შინაარსზე გადასვლა

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — არქიტექტურული ეკლესია ბათუმში. ფარნავაზ მეფის ქ. N 20-ში. თარიღდება XIX საუკუნით.

ჩაწერილი ჯვრის ტიპის გუმბათიანი ეკლესია აგებულია 1865-1871 წლებში ადგილობრივი ბერძნების მიერ, როდესაც ბათუმი ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. ეკლესია 1930-იან წლებში დაიხურა, ხოლო 1948 წელს კათალიკოს-პატრიარ კალისტრატეს შუამდგომლობით აღდგა ღვთისმსახურება. შენობა წარმოადგენდა რუსული, კლასიცისტური სტილის ნიშნების მატარებელ ნაგებობას, რომელმაც დღევანდელი სახე 2009 წლის რეკონსტრუქციის დროს მიიღო, როდესაც მოხდა აგურითა და ნალესობით წითელი და თეთრი თარაზული ზოლების გამოყვანა, რითიც ნაგებობამ „ბიზანტიური“ ტაძრის იერი მიიღო.

ეკლესიას აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი აქვს. ტაძრის დასავლეთით ნართექსია მოწყობილი, რომლის ზემოთაც პატრონიკეა. ამ ნაწილს ზემოთ სამრეკლო ადგას. ტაძრის სამხრეთი შესასვლელის მარცხენა ნაწილში ქვის ფილაა ჩასმული, რომელზეც წმ. ნიკოლოზის რელიეფური გამოსახულებაა ბერძნული წარწერით, აქვეა მოცემული ტაძრის მშენებლობის დაწყებისა და დასრულების თარიღი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7327