ბესარიონ კემულარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბესარიონ (ბესო) ვასილის ძე კემულარია (? — გ. 1921) — ქართველი ოფიცერი.

1916 წელს დაამთავრა ჩუჰუივის სამხედრო სასწავლებელი და პრაპორშჩიკად ჩაირიცხა რუსეთის არმიის ქვეით ჯარში.[1] 1918 წლიდან მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში. იყო თბილისის სამხედრო სკოლის ოფიცერი, შტაბს-კაპიტანი. გმირულად დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომის კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე 1921 წლის თებერვალში. 2019 წელს კემულარიას სახელი მიენიჭა ერთ-ერთ ქუჩას თბილისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელაში.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Чугуевское военное училище, «Офицеры русской императорской армии».
  2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №27, 2019 წლის 25 იანვარი. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.