აკრონიმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკრონიმია (ბერძნ. ἄκρος, akros, "ბოლოში", "უკიდურესი" და ὄνομα, onoma, "სახელი") არის სიტყვათა ჯგუფის აბრევიაცია, რომელიც შედგება ამ სიტყვათა პირველი ასოებისგან და რომლის შედეგად მიღებული აკრონიმი წარმოითქმის, როგორც ერთი ჩვეულებრივი სიტყვა. ამ შემთხვევაში ლაპარაკობენ ასევე ლექსიკალიზაციაზეც. ამ მხრივ აკრონიმია განსხვავდება იმგვარი აბრევიაციისგან, რომლის ასოები ცალკეულ ბგერებად წარმოითქმის (მაგ. SNCF) და აბრევიაციისგან, რომელიც წარმოთქმისას გრძელდება (etc.).

ხმარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკრონიმი ჩვეულებრივ იწერება როგორც:

  • საზოგადო არსებითი სახელი. მაგ.: ლაზერი (laser - "Light Amplification by Stimulated Emission of Radiation"), შიდსი - "შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი:(aids - "Acquired Immune Deficiency Syndrome"), ამო - "ამოუცნობი მფრინავი ობიექტი" (ufo - "Unidentified flying object").
  • ან ასომთავრულით დაწყებული, როგორც საკუთარი სახელი. მაგ. Nasa ("National Aeronautics and Space Administration", ნასა), Nato ("North Atlantic Treaty Organization" , ნატო), Unesco ("United Nations Educational, Scientific and Cultural Organization ", იუნესკო).

აკრონიმთა დაწერილობის შესახებ საერთო წესი არ არსებობს, ამდენად ზემოთმოყვანილი ორივე შემთხვევა დასაშვებია.

აკრონიმებს უმეტეს შემთხვევაში არ გააჩნიათ მრავლობითი ფორმა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საზოგადო სახელს აღნიშნავენ: ლაზერები, რადარები და ა.შ.

რეკორდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოში ყველაზე გრძელ აკრონიმს წარმოადგენს რუსული Нииомтплабопармбетзелбетрабсбомонимонконотдтехстромонт (54 ასო), ინგლისურად NIIOMTPLABOPARMBETZHELBETRABSBOMONIMONKONOTDTEKHSTROMONT ("The laboratory for shuttering, reinforcement, concrete and ferroconcrete operations for composite-monolithic and monolithic constructions of the Department of the Technology of Building-assembly operations of the Scientific Research Institute of the Organization for building mechanization and technical aid of the Academy of Building and Architecture of the Union of Soviet Socialist Republics.").

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Abbreviations.com - აკრონიმებისა და აბრევიაციების მონაცემთა ბაზა
  • Acronym Finder - აკრონიმები და ინიციალიზმები (550,000-ზე მეტი მონაცემი)
  • All Acronyms - აკრონიმებისა და აბრევიაციების კოლექცია (600,000-ზე მეტი განსაზღვრება)