ბასილ აპოკაპესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ბასილ აპოკაპესი (ბერძ. Βασίλειος Ἀποκάπης) — მე-11 საუკუნის ბიზანტიელი მხედართმთავარი.

ბასილი ქართულ-სომხური არისტოკრატიული საგვარეულოს აპოკაპესების წარმომადგენელი იყო. ის პატრიკიოს მიქაელ აპოკაპესის შვილად მიიჩნევა, რომელიც დავით კურაპალატის (მ. 966–1001) კარზე მსახურობდა და მეფის კარავს დარაჯობდა. მოგვიანებით ბიზანტიის იმპერატორის მიხეილ IV პაფლაგონელის (მ. 1034–1041) მმართველობის დროს ქალაქ ედესის გამგებელად დაინიშნა.

1054 წელს, პატრიკიოსმა და სტრატეგოსმა, ბასილ აპოკაპესმა მანასკერტის ბრძოლაში სელჩუკთა მეთაურის თოღრულ-ბეგის ლაშქარი უკუაქცია. 1059-1065 წლებში პარისტრიონის თემის (თანამედროვე ჩრდილოეთ ბულგარეთი, დუნაის გასწვრივ) არქონტად (მაგისტროსი და დუქსი) დაინიშნა. 1064 წელს, ოღუზ თურქთა შემოსევევების დროს, ბიზანტიის მომავალ იმპერატორთან, ნიკიფორე III ბოტანიატესთან ერთად ტყვედ ჩავარდა, თუმცა ეპიდემიის გავრცელებამ დამპყრობელთა ლაშქარი გაანადგურა და ტყვედ ჩავარდნილები მალევე განთავისუფლდნენ.[1] 1071 წელს, ანდრონიკოს დუკას მიერ რომანოზ IV დიოგენის დამარცხების შემდეგ, ის სომეხი წარმოშობის ბიზანტიელი მხედართმთავრის, ფილარეტოს ბრახაიმიოსთან იმყოფებოდა, რომელიც კილიკიაში დამკვიდრდა. ამ უკანასკნელს ის 1077 წლიდან გარდაცვალებმდე, 1083 წლამდე ემსახურებოდა როგორც ედესის გამგებელი.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Grünbart, M., "Die Familie Apokapes im Licht neuer Quellen," in N. Oikonomides, ed., Studies in Byzantine sigillography, V (Washington, DC, 1998), 29-41.
  • Alexios G. C. Savvides. The Armenian-Georgian-Byzantine family of Apocapes/Abukab in the 11th c., Δίπτυχα 5 (1991), 96-104.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Florin Curta (2006), Southeastern Europe in the Middle Ages, 500-1250, p. 298. Cambridge University Press, ISBN 0-521-81539-8.
  2. Speros Vryonis, Jr. The Will of a Provincial Magnate, Eustathius Boilas (1059). Dumbarton Oaks Papers, Vol. 11, 1957 (1957), pp. 263-277.