ბანიოს ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბანიოს ბრძოლა
კამერუნის კამპანიის ნაწილი
თარიღი 4-6 ნოემბერი, 1915 წელი
მდებარეობა ბანიო, კამერუნი
შედეგი ბრიტანეთის გამარჯვება
მხარეები
ბრიტანეთის იმპერია გერმანიის იმპერია
მეთაურები
ბრიგადის გენერალი ფრედერიკ ჰიუ კანლიფი

კაპიტანი ბოუიერ-სმიტი

კაპიტანი ადოლფ შიპერი
ძალები
უცნობია 23 ევროპელი

200 აფრიკელი

დანაკარგები
50 3 ევროპელი

25 აფრიკელი

ბანიოს ბრძოლის (ბანჯოს ბრძოლა)-ბრძოლა, რომლის დროსაც, ბრიტანულმა ძალებმა ალყა შემოარტყეს გერმანიის ძალებს, რომელიც ბანჯოს მთაზე იყო შემორჩენილი 1915 წლის 4-დან 6 ნოემბრამდე, პირველი მსოფლიო ომის კამერუნის კამპანიის დროს. 6 ნოემბრისთვის გერმანული ძალების დიდი ნაწილი დანებდა დანარჩენი გარდაიცვალა. ბრძოლას მოჰყვა მოკავშირეების გამარჯვება და გერმანიის წინააღმდეგობის დაშლა ჩრდილოეთ კამერუნში.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთსა და გერმანიას შორის ომის დაწყების შემდეგ 1914 წლის ზაფხულში, ბრიტანულმა ძალებმა მეზობელ ნიგერიაში განახორციელეს თავდასხმა გერმანიის ციხესიმაგრეებზე გარუაში ჩრდილოეთ კამერუნში. გარუას პირველ ბრძოლაში სიმაგრეების აღების წარუმატებლობისა და დიდი დანაკარგების მიტანის შემდეგ, ბრიტანულმა ძალებმა სასაზღვრო რეგიონებში თავდაცვითი სტრატეგია აირჩიეს. გერმანელმა სარდალმა, ფონ კრაილსჰაიმმა გარუაში ნდობა მოიპოვა დასაზღვრის გასწვრივ დარბევა მოაწყო, რომელიც მოიგერიეს გურინის ბრძოლაში, 1915 წლის აპრილში.[1]გერმანიის დამარცხების შემდეგ, კაპიტანმა ადოლფ შიპერმა დაჭრილი გერმანელი ჯარისკაცები სამხრეთით მდებარე ბანჯოს ციხესიმაგრეში მიიყვანა. გერმანიის დარბევამ გამოიწვია შურისძიება ამ მხარეში ბრიტანელი მეთაურის, ჰიუ კანლიფისგან, რომელმაც საბოლოოდ დაიპყრო გარუას ციხესიმაგრეები გარუას მეორე ბრძოლაში. ივლისში, კანლიფმა გაიმარჯვა ნგაუნდერეს ბრძოლაში, თუმცა, ძლიერი წვიმის გამო, კანლიფმა არჩია მონაწილეობა მიეღო მორას ალყაში,გერმანული ბაზა ჯაუნდესკენ (დღევანდელი იაუნდე) ნაცვლად იმისა, გამართულიყო .[2]

ამინდის პირობების გაუმჯობესების გამო, კანლიფმა ოქტომბერში სამხრეთის მიმართულებით მოძრაობა განაახლა. 22 ოქტომბერს კანლიფის ძალებმა ქალაქი ბამენდა დაიკავეს.24 ოქტომბერს ბრიტანულმა ჯარებმა სოფელი ბანიო დაიკავეს.[3] 3 ნოემბერს სვეტმა დაიკავა ქალაქი ტიბატი, დაახლოებით 90 კილომეტრში ნგაუნდერეს სამხრეთ-დასავლეთით. გერმანული ციხე ქალაქ ბანიოს მახლობლად ბორცვზე იყო ნიგერიის საზღვართან და ეს იყო გერმანიის ბოლო დასაყრდენი ჩრდილოეთ კამერუნში, რომელიც იდგა კუნიფსა და ჟაუნდს შორის. ციხე მდებარეობდა მთის თავზე ციცაბო ფერდობებით, მაგრამ შედარებით ბრტყელი მწვერვალით. მთის კალთებზე მდებარეობდა რამდენიმე ლოდი.[2] ბრძოლისთვის მომზადებისას გერმანიის ჯარებმა ააშენეს დაახლოებით 300 სანგარი ამ ლოდებს შორის და ააშენეს მრავალი სამაგრი ბორცვის ფერდობებზე.[4][5]კაპიტან ადოლფ შიპერის მეთაურობით, ციხე მოემზადა დიდხნიანი ალყისთვის, როგორიც მორასა და გარუაში იყო. ბრძოლის გამართვამდე გარნიზონმა სასოფლო-სამეურნეო კულტივირებისთვის მთის მწვერვალიც კი მოამზადა.[6]1915 წლის ოქტომბრისთვის ციხეს იცავდა 23 ევროპელი ოფიცერი და დაახლოებით 200 ადგილობრივი ასკარი.[1]

