ბაფომეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Бафомет Элифаса Леви. На руках у изображенного существа написаны латинские слова SOLVE (СВОБОДА) и COAGULA (ЕДИНСТВО).
ბაფომეტი, ელიფას ლევი.

ბაფომეტი (ლათ. Baphometh, baffometi, ოქსი. Bafometz) — სატანისტური ღვთაების სახელი. პირველად გვხვდება 1195 წელს, ტრაბადურა გავაუდანას პოემაში, როგორც „მუჰამედის“[1] ლათინიზირებული ვერსია. 1307 წელს, ინკვიზიციის მიერ ტამპლიერთა ორდენის წევრების წინააღმდეგ მოძიებული ცნობების მიხედვით, რაინდები საიდუმლო რიტუალში თაყვანს სცემდნენ ღვთაება ბაფომეტს[2]. ღვთისმსახურები ბაფომეტში ხედავდნენ თავად სატანას და ტამპლიერებს ადანაშაულებდნენ ერეტიკოსობაში, რის შემდეგაც ორდენის მეთაური ჟაკ დე მოლი და ტამპლიერის დანარჩენი წევრები კოცონზე დაწვეს.

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ტამპლიერების მიერ ბაფომეტისადმი თაყვანისცემა, თავად ინკვიზიტორთა მიერ სპეციალურად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იყო, რითიც მათ საბაბი ეძლეოდათ ტამპლიერთა წევრები ერეტიკოსებად გამოეცხადებინათ, ხოლო ორდენის გაუქმებით ისინი მოაგვარებდნენ პრობლემებს, რომელსაც ორდენი საფრანგეთის მეფე ფილიპე IV-სა და თვით რომის ეკლესიას უქმინდა.

უახლეს ისტორიაში ღვთაება „აღადგინა“ ელიფას ლევიმ. პირველად ქრისტიანობის ისტორიაში ის ღიად გამოჩნდა ელიფას ლევის ნაშრომში „დოგმა და უმაღლესი მაგიის რიტუალში“. ეს იყო ანდროგენული არსება, რომლის ხელებზეც ეწერა ალქიმიური სლოგანი „Solve et Coagula“. სატანისტური ეკლესიის ჩამოყალიბებამდე, ბაფემოტის გამოსახვა არსად არ გვხდება და რა თქმა უნდა, ბაფომეტი არ ითვლებოდა სატანიზმის ძირითად სიმბოლოდ.

ლათინური სიტყვა „Baphomet“, მარჯვნიდად მარცხნივ იკითხება როგორც „Temohpab “—  რაც წარმოადგენს აკრონიმს: „Templi omnium hominum pacis abbas“: „მსოფლიო ტაძრის ხალხთა წინამზღვარი“.

ბაფომეტი და ტამპლიერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორდენის წევრებმა წამების ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას აღიარეს, რომ ისინი ეთაყვანებოდნენ ღვთაება „ბაფომეტს“; აღმოჩნდა, რომ ტამპლიერების სწავლება ისე განსხვავდებოდა ქრისტიანულისაგან, რომ მათ საკუთარი სიმბოლოები და რიტუალებიც კი ჰქონდათ. როგორც ოფიციალურად მტკიცდება, ტამპლიერთა ორდენის გაუქმების მთავარი მიზეზი მათი სიმდიდრე და ძალაუფლება იყო და შესაძლოა, ტამპლიერთათვის მიკუთვნილი ცოდვების დიდი ნაწილი ინკვიზატორთა მიერ გამოგონილი იყო.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ვერსიით ბაფომეტი — „მაჰომეტის“ (მუჰამედის)  დამახინჯებული ფორმაა. მეორე ვერსიით, ბაფომეტი არის გაერთიანება ორი ბერძნული სიტყვის, რაც „სიბრძნეში შთანთქმას“ აღნიშნავს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Michael Routledge (1999), «The Later Troubadours», The Troubadours: An Introduction, Simon Gaunt and Sarah Kay, edd. (Cambridge: Cambridge University Press), стр. 112: ab Luy venseretz totz lo cas / Cuy Bafometz a escarnitz / e·ls renegatz outrasalhitz (with his [i.e. Jesus'] help you will defeat all the dogs whom Mahomet has led astray and the impudent renegades).
  2. «In the 19th century a fresh impetus was given to the discussion by the publication in 1813 of Raynouard’s brilliant defence of the order. The challenge was taken up, among others, by the famous orientalist Friedrich von Hammer-Purgstall, who in 1818 published his Mysterium Baphometis revelatum, an attempt to prove that the Templars followed the doctrines and rites of the Gnostic Ophites, the argument being fortified with reproductions of obscene representations of supposed Gnostic ceremonies and of mystic symbols said to have been found in the Templars' buildings. Wilcke, while rejecting Hammer’s main conclusions as unproved, argued in favour of the existence of a secret doctrine based, not on Gnosticism, but on the unitarianism of Islam, of which Baphomet (Mahomet) was the symbol. On the other hand, Wilhelm Havemann (Geschichte des Ausganges des Tempelherrenordens, Stuttgart and Tubingen, 1846) decided in favour of the innocence of the order. This view was also taken by a succession of German scholars, in England by C. G. Addison, and in France by a whole series of conspicuous writers: e.g. Mignet, Guizot, Renan, Lavocat. Others, like Boutaric, while rejecting the charge of heresy, accepted the evidence for the spuitio and the indecent kisses, explaining the former as a formula of forgotten meaning and the latter as a sign of fraternité!» — Encyclopædia Britannica, 1911.