შინაარსზე გადასვლა

The Beach Boys

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბიჩ ბოიზი)

The Beach Boys 2012 წელს გაერთიანებისას (მარცხნიდან მარჯვნივ): ბრაიან უილსონი, დევიდ მარკსი, მაიკ ლავი, ბრიუს ჯონსტონი და ელ ჯერდენი
ბიოგრაფია
წარმოშობა კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი როკი, პოპი, სერფ როკი, ფსიქოდელიური როკი
აქტიური 1961–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Capitol, Brother, Reprise, Caribou, CBS
წევრები მაიკ ლავი
ბრიუს ჯონსტონი
ყოფილი წევრები ელ ჯერდინი
ბრაიან უილსონი
კარლ უილსონი
დენის უილსონი
დევიდ მარკსი
რიკი ფატარი
ბლონდი ჩაპლინი
გლენ კემპბელი
საიტი www.thebeachboys.com
The Beach Boys ვიკისაწყობში

The Beach Boys — ამერიკული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1961 წელს კალიფორნიაში. მის შემადგენლობაში თავდაპირველად შედიოდნენ ბრაიან, დენის და კარლ უილსონები, მაიკლ ლავი და ელ ჯერდინი. ჯგუფის მენეჯერი იყო მერი უილსონი, უილსონების მამა. 1962 წელს The Beach Boys-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Capitol Records. მათი სიმღერები თავიდანვე გამოირჩეოდა ვოკალური ჰარმონიებით და ტექსტებით კალიფორნიელ ახალგაზრდობაზე და მის საყვარელ სერფინგზე. წლების შემდეგ ბრაიან უილსონის შემოქმედებითი ამბიციები იქცა ჯგუფის მუსიკალური მიმართულების დომინირებად ნაწილად. დიდი წარმატება იქონიეს უილსონის ავტორობით შექმნილმა ალბომმა Pet Sounds და სინგლმა Good Vibrations (1966). ორივე წარმოადგენდა წინა წლების სერფ როკისგან შორს გადადგმულ ნაბიჯს.

ნარკოტიკული საშუალებებისა და ჯანმრთელობის გამო უილსონმა დაკარგა კონტროლი ჯგუფზე. მიუხედავად ამისა, შემდეგ წლებში The Beach Boys-მა ბითლზსაც კი ძლიერი კონკურენცია გაუწია. 1980-იანი წლების შემდეგ ჯგუფში უამრავი პრობლემა წარმოიშვა, ძირითადად - ჰონორარების, სიმღერებზე საავტორო უფლებებისა და ჯგუფის სახელის გამოყენების გამო. 1996 წელს გამოვიდა მათი უკანასკნელი სტუდიური ალბომი, მაგრამ წარმოიშვა The Beach Boys-ის შემადგენლობისს სხვადასხვა ვერსიებიც (დენის და კარლ უილსონები გარდაიცვალნენ 1983 და 1998 წლებში).

The Beach Boys-ს ხშირად უწოდებენ ამერიკის ბენდს.[1][2][3] პორტალის Allmusic აზრით, უტყუარი შესაძლებებლობების ხარჯზე, იგი იქცა ამერიკის პირველ, საუკეთესო როკ ჯგუფად.[4] აშშ-ს ჩარტების საუკეთესო 40-ეულში სხვადასხვა დროს მოხვდა The Beach Boys-ის 36 სიმღერა (ყველაზე დიდი რაოდენობა აშშ როკ ჯგუფების ისტორიაში) და 56 - ბილბორდის 100-ეულში. მათ შორის ასევე არის ოთხი #1 პოზიციაზე მოხვედრილი სინგლი.[4] ჟურნალმა როლინგ სტოუნი The Beach Boys ყველა დროის 100 საუკეთესო მუსიკოსის სიაში #12 ადგილზე დაასახელა 100 Greatest Artists of All Time დაარქივებული 2008-06-20 საიტზე Wayback Machine. .[5] ბილბორდის მონაცემებით, სინგლებისა და ალბომების გაყიდვების მხრივ, The Beach Boys არის ყველა დროის ყველაზე პოპულარული ამერიკული ჯგუფი.[6] ძირითადი კვინტეტი, რომელშიც შედიან უილსონი, ლავი და ჯერდინი, 1988 წელს შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

The Beach Boys (1964)

16 წლის ასაკში ბრაიან უილსონს ეძინა ერთ ოთახში ძმებთან, დენისთან და კარლთან. იგი ხშირად ხედავდა, როგორ უკრავდა ფორტეპიანოზე მათი მამა, მერი უილსონი და უსმენდა The Four Freshmen-ის მსგავსი ჯგუფების ვოკალურ ჰარმონიებს. ერთხელ მან თავად ასწავლა ძმებს სიმღერის Ivory Tower ასეთი ჰარმონიებით. ღამეები დავუთმეთ ამას, ვმღეროდით რბილად, იმ იმედით, რომ მამას არ გავაღვიძებდით.[7] მე-16 დაბადების დღეზე ბრაიანს აჩუქეს ფირჩამწერი. მან ისწავლა ვოკალების ჩაწერა და მათი ჰარმონიაში გაერთიანება. თავად ფორტეპიანოზე უკრავდა და კარლს ასწავლა Rickenbacker-ზე დაკვრა, რომელიც ამ უკანასკნელმა საშობაო საჩუქრად მიიღო.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Still America's Band: The Beach Boys Today დაარქივებული 2008-12-24 საიტზე Wayback Machine. Kevin M. Cherry. National Review. Published July 8, 2002. Retrieved July 12, 2008.
  2. The Beach Boys: It must be summer, the Beach Boys are in town! დაარქივებული 2009-05-20 საიტზე Wayback Machine. toronto.com. Retrieved July 12, 2008.
  3. Beach Boys: Sunny pop veterans are still shining. Martin Lennon. Scotsman.com. Published May 16, 2008. Retrieved July 12, 2008.
  4. 4.0 4.1 allmusic The Beach Boys – Overview დაარქივებული 2005-03-10 საიტზე Wayback Machine. . John Bush. Allmusic. Retrieved July 12, 2008.
  5. The Immortals: The First Fifty. Rolling Stone Issue 946. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2008. ციტირების თარიღი: July 8, 2008.
  6. The Record Setters: Top 10 American Bands. Recordresearch.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2010-11-23.
  7. Wilson, p. 34
  8. Wilson, p. 35