ბანდი-თურქესტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბანდი-თურქესტანი
ავღანეთის ფიზიკური რუკა
ავღანეთის ფიზიკური რუკა
კოორდინატები: 35°23′39″ ჩ. გ. 64°21′54″ ა. გ. / 35.39417° ჩ. გ. 64.36500° ა. გ. / 35.39417; 64.36500
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
ტერიტორიული ერთეული ბადღისის პროვინცია
ფარიაბის პროვინცია
სარიპულის პროვინცია
უმაღლესი წერტილი ჰაუზი-ქაუდი
სიმაღლე 3530 
სიგრძე 300 კმ
ბანდი-თურქესტანი — ავღანეთი
ბანდი-თურქესტანი

ბანდი-თურქესტანი, ბანდე-თურქესტანი — ქედი ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ფაროფამიზის სისტემაში. ადმინისტრაციულად მოქცეულია ბადღისის, ფარიაბისა და სარიპულის პროვინციების ტერიტორიაზე. გამოეყოფა საფედქოჰის ქედს გასწვრივი ღრმულით, რომელზედაც გაედინება მდინარე მურღაბი. გადაჭიმულია დაახლოებით 300 კმ-ზე. სიმაღლე 3530 მ (მთა ჰაუზი-ქაუდი).[1] უმეტესწილად აგებულია კირქვებითა და ფიქლებით. ჩრდილო-დასავლეთით ბანდი-თურქესტანი გადადის ყარაბილის ბორცვიან მაღლობში. განვითარებულია კონტინენტური კლიმატი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 100-350 მმ ფარგლებში იცვლება. დამახასიათებელია მთის სტეპი, მთისწინეთში უდაბნოა. ზედა სარტყელში ღვიის მეჩხერი ტყეა. მიდამოები არ არის მჭიდროდ დასახლებული. გვხვდება ოაზისები.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kōh-e Ḩowẕ-e Kabūd, Jowand, Bādghīs, Afghanistan
  2. Oʻzbekiston milliy ensiklopediyasi, Birinchi jild. Toshkent, 2000-yil.