანტი პოლკოვნიკის წოდება (1946); რუსეთის სახალხო არტისტი (1948); პოლკოვნიკის ორდენი (1948); ლენინის ორდენი (1949); საკონცერტო სპექტაკლებისთვის სტალინის პრემია, პირველი კლასი (1950); სსრკ სახალხო არტისტი (1958); გენერალ-მაიორის წოდება (1972); სოციალისტური შრომის გმირი კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის (1972); ლენინის პრემია (1978); ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (1985).[10] მთლიანობაში მან სამჯერ მიიღო ლენინის ორდენი და ასევე მიღებული აქვს: შრომის წითელი დროშის ორდენი, სამამულო ომის ორდენი (პირველი კლასის) და სტალინის პრემია.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 Catalog of the German National Library
- ↑ Александров Борис Александрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ Ensemble-Aleksandrova: Biography of Boris Alexandrov Translated Russian-English via Google Translate Tool
- ↑ Ensemble-Aleksandrova: Biography of Boris Alexandrov Translated Russian-English via Google Translate Tool
- ↑ Ensemble-Aleksandrova: Biography of Boris Alexandrov
- ↑ Ensemble-Aleksandrova: Biography of Boris Alexandrov
- ↑ Translated Warheroes webpage: biog of Boris Alexandrov
- ↑ Ensemble-Aleksandrova: Biography of Boris Alexandrov
- დაბადებული 4 აგვისტო
- დაბადებული 1905
- გარდაცვლილი 17 ივნისი
- გარდაცვლილი 1994
- მოსკოვში გარდაცვლილები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- სამამულო ომის II ხარისხის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- მედლით საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულები
- შრომითი წარჩინებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ყამირი მიწების ათვისებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა ვეტერანის ორდენით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- მოსკოვის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- III ხარისხის სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისათვის ორდენის კავალრები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- რუსი კომპოზიტორები
- რუსი დირიჟორები
- რუსი მუსიკოსები