ბენჯამინ ინგროსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბენჯამინ დანიელე ვალგრენ ინგროსო (დ. 14 სექტემბერი, 1997) — შვედი მომღერალი და კომპოზიტორი. ბავშვობაში ის მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ კონკურში. 2006 წელს მოიგო "ლილა მელოდიფესტივალი" სიმღერით - "ჰეი სოფია". გაიმარჯვა სატელევიზიო შოუში Let's Dance 2014 და ორჯერ მიიღო მონაწილეობა მელოდიფესტივალზე 2017 და 2018 წლებში. 2018 წელს გაიმარჯვა კიდეც და წარადგინა შვედეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ლისაბონში, სიმღერით "Dance you off".

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობობა და სიმღერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენჯამინ ინგროსომ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მიუზიკლში, მათ შორის Nils Karlsson Pyssling-ში. მოიგო "ლილა მელოდიფესტივალი" 2006 წელს, სიმღერით "ჰეი სოფია" და წარადგინა შვედეთი MGP Nordic 2006-ში სტოკჰოლმში და დაიკავა მეოთხე ადგილი.

2007 წელს ინგროსომ გამოუშვა სიმღერა "Jag är en astronaut" ("მე ვარ ასტრონავტი"), რომელიც მისმა ბიძამ ლინუს ვალგრენმა ჩაწერა და შეასრულა 1985 წელს. ბენჯამინის ვერსია შვედური ჩარტების მეორე ადგილზე მოხვდა. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო Allsång på Skansen-ში დედამისთან, პერნილა ვალგრენთან ერთად. ასევე იმონაწილევა Diggiloo tour-ში. 2008-2009 წლებში ბენჯამინმა ითამაშა მიუზიკლში Hujeda mej vá många sånger.[1] 2009 წელს Eldsjälsgala-ზე მან და დედამისმა შეასრულეს The Jackson 5-ის სიმღერა, შვედური თარგმანით.[2] 2009 წლის ბოლოს ინგროსომ შეასრულა რასმუსის როლი პიესაში "მაწანწალა რასმუსი" მარკოლიოსთან ერთად.[3]

2011 წელს ინგროსომ შეასრულა სიმღერა lillebror პიესა Karlsson på taket flyger igen-ში ("კარლსონი დაფრინავს სახურავზე") სტოკჰოლმში.[4] 2014 წლის თებერვალში მან განაცხადა, რომ გადაწყვიტა მიუზიკლებიდან წასვლა, რათა აქცენტი მთლიანად მუსიკასა და სიმღერების შექმნაზე გაეკეთებინა.[5] 2016 წლის ოქტომბერში მან გამოუშვა თავისი პირველი მუსიკალური "სინგლი" "Fall in Love", რომელიც შეასრულა TV4-ის გადაცემა Nyhetsmorgon-ში.[6] ამის შემდეგ რეკორდული ხელშეკრულება გააფორმა TEN Music Group-თან.[7]

ბენჯამინ ინგროსო მღერის Melodifestivalen 2017-ზე.

ინგროსომ მოიგო შვედეთის სატელევიზიო შოუ Let's Dance 2014  თავის პროფესიონალ მოცეკვავე პარტნიორთან სიგრიდ ბერნსონთან ერთად. მან ასევე მონაწილეობა მიიღო დედამისის, პერნილა ვალგრენის სატელევიზიო შოუში Wahlgrens värld ("ვალგრენების მსოფლიო"), რომელიც ეთერში გადის Kanal 5-ზე 2016 წლიდან..[8]

მელოდიფესტივალი და ევროვიზია 2018[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენჯამინ ინგროსომ მონაწილეობა მიიღო Melodifestivalen 2017-ში სიმღერით "Good Lovin", რომელიც მან დაწერა ლუი სკორლთან და მეტ პარდონთან ერთად.[9] გავიდა მეხუთე ადგილზე. [10] 2018 წელს მეორეჯერ სცადა ბედი, ამჯერად სიმღერით "Dance you off".[11] ბენჯამინმა გაიმარჯვა და წარადგინა შვედეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2018 წელს ლისაბონში. გადალახა ნახევარფინალი, ფინალში კი დაიკავა მეშვიდე პოზიცია, სადაც რვა ქვეყნის ჟიურისგან ქულათა მაქსიმუმი, 12 ქულა მიიღო.

