ბარტოშ სტაშევსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბარტოშ სტაშევსკი
Bart Staszewski Tolerantia (cropped).jpg
დაბადების თარიღი 23 სექტემბერი, 1990 (1990-09-23) (31 წლის)
მალმე, შვედეთი
ეროვნება პოლონელი
მოქალაქეობა პოლონეთი
საქმიანობა კინორეჟისორი, აქტივისტი
ჯილდოები ევროპული ტოლერანტობის პრემია (2019)

ბარტოშ სტაშევსკი (ინგლ. Bartosz Staszewski; დ. 23 სექტემბერი, 1990 წელი, მალმე, შვედეთი)[1] - პოლონელი კინორეჟისორი, ასევე სოციალური და ლგბტ აქტივისტი. ის არის დოკუმენტური ფილმის თვრამეტი მუხლის შემქმნელი თანასწორობის მსვლელობის შესახებ ლუბლინში და ფონდი Miśćość Nie Wyklucza-ს დამფუძნებელი, რომელიც ხელს უწყობს ერთსქესიანთა ქორწინებას პოლონეთში.[2][3] თავისი საქმიანობის გამო ის ხშირად გამხდარა მუქარის სამიზნე.[4][5][6]

აქტივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანჟელა გეტლერის პოლონეთის ლგბტ დროშა
2018 წლის თანასწორობის მსვლელობა ლუბლინში

საქმიანობა დუბლინში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლონეთის ლგბტ დროშა 2018 წელს თანასწორობის მარშში ჩესტოხოვაში (სტაშევსკი მარცხნივ)

2018 წელს სტაშევსკი იყო ოფიციალური ორგანიზატორი ლუბლინში ჩატარებული პირველი თანასწორობის მარშისა, რომელიც დაგეგმილი იყო 13 ოქტომბერს. 9 ოქტომბერს ლუბლინის პრეზიდენტმა კანონში შემოიღო მუხლი რითაც კრძალავდა საზოგადოების შეკრებას რითაც საფრთხე ექმნებოდა ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას.[7][8] პოლონეთის ომბუდსმენმა ადამ ბოდნარმა გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა პოლონეთის კონსტიტუციაში შეტანილ შეკრების თავისუფლების გარანტიას. მანამდე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მსვლელობის აკრძალვა არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, მას შემდეგ რაც მერმა ლეხ კაჩინსკიმ იმავე მიზეზით სცადა აეკრძალა ვარშავაში თანასწორობის აღლუმი.[9] სტაშევსკიმ საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება. საბოლოოდ ეს კანონი გაუქმებულ იქნა სასამართლოს მიერ.

2019 წლის აპრილში შეიქმნა თანასწორობის ორგანიზაცია ლუბლინში (Stowarzyszenie Marsz Równości w Lublinie), რომლის მიზანია იმოქმედოს ლუბლინისა და ლუბლინის პროვინციების ლგბტ თემების სასარგებლოდ, თანასწორობის მსვლელობის ორგანიზების ჩათვლით.[10] წინა წლის ვითარების მსგავსად, 2019 წლის 24 სექტემბერს კრიშტოფ ჩუკმა კიდევ ერთხელ გამოსცა აკრძალვა მსვლელობის შესახებ ლუბლინში, რომელიც დაგეგმილი იყო 28 სექტემბერს. სტაშევსკიმ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში, რომელმაც ორი დღის შემდეგ შეცვალა ეს კანონი.[11] თანასწორობის მსვლელობის დროს, ცოლ-ქმარმა სცადა ასაფეთქებელი ნივთიერებების აფეთქება,[12] თუმცა პოლიციამ ისინი დროულად შეაჩერა.[13] სასამართლო განხილვის დროს ექსპერტთა დასკვნით დადგინდა, რომ ხალხში ასეთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქებამ შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შემთხვევა.[14] პროკურორთან შუამდგომლობის შემდეგ, მათ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - ბრალდება შემოიფარგლებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო წარმოება და შენახვა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა მრავალი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.[15]

