შინაარსზე გადასვლა

ბარსელონის მეტროპოლიტენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბარსელონას მეტროპოლიტენი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარსელონა (მრავალმნიშვნელოვანი).
ბარსელონის მეტროპოლიტენი
ესპ. Metro de Barcelona
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: ესპანეთი ესპანეთი
ქალაქი ბარსელონა
გახსნის თარიღი 1924 წ.
ხაზის სიგრძე 166 კმ. (2022 წ.)
სადგურთა რაოდენობა 189 (2022 წ.)
ხაზთა რაოდენობა 12
მგზავრები დღეში 1,13 მლნ. (2019 წ.)
მგზავრები წელიწადში 411,95 მლნ. (2019 წ.)
ხაზების სქემა

ბარსელონის მეტროპოლიტენი (ესპ. და კატ. Metro de Barcelona) — მეტროპოლიტენი კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში და მის შემოგარენში, რომელიც წარმოადგენს საქალაქო საზოგადოებრივი ჩქაროსნული ტრანსპორტის სახეობას. ბარსელონის მეტრო ამუშავდა 1924 წელს.

2023 წლისთვის ბარსელონის მეტროს სისტემაში შედის 189 სადგური 12 ხაზზე, საერთო სიგრძით 166 კმ. მიმდინარეობს სამუშაოები კიდევ 2 ხაზის დასამატებლად.

ბარსელონის მეტროპოლიტენს ემსახურება 2 ოპერატორი: TMB (კატ. Transports Metropolitans de Barcelona) და სარკინიგზო კომპანია FGC (კატ. Ferrocarrils de la Generalitat de Catalunya კატალონიის სახელმწიფო სარკინიგზო გზები).

მგზავრობის ღირებულება €2,20. ვარდისფერი ბილეთი კომპოსტირებიდან 1 საათი და 15 წუთი მოქმედებს ქალაქის ყველა სახეობის ტრანსპორტზე.

ბარსელონის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი გაიხსნა 1924 წ.-ის 30 დეკემბერს კომპანია Gran Metropolitano de Barcelona-ის მიერ და კატალონიის მოედანს აკავშირებდა ლესეპსის სადგურთან: ახლა ეს რეგიონი მიეკუთვნება მესამე კვანძს. მეორე ხაზი, აშენდა კონკურენტი კომპანიის Metropolitano Transversal-ის მიერ და გაიხსნა 1926 წლის 10 ივნისს 1929წლის მსოფლიო გამოფენისთვის და აკავშირებდა ორ სარკინიგზო კვანძს, RENFE-ს ექსპლუატატორებს. მომდევნო მეტროს გახსნა მხოლოდ 1946 წელსღა მოხერხდა. ახალ მშენებლობებს ხელი ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პრობლემებმა შეუშალა.

1951 წელს ორივე ოპერატორი ქალაქს დაექვემდებარა. ასეთი გადაწყვეტილება ქსელის სწრაფი განვითარების მიზნით მიიღეს.

დღეისათვის მეტროს სქემებზე ასევე აღნიშნულია ფუნიკულიორის ხაზიც, რომელიც ინტეგრირებულია მეტროპოლიტენთან, და 2 ტრამვაის სისტემა: Trambaix და Trambesòs.

ბარსელონის მეტროს ხაზებს არ გააჩნია სახელები. მათი განსხვავება ხდება ნომრებით. ხაზებს 1 - 5 და 11 ემსახურება TMB, 6 - 8 კატალონიის სარკინიგზო გზები.

ხაზის ნომერი რუკის ფერი გაიხსნა მარშრუტი
ხაზი 1 წითელი 1926 Hospital de Bellvitge - Fondo
ხაზი 2 მეწამული 1995 Paral·lel - Pep Ventura
ხაზი 3 მწვანე 1924 Zona Universitària - Trinitat Nova
ხაზი 4 ყვითელი 1973 Trinitat Nova - La Pau
ხაზი 5 ლურჯი 1959 Cornellà Centre - Horta
ხაზი 11 სალათისფერი 2003 Trinitat Nova - Can Cuiàs
ხაზი 12 ნაცრისფერი 2016 Sarrià - Reina Elisenda
ხაზის ნომერი რუკის ფერი გაიხსნა მარშრუტი
ხაზი 6 ლურჯი 1863 Pl. Catalunya - Reina Elisenda
ხაზი 7 ყავისფერი 1954 Pl. Catalunya - Av. Tibidabo
ხაზი 8 ვარდისფერი 1912 Pl. Espanya - Molí Nou-Ciutat Cooperativa

ფუნიკულიორის ტიპის რკინიგზა, რომელიც რუკებზე ხშირად მეტროს ნაწილად არის ხოლმე აღნიშნული.

ხაზის ნომერი რუკის ფერი გაიხსნა მარშრუტი
Funicular de Montjuïc მუქი მწვანე 1929 Paral·lel - Parc de Montjuïc