ყარაბილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ყარაბილი
კოორდინატები: 36°14′56″ ჩ. გ. 63°39′57″ ა. გ. / 36.2491306° ჩ. გ. 63.6660194° ა. გ. / 36.2491306; 63.6660194
ქვეყანა თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
ავღანეთის დროშა ავღანეთი
უმაღლესი წერტილი გარქენთი
სიმაღლე 942 
ფართობი 20 კმ²
ყარაბილი — თურქმენეთი
ყარაბილი

ყარაბილი (თურქმ. Garabil belentligi) — ბორცვიანი მაღლობი ფაროფამიზის მთისწინეთში, მურღაბისა და ამუდარიის მდინარეთაშუეთში, თურქმენეთის სამხრეთ ნაწილში და ნაწილობრივ ავღანეთში. ჭარბობს ბორცვიან-დაბალმთიანი რელიეფი.

სიმაღლე 942 მ-მდე (მთა გარქენთი). ფართობი დაახლოებით 20 ათ. კმ². აგებულია ნეოგენური და ანთროპოგენური ასაკის ალუვიურ-პროლუვიური წვრილმარცვლოვანი ლიოსისებრი ქვიშაქვებით.

ზედაპირი დახრილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. დაფარულია ეფემერული უდაბნოებითა და ნახევარუდაბნოებით და აგრეთვე სუბტროპიკული ეფემეროიდული სტეპებით.

ტერმინი „ბილი“ ბელის ფორმაში ფართოდ არის წარმოდგენილი თურქულ ენებში, სადაც აღნიშნავს „ქედს“, „მთისწინეთს“, „უღელტეხილს“, ხოლო „ყარა“ ნიშნავს „შავს“, ესე იგი, ყარაბილი — „შავი ქედი“, „შავი მთისწინეთი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]