ბალახოვანი გველის სურო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალახოვანი გველის სურო

ფოთლები და ყვავილები (სოფ. უწერა)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ნაღველასნაირნი
ოჯახი:  ქენდირისებრნი
გვარი:  გველის სურო
სახეობა:  ბალახოვანი გველის სურო
ლათინური სახელი
Vinca herbacea Waldst. & Kit., 1802
სინონიმები
  • Vinca bottae Jaub. & Spach
  • Vinca herbacea subsp. mixta Velen.
  • Vinca libanotica Zuccarini, 1840
  • Vinca minor Sm., 1806 nom. illeg.
  • Vinca mixta Velen., 1891
  • Vinca pumila E.D.Clarke
  • Vinca semidesertorum Ponert, 1971
  • Vinca sessilifolia DC. 1844

ბალახოვანი გველის სურო[1] (ლათ. Vinca herbacea) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქენდირისებრთა ოჯახისა. აქვს გართხმულია ან წამოწეული ყლორტები, ნაყოფიანიც და უნაყოფოც, შიშველი. კვერცხისებური ან მომრგვალო ქვედა ფოთლები, მოგრძო-ლანცეტაა და კიდეებზე ხაოიანი ზედა ფოთლები. მარტოული, იღლიური, დიდი ზომის, ლურჯი იისფერი ან მოთეთრო ფერის ყვავილები. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-მაისში. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ირანსა და ერაყში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება დაბლობიდან შუა სარტყლამდე — ბუჩქნარებსა და ფერდობებზე, ველებზე.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი), გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი: „ფავორიტ პრინტი“, 2012. — გვ. 39.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 50.