ბეჩოს თემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბეჩო (მრავალმნიშვნელოვანი).
ბეჩო

ბეჩოს თემი (ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეული; სვან. ბეჩვი) — თემი ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, აერთიანებს 13 სოფელს: დოლასვიფი (თემის ცენტრი), ბაგვდანარი, გალაში, დოლი, მაზერი, ლანხვრი, ნაშთქოლი, ტვებიში, უშხვანარი, ქართვანი, ცხეკვანი, ჭკიდანარი, ჭოხულდი.

ისტორიულად შედიოდა ე. წ. სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში. სვანეთში რუსეთის იმპერიის მმართველობის დამყარების შემდეგ (XIX საუკუნის 50-იანი წლები) ბეჩოს ტერიტორიაზე, სოფელ მაზერში იყო სვანეთის საბოქაულოს ადმინისტრაციული ცენტრი.

დემოგრაფია

ზოგადი

2002 წლის აღწერის მონაცემებით თემში ცხოვრობდა 1 287 ადამიანი[1]. 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, თემში ცხოვრობს 761 კაცი საიდანაც 370 მამაკაცია, ხოლო 391 ქალი[2]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1 287[3][4]
2014 761[2]

სოფლების მიხედვით

N სოფელი 2002 წლის აღწერა[5] 2014 წლის აღწერა[2] ცვლილება
1. ბაგვდანარი 168 80
2. გალაში 38
3. დოლასვიფი 174 55
4. დოლი 162 52
5. ლანხვრი 29 19
6. მაზერი 195 159
7. ნაშთქოლი 43 19
8. ტვებიში 49 28
9. უშხვანარი 226 150
10. ქართვანი 88 53
11. ცხეკვანი 37
12. ჭკიდანარი 76 20
13. ჭოხულდი 77 51

ლიტერატურა

სქოლიო