ბენჯამინის სასცენო წარმოდგენა ნამდვილად გამორჩეული იყო. მან სიმღერა LED ნათურების ფონზე შეასრულა. შუქები დროდადრო იცვლებოდა. ეცვა ტყავის შავი ჟაკეტი, შავი ჯინსი და თეთრი უწინდო ფეხსაცმელი.[12]

Identification[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის სექტემბერში ინგროსომ თავისი სადებიუტო ალბომი გამოუშვა - Identification, რომელშიც შესულია მისი 12 სიმღერა, მათ შორის "Dance you off". [13]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენჯამინ ინგროსო დაიბადა შვედეთის ქალაქ დანდერიდში, ყოფილი მოცეკვავის და ამჟამად რესტორნის მფლობელის, ემილიო ინგროსოსა და მომღერალ პერნილა ვალგრენის ოჯახში. ჰყავს უფროსი ძმა ოლივერ ინგროსო, და ბიანკა ინგროსო და უმცროსი ნახევარძმა თეოდორ ვალგრენი. აგრეთვე, ის არის შვილიშვილი მსახიობების, ჰანს ვალგრენისა და კრისტინა სკოლინის და ძმისშვილი მსახიობების, ნიკლას ვალგრენისა და ლინუს ვალგრენის. ბენჯამინი არის Swedish House Mafia-ს ჯგუფის წევრის, სებასტიან ინგროსოს ბიძაშვილი.[14] ბენჯამინი არის იტალიური წარმომავლობის როგორც დედის, ისე მამის მხრიდან.[15][16]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაური წელი ადგილი ჩარტში
შვედეთი
[17]
ნორვეგია
[18]
Identification 2018 1 18

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლო მომღერლის რანგში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაური წელი ადგილი ჩარტში Certifications Album
შვედ
[19]
საფრ
[20]
შოტლ
[21]
ესპ
[22]
ბრიტ
[23]
"Fall in Love" 2015 56 Non-album singles
"Crystal Clear"
"Home for Christmas"
"Love You Again" 2016
"Good Lovin'" 2017 10
  • GLF: Platinum
"Do You Think About Me" 87
  • GLF: Gold
"One More Time" 79
"Dance You Off" 2018 2 78 80 69 61
  • GLF: Platinum
Identification
"Tror du att han bryr sig"
(with Felix Sandman)
7
[24]
  • GLF: Platinum
non-album single
"I Wouldn't Know" 30
[25]
Identification
"Behave" 8
[26]
"—" denotes a single that did not chart or was not released in that territory.

დუეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაური წელი ადგილი ჩარტში ალბომი
შვედეთი
"Paradise"[27]
(Ofenbach feat. Benjamin Ingrosso)
2018 99 Non-album single

სარეკლამო სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაური წელი ალბომი
"Hej Sofia" 2006 Non-album singles
"Jag är en austronaut" 2007

