იქსბალანქი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტყუპები, იქსბალანქი და ჰუნაჰპუ

იქსბალანქი - მაიას მითოლოგიაში იქსბალანქი, ჰუნ ჰუნაჰპუს ვაჟი, მოიხსენიება როგორც ”წმინდა სისხლის მთვარე”. მისი ტყუპის ცალი იყო ჰუნაჰპუ. ძმები - მაიას გმირი ტყუპების სახელით არიან ცნობილნი. ცხოვრებაში ისინი სრულიად განუყრელნი იყვნენ. ძმები ჭკუით ჯობნიდნენ ქედმაღალ, მედიდურ ქვესკნელის (შიბალბას) ღმერთებსა და დემონებს. პოპოლ ვუში დანამდვილებით არაა დაზუსტებული, თუმცა როგორც ჩანს ჰუნაჰპუ იყო ტყუპებს შორის უზენაესი, მაგრამ არც იქსბალანქი იყო ცუდი პარტნიორი, მან ძმა სიკვდილს სულ მცირე ერთხელ გადაარჩინა. სიკვდილის შემდეგ იქსბალანქი ამაღლდა ზეცაში და ასოცირებული შეიქმნა სავსე მთვარესთან. იგი ზოგჯერ მოხსენიებულია, როგორც მაიას მთვარის ქალღმერთი, რადგან მითის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად მან შეიცვალა სქესი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]