ბეენა ჩოლოყაშვილი
იერსახე
ბეენა ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი — XVI საუკუნის დასაწყისის ქართველი სასულიერო მოღვაწე. კახეთის მეფის ავ-გიორგის ყოფილი სახლთუხუცესი, შემდეგ ჯვრის მამა იერუსალიმში.
ბერად აღკვეცამდე მოღვაწეობდა კახეთის მეფის კარზე. შემდეგ მივლინებული იქნა იერუსალიმში „ჯუარის მამად“. იერუსალიმში 1511 ან 1512 წელს ჩავიდა და დაიწყო ბრძოლა უცხოელთაგან მიტაცებული ქართული სიძველეების დაბრუნებისა და რესტავრაციისათვის. როგორც ჯვრის მონასტრის ხელნაწერის მინაწერებიდან ჩანს, ჩოლოყაშვილის დავა ჰქონია სომხებთან იაკობის ტაძრის გამო. 1510-იან წლებში მან აიძულა ფრანცისკანელები დაეტოვებინათ გოლგოთა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბეენა ჩოლოყაშვილი ეგვიპტეში და წმიდა მიწაზე 1512-1514 წლებში : [ბრძოლა წმიდა ადგილებისათვის] / გოჩა ჯაფარიძე // საისტორიო კრებული : წელიწდეული. - თბილისი, 2011. - ISSN 1987-7285. - [ტ.]1. - გვ.82-138. - შენიშვნ.. - ბიბლიოგრ. გვ.135-138.