ბენზოის მჟავა
იერსახე
| ბენზოის მჟავა | |
| ზოგადი | |
|---|---|
| სისტემური სახელწოდება | ბენზოის მჟავა |
| ქიმიური ფორმულა | C6H5COOH |
| მოლური მასა | 122.12 გ/მოლი |
| ფიზიკური თვისებები | |
| სიმკვრივე | 1.2659 გ/სმ³ |
| თერმული თვისებები | |
| დნობის ტემპერატურა | 122.41 °C |
| დუღილის ტემპერატურა | 249.2 °C |
| კლასიფიკაცია | |
| CAS | 65-85-0 |
| PubChem | 243 |
ბენზოის მჟავა — ორგანული ნაერთი, უმარტივესი არომატული მჟავა, უფერო მბზინავი კრისტალები ქიმიური ფორმულით C6H5COOH. ნივთიერების დნობის ტემპერატურაა 122.41°C. წყალში ცუდად იხსნება, ორგანულ გამხსნელებში — კარგად. ადვილად აქროლადია, გამოიხდება წყლის ორთქლთან ერთად.
მიღება და გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბენზოის მჟავას ღებულობენ აზოტ- და ქრომმჟავით ტოლუოლის დაჟანგვისას, აგრეთვე ფთალმჟავას დეკარბოქსილირებით. ბენზოის მჟავას ფართოდ იყენებენ მედიცინაში, კვების მრეწველობაში, პარფიუმერიაში, მის სხვადასხვა წარმოებულს კი საღებრების სინთეზისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 306.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქიმიური უსაფრთხოების საერთაშორისო ბარათი 0103
- SIDS-ის თავდაპირველი შეფასების ანგარიში ნივთიერებისთვის ბენზოის მჟავა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისგან (OECD)