პოლონეთის ლგბტ დროშა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წელს ჩესტოხოვაში მარტის დროს, ბარტოშ სტაშევსკიმ შექმნა პოლონეთის ლგბტ დროშა თეთრი არწივით ცისარტყელას ფონზე. ამან გამოიწვია დიდი კრიტიკა და სახელმწიფო უწყებებმა მიიღნიეს, რომ ამგვარი ჩვენება წარმოადგენდა სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფას და შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა იოაკიმ ბრუძინსკიმ დაადანაშაულა სტეშევსკი პოლონეთის ეროვნული სიმბოლოების შეურაცხყოფაში[16]. ბრუძინსკის ქმედებებმა გამოიწვია ლგბტ საზოგადოების პროტესტი ლოზუნგით „ცისარტყელა არ შეურაცხყოფს“ (Tęcza nie obraża), პროკურატურამ უარი თქვა გამოძიების დაწყებაზე დანაშაულებრივი ქმედების ნიშნების არქონის გამო. ამ შემთხვევამ დროშის ამ ვერსიის პოპულარიზაცია მოახდინა ლგბტ საზოგადოებაში.[17]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტაშევსკი ნომინირებული იყო სხვადასხვა ჯილდოზე. 2019 წელს მას მიენიჭა ევროპული ტოლერანტობის პრემია.[18] 2020 წლის სექტემბერში იგი ობამას ფონდმა აირჩია ლიდერების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად: ევროპა 2020 პროგრამაში, როგორც 35 "მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორში მომუშავე განვითარებადი ლიდერებიდან, რომლებმაც აჩვენეს ერთგულება საერთო სიკეთის წინსვლისთვის".[19] სტაშევსკი ასევე იყო Bloomberg Businessweek "Ones to Watch" 2020 სიაში.[20] 2021 წლის თებერვალში ის გამოჩნდა Time 100 Next 2021 ჩამონათვალში განვითარებადი ლიდერების სიაში, რომლებიც ქმნიან მომავალს. [21]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2014: Tableciarze
  • 2017: Artykuł osiemnasty (ინგლისური: თვრამეტი მუხლი - დოკუმენტური)

თვრამეტი მუხლი არის 2017 წლის დოკუმენტური ფილმი, რომლის პრემიერა შედგა 2017 წლის 21 აპრილს ვარშავაში ლგბტ ფილმების ფესტივალის დროს და მოგვიანებით ნაჩვენები იქნა სხვა ქალაქებში, ფესტივალის ფარგლებში.[22] ფილმის სათაური ეხება პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მე -18 მუხლს.[23]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hannakampf, Sabine. European Tolerantia Awards 2019 de-de (6 October 2019). ციტირების თარიღი: 10 August 2020.
  2. Zespół pl-PL. ციტირების თარიღი: 10 August 2020.
  3. Domagała, Małgorzata (17 June 2020). „Urodził się w Szwecji, kręci filmy, jest gejem. Dziś Bartosz Staszewski spotka się z Andrzejem Dudą“. Gazeta Wyborcza. ციტირების თარიღი: 2 September 2020.
  4. Wyborcza.pl. ციტირების თარიღი: 2021-04-01
  5. Bart Staszewski: „Najgorsze są groźby śmierci" [POWIĘKSZENIE]. ციტირების თარიღი: 2021-04-01
  6. warszawa.wyborcza.pl. ციტირების თარიღი: 2021-04-01
  7. AG. (9 October 2018) Marsz Równości w Lublinie. Prezydent Krzysztof Żuk zakazał marszu i kontrmanifestacji pl-PL. ციტირების თარიღი: 10 August 2020
  8. Ambroziak, Anton (9 October 2018). „Prezydent Lublina zakazał Marszu Równości. "PO boi się, że Marsz im zaszkodzi w wyborach". oko.press. ციტირების თარიღი: 2 September 2020.
  9. „Prezydent Lublina zakazał pierwszego w mieście Marszu Równości“. www.polityka.pl (პოლონური). 9 October 2018. ციტირების თარიღი: 2 September 2020.
  10. Nasza historia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 10 August 2020.
  11. Marsz Równości 2019. Sąd uchylił zakaz prezydenta Lublina pl (26 September 2019). ციტირების თარიღი: 10 August 2020
  12. Małżeństwo z Lublina montowało bomby. Chcieli je wnieść na Marsz Równości pl (2019-10-02). ციტირების თარიღი: 2021-04-01
  13. Jest wyrok dla niedoszłych terrorystów – przeciwników Marszu Równości z Lublina pl-PL (2020-02-21). ციტირების თარიღი: 2021-04-01
  14. Baran, oprac Violetta. (2019-10-01) Marsz Równości w Lublinie. Szykowano zamach na jego uczestników? pl. ციტირების თარიღი: 2021-04-01
  15. Lublin: Rok więzienia dla małżeństwa, które przyszło na Marsz Równości z bombą - Wiadomości pl (1582214076). ციტირების თარიღი: 2021-04-01
  16. Biały orzeł na tęczowym tle. Minister Brudziński zarzuca "profanację" symboli narodowych. ციტირების თარიღი: 10 August 2020
  17. Tęcza nie obraża? "Dzięki fobiom Brudzińskiego flaga dotarła do szerszej publiczności" [WYWIAD]. ციტირების თარიღი: 10 August 2020
  18. Hannakampf, Sabine. (2019-10-06) European Tolerantia Awards 2019 de-de. ციტირების თარიღი: 2021-04-01
  19. „Obama Foundation. Leaders: Europe“. ციტირების თარიღი: 6 September 2020.
  20. „The Bloomberg 50“. Bloomberg.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-04-01.
  21. „TIME 100 Next 2021: Meet the Emerging Leaders Shaping the Future“. ციტირების თარიღი: 18 February 2021.
  22. Repertuar - Artykuł Osiemnasty | Kinoteka | Filmowe Centrum Warszawy (8 April 2017). ციტირების თარიღი: 20 August 2020
  23. The Constitution of the Republic of Poland. ციტირების თარიღი: 20 August 2020