სხვა სოლო სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაური წელი ადგილი ჩარტში ალბომი
შვე
[28]
"I'll Be Fine Somehow" 2018 22 Identification
"So Good So Fine When You're Messing with My Mind" 29
"Spotlights" 53
"Happiness" 82
"No Sleep" 83
"Love Songs" 88
"Good Intentions" 89
"If This Bed Could Talk" 93
"All I See Is You" [A]
  1. "All I See Is You" did not enter the Swedish Singellista Chart, but peaked at number two on the Swedish Heatseeker Chart.[29]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Linus Wahlgrens regidebut till Helsingborg. წაკითხვის თარიღი: 7 March 2018.
  2. Lotta Engberg och Peter Jihde leder Eldsjälsgalan med miljonbingo i TV4 - TV4 - tv4.se. TV4.se. წაკითხვის თარიღი: 7 March 2018.
  3. Eijde, Malin. (13 September 2017) Benjamin Ingrosso: "Stå på utsålda arenor är fortfarande min dröm" - Blekinge Läns Tidning. წაკითხვის თარიღი: 7 March 2018.
  4. Benjamin Wahlgren, 16: Nu drar jag mig tillbaka. წაკითხვის თარიღი: 7 March 2018.
  5. Benjamin Wahlgren, 16: Nu drar jag mig tillbaka. წაკითხვის თარიღი: 7 March 2018.
  6. Benjamin Ingrosso - Fall in love. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 March 2018. წაკითხვის თარიღი: 7 March 2018.
  7. New music – Benjamin Ingrosso & Felix Sandman – TEN Music Group. წაკითხვის თარიღი: 7 March 2018.
  8. Radio, Sveriges. Swedish Eurovision star on celebrity families, bathrooms and writing hits - Radio Sweden. წაკითხვის თარიღი: 24 April 2018.
  9. Dahlander, Moa Linette Lindahl, Gustav. Benjamin Ingrosso i topp fem i Melodifestivalen 2017: ”Det är helt sjukt!”. წაკითხვის თარიღი: 7 March 2018.
  10. Eurovision Sweden: Mariette and Benjamin Ingrosso to the final of Melodifestivalen 2017! - ESCToday.com. esctoday.com (11 February 2017). წაკითხვის თარიღი: 7 March 2018.
  11. Sweden Melodifestivalen 2018: John Lundvik and Benjamin Ingrosso to the final. eurovisionworld.com (3 February 2018). წაკითხვის თარიღი: 7 March 2018.
  12. Sweden's Benjamin Ingrosso gets his spotlight on stage - Eurovision Song Contest Lisbon 2018. წაკითხვის თარიღი: 2018-05-13
  13. Diaz, Sebastian. (27 September 2018) Sweden: Benjamin Ingrosso talks love, loss and family in his debut album, 'Identification'. Wiwibloggs. წაკითხვის თარიღი: 28 September 2018
  14. Intervju med Benjamin Ingrosso Sveriges Radio Retrieved 10 March 2018
  15. Avslöjar familjens hemlighet. Aftonbladet. წაკითხვის თარიღი: 8 March 2018.
  16. Destination Lisbon (#14): Meet Benjamin Ingrosso from Sweden - Eurovision Song Contest Lisbon 2018. წაკითხვის თარიღი: 24 April 2018.
  17. Sverigetopplistan – Sveriges Officiella Topplista. Sverigetopplistan. წაკითხვის თარიღი: 5 October 2018.
  18. VG-lista – Topp 40 Album uke 40, 2018. VG-lista. წაკითხვის თარიღი: 6 October 2018.
  19. Benjamin Ingrosso discography – Swedish Charts. swedishcharts.com/ Hung Medien.
  20. Discographie Benjamin Ingrosso. წაკითხვის თარიღი: 20 May 2018.
  21. Official Scottish Singles Chart Top 100: 18 May 2018 – 24 May 2018. Official Charts Company. წაკითხვის თარიღი: 19 May 2018.
  22. Discography Benjamin Ingrosso. წაკითხვის თარიღი: 27 May 2018.
  23. Official Singles Downloads Chart Top 100. Official Charts Company. წაკითხვის თარიღი: 19 May 2018.
  24. Sverigetopplistan – Sveriges Officiella Topplista. Sverigetopplistan. წაკითხვის თარიღი: 25 May 2018.
  25. Sverigetopplistan – Sveriges Officiella Topplista. Sverigetopplistan. წაკითხვის თარიღი: 3 August 2018.
  26. Sverigetopplistan – Sveriges Officiella Topplista. Sverigetopplistan. წაკითხვის თარიღი: 5 October 2018.
  27. Paradise (feat. Benjamin Ingrosso) - Single by Ofenbach on Apple Music. წაკითხვის თარიღი: 27 August 2018.
  28. Sverigetopplistan – Sveriges Officiella Topplista. Sverigetopplistan. წაკითხვის თარიღი: 6 October 2018.
  29. Veckolista Heatseeker – Vecka 40, 5 oktober 2018. Sverigetopplistan. წაკითხვის თარიღი: 6 October 2018.