The Jackson 5

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Jackson 5

ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც Jackson 5ive, The Jackson Brothers, The Jacksons
წარმოშობა გერი, ინდიანა, აშშ
ჟანრ(ებ)ი რითმ-ენდ-ბლუზი, სოული, პოპ-მუსიკა, დისკო, ფანკი
აქტიური 1964–1989, 2001, 2009–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Steeltown, Motown, Philadelphia International, Epic
წევრები ჯეკი ჯექსონი
მარლონ ჯექსონი
ტიტო ჯექსონი
ჯერმეინ ჯექსონი
ყოფილი წევრები მაიკლ ჯექსონი
რენდი ჯექსონი
საიტი thejacksons.com
The Jackson 5 ვიკისაწყობში

Jackson 5 (იგივე The Jackson Five და The Jackson 5ive), აგრეთვე ცნობილი როგორც The Jacksons — ამერიკული საოჯახო ჯგუფი ინდიანას შტატიდან. მისი დამაარსებლები იყვნენ ჯეკი ჯექსონი, მარლონ ჯექსონი, ტიტო ჯექსონი, ჯერმეინ ჯექსონი და მაიკლ ჯექსონი. თავდაპირველად არსებობდა ტრიო The Jackson Brothers, რომელშიც მათი უფროსი ძმები შედიოდნენ.

Jackson 5 განსაკუთრებით აქტიური იყო 1964-1989 წლებში. მათი შემოქმედება მოიცავდა სოულის, პოპ-მუსიკისა და დისკოს ჟანრებს. მათმა უდიდესმა წარმატებამ დიდი პოპულარობა და შემოსავალი მოუტანა ლეიბლს Motown.

Jackson 5 იყო მუსიკის ისტორიაში პირველი ჯგუფი, რომელიც პირველი ოთხი სინგლი, გამოცემული სტაბილურ ლეიბლზე მოხვდა ბილბორდის 100-ეულში. ესენი იყო "I Want You Back", "ABC", "The Love You Save" და "I'll Be There". სხვა სინგლებმა ასევე მოიპოვეს წარმატება. პირველი ჰიტ-სინგლების ავტორები იყვნენ "The Corporation"-ის თანამშრომლები, ხოლო უფრო მოგვიანებით დაწერილი სიმღერები ჰოლ დეივისს ეკუთვნის.

იმის გამო, რომ მაიკლ ჯექსონი გამოეყო ჯგუფს და საკუთარ სოლო-კარიერაზე ზრუნვა დაიწყო, ჯგუფის სახელი შეიცვალა The Jacksons-ზე. სხვადასხვა დროს და საკონცერტო გამოსვლებზე ამ პროექტში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ძმები, არამედ მათი დებიც. ფორმალურად ჯგუფი დაიშალა, მაგრამ 2009 წლიდან ძმები ცდილობენ შეკრებას და საკონცერტო ტურნეს გამართვას.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
ლეიბლი Motown (The Jackson 5)
ლეიბლი CBS (The Jacksons)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Jackson_5&oldid=3533810“-დან