შინაარსზე გადასვლა

ბასილის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბასილის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დგას სოფლ რესის განაპირას, მთის ფერდობზე. აგებულია XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე.

ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (3,6x4 მ), უაფსიდო, ნაგებია ფიქლის ქვით. შესასვლელი სამხრეთ კედლის შუა ნაწილშია გაჭრილი. აღმოსავლეთ კედლის ღერძზე და ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში მცირე ზომის ნიშია, ჩრდილოეთ ნიშის ქვემოთ, ორ ლოდზე ფიქლის ბრტყელი ქვა ძევს. სამხრეთ კედელში, რომელიც ინტერიერისაკენ ოდნავ ფართოვდება. სარკმელში ხის გისოსია ჩამაგრებული. სამხრეთის ფასადზე, კარის დასავლეთით, მცირე ნიშია. ფასადზე შემორჩენილია ნალესის კვალი. ეკლესიას თუნუქის ორფერდა სახურავი აქვს. თავდაპირველად გადახურული იყო ფიქლის დიდი ფილებით. ეკლესიას შემოვლებული აქვს ფიქლის ქვით ნაშენი დაბალი გალავანი. გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მოწყობილია ქვის ჩამოსაჯდომი.