იდლიანის თემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თემი
იდლიანის თემი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
მოსახლეობა 355[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები

იდლიანის თემითემი მესტიის მუნიციპალიტეტში. თემის შემადგენლობაში შედის სოფლები: იდლიანი, ლებურცხილა, ნაშიხვი, ჭალე. თემის ცენტრია სოფელი იდლიანი.

2012 წლის 17 სექტემბრის მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიხედვით „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე, ხაიშის თემის ტერიტორიული ორგანოს ნაწილზე ჩამოყალიბდა იდლიანის ტერიტორიული ორგანო[2].

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მონაცემებით თემში ცხოვრობდა 392 ადამიანი[3]. 2014 წელს კი ფიქსირდება კლება თემში ცხოვრობს 355 კაცი, საიდანაც 170 მამაკაცია, ხოლო 185 ქალი[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 392[4][5]
2014 355[1] Decrease2.svg

სოფლების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

N სოფელი 2002 წლის აღწერა[6] 2014 წლის აღწერა[1] ცვლილება
1. იდლიანი 321 292 Decrease2.svg
2. ლებურცხილა 71 34 Decrease2.svg
3. ნაშიხვი 12 Increase2.svg
4. ჭალე 17 Increase2.svg

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]