ბიბერშტაინის ძირწითელა
იერსახე
ბიბერშტაინის ძირწითელა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Echium italicum subsp. biebersteinii (Lacaita) Greuter & Burdet, 1981 | |||||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||||
|
ბიბერშტაინის ძირწითელა (ლათ. Echium italicum biebersteinii) — ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა, იტალიური ძირწითელას ქვესახეობა. ადრინდელი წყაროები ცალკე სახეობად გამოყოფდნენ.[1] ღერო სიმაღლეში 30–100 სმ-ია, ძლიერ დატოტვილი. მთელი მცენარე მოკლე, უხეში და გაფარჩხული ბეწვითაა დაფარული. ფესვთანური ფოთლები 30 სმ-მდე სიგრძისაა, ლანცეტა ფორმის, ღეროსეული ფოთლები ვიწრო-ლანცეტაა. ყვავილედი ძლიერ დატოტვილი და ფართოსაგველასებურია. გვირგვინი მოთეთრო-მოვარდისფროა, შებუსული, ვიწროძაბრისებური. ყვავილობს ივნისში. ნაყოფმსხმოიარობს აგვისტოში.[2]
იზრდება მშრალ, ქვიან, რუდერალურ ადგილებში, ნათესებში. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე და ცენტრალურ აზიაში. გვხვდება მთელ საქართველოში.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Echium italicum subsp. biebersteinii (Lacaita) Greuter & Burdet. Global Biodiversity Information Facility. ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი, 2021
- ↑ 2.0 2.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 98.