ჟაკ დე მოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჟაკ დე მოლი

ჟაკ დე მოლი[1] (ფრანგ. Jacques de Molay; დ. 16 მარტი (?), 1243 (1244 ან 1249), მოლი, საფრანგეთის სამეფო — გ. 18 მარტი (19 მარტი[2]), 1314 (1310[1]) — ტამპლიერთა უკანასკნელი (23-ე) დიდი მაგისტრი 1292 წლის 27 აპრილიდან 1314 წლის 18 (ან 19) მარტამდე. მისი მაგისტრად გახდომის დროს, ჯვაროსნებს (და მათ შორის ტამპლიერებს) წმინდა მიწაზე უკვე ყველა დასაყრდენი დაკარგული ჰქონდათ და თავს კვიპროსს აფარებდნენ. ჟაკი და სხვა ჯვაროსნები ცდილობდნენ პოზიციების აღდგენას და ლაშქრობებსაც აწყობდნენ სირია-პალესტინის სანაპიროს მიმართულებით. 1306 ან 1307 წელს ჟაკ დე მოლი ევროპაში გაემგზავრა. XIV საუკუნის დასაწყისში ფილიპე IV -მ დაიწყო ტამპლიერთა ორდენის წინააღმდეგ ბრძოლა. მათ ბრალი დასდეს მწვალებლობაში, მრავალ სხვა მანკიერებაში და 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს.[1] 1314 (ან 1310) წელს ჟაკ დე მოლი და სხვა ტამპლიერები კოცონზე დაწვეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Barber, Malcolm (1994). The New Knighthood: A History of the Order of the Temple. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-42041-5. 
  • Barber, Malcolm (2001). The Trial of the Templars, 2nd, Cambridge University Press. ISBN 978-0-521-67236-8. 
  • Jacques de Molay. The Catholic Encyclopedia. წაკითხვის თარიღი: 8 January 2010.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]