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანულმა ძალებმა დაიკავეს ქალაქი ბანჯო ოქტომბრის ბოლოდან, ბრძოლა არ დაწყებულა მანამ, სანამ ციხესიმაგრის დაკავების მცდელობა არ განხორციელდა. 4 ნოემბრის დილით, ბრიტანულმა კომპანიამ კაპიტან ბოუიერ-სმიტის მეთაურობით დაიწყო თავდასხმა გერმანიის თავდაცვაზე სამი არტილერიის მხარდაჭერით, რომლებიც მოტანილი იყო.[7] ძლიერი ნისლის მიუხედავად, ბრიტანულმა ძალებმა გერმანელი დამცველების გაოცება შეძლეს. კონფლიქტის დროს მოკლეს ბოუიერ-სმიტი[8]. იმ ღამით ხუთმა ბრიტანულმა კომპანიამ სცადა კიდევ ერთი თავდასხმა გორაზე. გერმანელებმა შეძლეს შეტევის შეკავება მომავალი ქვეითების დინამიტით დაბომბვით. 5 ნოემბერს, ბრიტანული ძალები დარჩნენ პოზიციონირებულნი გორაკის ფერდობებზე მწვერვალიდან დაახლოებით 100 მეტრში. [8]ამ დროს სამი ბრიტანული საარტილერიო საბრძოლო მასალის ამოწურვა დაიწყო,თუმცა იმ საღამოს კიდევ ხუთი არტილერიის ნაწილი მოვიდა და ამან საშუალება მისცა მათ, რომ კიდევ ერთი თავდასხმა განეხორციელებინათ ციხეზე.[9] 5 ნოემბრის ღამეს, ჭექა-ქუხილის დროს განხორციელდა საბოლოო შეტევა.[10] როდესაც ნიგერიის ჯარებმა საბოლოოდ მიაღწიეს მწვერვალს, დაიწყო ბრძოლა ახლო უბნებში, რაც ორივე მხარეს დიდ მსხვერპლად დაუჯდა. ბრძოლის დროს, გერმანული გარნიზონის დიდი ნაწილი გაიქცა, ხოლო ისინი, რომლებიც დარჩნენ, დანებდნენ 1914 წლის 6 ნოემბრის დილისთვის.[11]გერმანელი სარდალი, კაპიტანი ადოლფ შიპერი, დაიღუპა ბრძოლის დროს[12] დაახლოებით 27 სხვა გერმანელ ჯარისკაცთან ერთად. ბრიტანეთის დანაკარგები მოიცავდა დაახლოებით 50 მოკლულს.[10]

შემდგომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლის შემდეგ ბრიტანულმა ჯარებმა შეძლეს გერმანელი დეზერტირების უმეტესობის დაკავება. როდესაც ბრიტანელებმა დაიკავეს ციხე ბანჯოში, მათ აღმოაჩინეს, რომ ეს იყო საკმაოდ ძლიერი პოზიცია საკმარისი საბრძოლო მასალისა და მარაგით შემდგომი წინააღმდეგობისთვის. მწვერვალზე გერმანელებს ჰყავდათ ღორი, ცხვარი და 226 პირუტყვი.[13] ბრიტანეთის გამარჯვება ბანჯოში იმას ნიშნავდა, რომ გერმანიის წინააღმდეგობა ჩრდილოეთ კამერუნში პრაქტიკულად დასრულდა. ჩრდილოეთით მდებარე კანლიფის ძალებმა ახლა შეძლეს კონტაქტში შესულიყვნენ სამხრეთ-დასავლეთში მდებარე დობელთან. გერმანიის ციხესიმაგრის აღებამ საშუალება მისცა მეორე თავდასხმას იაუნდეზე და ამან გამოიწვია გერმანელების გაქცევა ნეიტრალურ ესპანურ კოლონიაში რიო მუნიში.[14][15]

ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • [1]In the Cameroons - Allies' Success./კამერუნებში - მოკავშირეების წარმატება. Ashburton Guardian 23 Nov. 1915
  • Dane, Edmund. British Campaigns in Africa and the Pacific, 1914-1918,/დანი, ედმუნდ. ბრიტანეთის კამპანიები აფრიკასა და წყნარ ოკეანეში, 1914-1918 წწ.
  • Germans in East and West Africa. Journal of the African Society 15 (1915)/გერმანელები აღმოსავლეთ და დასავლეთ აფრიკაში. აფრიკული საზოგადოების ჟურნალი 15 (1915): 1-10
  • Burg, David F., and L. Edward. Purcell. Almanac of World War I./ბურგი, დევიდ ფ. და ლ. ედვარდი. პერსელი. პირველი მსოფლიო ომის ალმანახი.
  • O'Neill, Herbert C. The War in Africa and the Far East./ონეილი, ჰერბერტ კ. ომი აფრიკასა და შორეულ აღმოსავლეთში.
  • Strachan, Hew. The First World War in Africa/სტრაჩანი, ჰიუ. პირველი მსოფლიო ომი აფრიკაში. ISBN 0-199-25728-0
  • Wood, Leonard, Austin M. Knight, Frederick Palmer, Frank H. Simonds, and Arthur B. Ruhl. The Story of the Great War: With Complete Historical Record of Events to Date./ვუდი, ლეონარდ, ოსტინ მ. ნაითი, ფრედერიკ პალმერი, ფრენკ ჰ. სიმონდსი და არტურ ბ. რული. დიდი ომის ისტორია: მოვლენების სრული ისტორიული ჩანაწერით დღემდე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Wood et al. ტომი 6, გვ. 1702.
  2. 2.0 2.1 Germans in East and West Africa, 1915 გვ. 1-10.
  3. O'Neill 1918, გვ. 60.
  4. Dane 1919, გვ. 185.
  5. Strachan 2004
  6. Dane 1919, გვ. 186
  7. O'Neill 1918, გვ. 60
  8. 8.0 8.1 Dane 1919, გვ. 186
  9. O'Neill 1918, გვ. 61
  10. 10.0 10.1 Ashburton Guardian, 23 Nov. 1915
  11. Burg 1998, გვ. 89
  12. Walter 2001, გგ. 39-42
  13. Dane 1919, გვ. 186
  14. O'Neill 1918, გვ. 61.
  15. Dane 1919, გვ. 187