გველის სურო
Jump to navigation
Jump to search
გველის სურო | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Vinca | ||||||||||
|
გველის სურო (Vinca), მცენარეთა გვარი ქენდირისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მიწაზე გართხმული ბალახია. აქვს მოპირისპირე, ხშირად ტყავისებრი მოზამთრე ფოთლები, თეთრი, ცისფერი ან მოლურჯო-იისფერი მარტოული ყვევილები. ევროპასა და დასავლეთ აზიაში გავრცელებულია 7 სახეობა, საქართველოში — 2 სახეობაა. დეკორატიულია, აშენებენ აგრეთვე როგორც სამკურნალო მცენარეს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქსე, ტ. 3, გვ. 140, თბ., 1978